როგორ ვუშველოთ ლარს
04-05-2015
როგორ ვუშველოთ ლარს
ლარის მცურავმა გაცვლითმა კურსმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ "გაცურა". უფრო სწორად, ჩაყვინთა და კვირის ბოლოს ლარი-დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,3303 ლარის ნიშნულზე შეყოვნდა. ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარი კიდევ უფრო ძვირად - 2,35 ლარადაც კი იყიდებოდა. ასეთი მაღალი კურსი საქართველოში 1999 წლის თებერვლის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ 1 დოლარის ოფიციალური ფასი 2,4510 ლარი იყო. ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ ლარმა 16 წლის წინანდელი ანტირეკორდი ახლაც გაიმეოროს. მოსახლეობას აინტერესებს, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს
ეროვნული ვალუტის გაუფასურება და სამომხმარებლო ფასების მატება. მთავრობას კი იმედი აქვს, რომ ლარის კურსი მალე დასტაბილურდება და ყველაფერს კვლავ საგარეო ფაქტორებს აბრალებს, ამასობაში კი სამეზობლოში ვითარება სტაბილურობისკენ მიდის.


ნუცა თოხაძე, "საზოგადოება და ბანკების" ანალიტიკოსი: - ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ - 4%-ით, თურქული
ლირა - 3,3%-ით, აზერბაიჯანული მანათი - 0,3%-ით და სომხური დრამი კი 1,1%-ით გაუფასურდა. რუსული რუბლი კი, პირიქით, 10,2%-ით გამყარდა, ხოლო უკრაინული გრივნა - 9,3%-ით როგორც ვხედავთ, ლარი რეგიონის სხვა ვალუტებზე მეტად უფასურდება.
შეტრიალდა ექსპორტის ზრდის ტენდენციაც. 2014 წლის მაისში ექსპორტის ზრდა 12% იყო, ივნისში - 5%, ივლისში - 3%, ხოლო აგვისტოში კი უკვე 12%-იანი კლება აღირიცხა და მას შემდეგ ექსპორტი სულ იკლებს. წლევანდელ იანვარ-მარტში შარშანდელთან შედარებით კლებამ 28%-ს მიაღწია, ეს კი უცხოური ვალუტის შემოდინებას აფერხებს. იმპორტის კლება, რომელიც უცხოური ვალუტის გადინების წყაროა, წლევანდელი იანვრიდან დაიწყო და პირველი კვარტალის მონაცემებით, სულ 3%-ით შემცირდა. ასეთ დისბალანსს სხვა წყაროებიდან (ტურიზმი, ინვესტიციები, გზავნილები და საგარეო ვალი) სავალუტო შემოდინებები, ჯერჯერობით, ვერ აბალანსებს. შესაბამისად, ეს ლარის გაუფასურებას იწვევს.

მართალია, ეს ვითარება, გარკვეულწილად, გარე ფაქტორებმა გამოიწვია, მაგრამ ამის ნაწილობრივ გასაბათილებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აქამდეც შეიძლებოდა. ლარის გაუფასურება ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი თემაა. რისი გაკეთება შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ბევრი შეხვედრა იმართება და საუბარიც ბევრია, თუმცა, ფაქტია, რომ შედეგი არ ჩანს.

ეს მიუთითებს, რომ რაღაც ვერ კეთდება სწორად და გაცილებით მეტი უნდა ვიმუშაოთ ინვესტიციების, ექსპორტისა და ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად, რათა სავალუტო შემოდინებები რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს.
დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: - ლარის ვარდნის ზღვარი არ არსებობს. თუ პროცესები უკონტროლო გახდა, შესაძლოა, მოსახლეობამ და ეკონომიკამ ძალიან დიდი ზარალი განიცადოს. თუმცა, ზარალი უკვე ისედაც დიდია.

განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა მცირე და საშუალო ბიზნესი, მძიმედ აისახა ლარის გაუფასურება რიგითი მოქალაქის ჯიბეზე.

