აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში 2015 წლის სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში 2015 წლის სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში 2015 წლის სეზონისათვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. სარეკლამო კამპანიები და პიარაქტივოებები  9 სამიზნე ქვეყანაში უკვე დაწყებულია. 1 აპრილიდან ივნისის შუა რიცხვებამდე  სამიზნე ქვეყანებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, ისრაელი, ლატვია, უკრაინა) დაიწყო ინტენსიური კამპანიები, რომლებიც მოიცავს როგორც გარე რეკლამებს ხალხმრავალ ადგილებში (ბილბორდები, ავტობუსები, ეკრანები), ისე რადიო და სატელევიზიო სიუჟეტებს და ინტერნეტ რეკლამებს რეგიონის შესახებ. სარეკლამო კამპანიები ძირითადად სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებსა და ცენტრალურ ქალაქებს მოიცავს, მასში 20-მეტი ქალაქია ჩართული.

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადამინისტრაციასთან ერთად თუ დამოუკიდებლად, უკვე მიიღო მონაწილეობა სამიზნე ქვეყნების 15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. აპრილის ბოლოს აჭარის ტურისტული პოტენციალი წარმოდგენილი იყო ყაზახეთის უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „KITF“. უახლოეს დღეებში დეპარტამენტი დუბაის ტურისტულ გამოფენაზე - ATM 2015-ზე წარმოაჩენს აჭარა-ბათუმის ტურისტულ მმართულებას. 2015 წლის ბოლომდე რეგიონი სულ 25-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.

სამიზნე ქვეყნებში სარეკლამო კამპანიების ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2015 წლის ბოლომდე 25 საინფორმაციო ტურს გაუწევს ორგანიზებას როგორც შიდა, ისე სამიზნე ქვეყნების ტურისტულ ბაზრებზე. კერძოდ, საქართველოს,ისრაელის, პოლონეთის, თურქეთის, ლიტვის, ბელორუსიის, უკრაინის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის ტურ-ოპერატორებისა და ჟურნალისტებისთვის.

2015 წელს საინფორმაციო ტურების ფარგლებში აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა 230-ზე მეტი ტურიზმის სფეროს პროფესიონალი (დაახლოებით 120 ჟურნალისტი, 110 ტურ-ოპერატორი).

R