ლარის ვარდნას იმიტომ არა აქვს ზღვარი, რადგან ძალიან ცუდ შიდა პირობებს დაერთო არასახარბიელო გარე ფაქტორები, ასევე, არასწორი გადაწყვეტილებები და მაკროეკონომიკური პოლიტიკა. მას ერთობლივად უნდა ატარებდნენ ეროვნული ბანკი და მთავრობა. მართალია, ის გაყოფილია: ფულად-საკრედიტო, ანუ მონეტარული პოლიტიკა ეროვნული ბანკის ამოცანაა, ხოლო საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა კი მთავრობისა, მაგრამ მათი პოლიტიკა ერთიანი უნდა იყოს და მთავარ მიზანს - ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას უნდა ემსახურებოდეს. უკვე ორი წელიწადია, ასე არ არის. ეროვნული ბანკი რაღაც განცხადებებს აკეთებს და რამდენიმე თვის განმავლობაში ისე მოქმედებდა, თითქოს ეს მისი საუფლო იყო, არაფერს ექვემდებარებოდა და აბსოლუტურად არასწორად მიჰყავდა საქმე. შემდეგ ვითარება გართულდა, მთავრობის სისუსტე ჩაერთო საქმეში და ძალიან მძიმე შედეგი მივიღეთ.
დღევანდელი გადასახედიდან ეროვნული ბანკი და მთავრობა თანაბრად არიან დამნაშავენი შექმნილ ვითარებაში.
ქვეყანაში სავალუტო კრიზისია. ჩვენ გვაქვს კატასტროფული ეკონომიკა და კიდევ უფრო კატასტროფული სტრუქტურის ექსპორტი - 20% სხვისი მანქანების გაყიდვა, ანუ რეექსპორტია და ამ ბიზნესსაც დიდი პრობლემები შეექმნა. მეორე ადგილზე თხილია - მთელი ექსპორტის 9% და მესამეზე - ყურძნის ღვინოები 7,5%-ით.  XXI საუკუნეში ასეთი ექსპორტის მქონე სახელმწიფოს, შეუძლებელია, რამე პრობლემის გადაჭრის იმედი ჰქონდეს. შესაბამისად, როგორც კი საექსპორტო ქვეყნებს შეექმნა პრობლემა, მათ შორის რუსეთსა და უკრაინას, პრობლემებიც გაჩნდა. წარმოგიდგენიათ, საქართველოს ფინანსური მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო ჩვენი ემიგრანტების მიერ ოჯახებისთვის გადმორიცხული ფული. მხოლოდ რუსეთიდან საშუალოდ 1,1 მილიარდი დოლარი იყო გადმორიცხვები. რუსეთში პრობლემების გამო მოცულობა 250 მილიონით შემცირდა და ეს ლარის კურსზე მაშინვე აისახა. რაც შეეხება ყბადაღებულ ტურიზმს.

ტურიზმი კარგი ბიზნესია, ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, მაგრამ ქვეყნის მომავალი და ფინანსური მდგომარეობის ავკარგიანობა ტურიზმზე არ შეიძლება იყოს დამოკიდებული, ისევე როგორც სხვა რომელიმე კონკრეტულ დარგზე.
და კიდევ, ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ კმარა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

- ამ ყველაფრის კომპენსირება დოლარის ინტერვენციებით მოხერხდება?

- მცდარია თქმა, რომ ეროვნული ბანკი "უპრაგონოდ" უნდა ყრიდეს რეზერვებს კრიზისის ჩასაქრობად.
თუმცა, დასანანია, რომ ეროვნული ბანკი უკვე დიდი ხანია არ ასრულებს რეგულატორის ფუნქციებს. ის მთავარი კომერციული ბანკების გავლენაში მოექცა და მათ მომსახურე ბროკერად გადაიქცა. შედეგმაც არ დააყოვნა. პარლამენტმა არ შეასრულა მაკონტროლებლის ფუნქცია და ანგარიშვალდებულება ფორმალური გახადა ყალბი გუნდურობის მოსაზრებებიდან გამომდინარე.

კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მოსმენები უნდა დაწყებულიყო, სულ ცოტა, 2014 წლის გაზაფხულიდან, როცა კრიზისის ნიშნები არსებობდა. სექტემბერში კი აშკარად გამოიკვეთა, რომ სავალუტო კრიზისი გარდაუვალი იყო.

- გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოდან ბოლო დროს დიდი მოცულობით დოლარი გავიდა.
- თუ ხელისუფლებას არ ესმის, როგორ ფუნქციონირებს ფინანსური ბაზრები, მძიმე მდგომარეობაში ყოფილა. დიახ, არ არის გასაკვირი საქართველოდან დოლარის მასის გასვლა. ბანკებმა ფანტასტიკურად მაღალი მოგება მიიღეს 2014 წელს, წინა წელიწადზე 1,5-ჯერ მეტი, მაშინ, როცა ეკონომიკა ამ წელს მხოლოდ 3%-ით გაიზარდა. ეს არის სახელისუფლებო პოლიტიკის ნაკლი და ეროვნული ბანკიც ამ ხელისუფლების ნაწილია.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:
- ნებისმიერი ვალუტის მდგომარეობის დახასიათებისთვის გაუფასურების მასშტაბი არ არის გადამწყვეტი. იყო დრო, 1 დოლარი 1.600 იტალიური ლირა ღირდა, იაპონიაშიც 1 დოლარი დაახლოებით 100 იაპონური იენი ღირს. ლარი-დოლარის თანაფარდობით არ უნდა განვსაზღვროთ, ვითარება უმჯობესდება თუ უარესდება. ჩვენ უნდა განვიხილოთ ვალუტის კურსის ცვლილების პარალელურად, როგორ იცვლება მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ცალკეული პერიოდების მიხედვით. ყურადღება ნაკლებად ექცევა იმას, რომ ლარის დაცემის მსგავსად ფასები ისე არ გაზრდილა. დოლარი დაახლოებით 30%-ით გაძვირდა, ხოლო ინფლაციამ იმავე პერიოდში 3,6-4% შეადგინა. რა არის ამის მიზეზი, ან სადღაც სტატისტიკა ხომ არ "ქიმიკოსობს"? საქმე ის არის, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებსაც, საიდანაც იმპორტს ვახდენთ, დოლარის მიმართ მკვეთრი დევალვაცია შეეხო, აგრეთვე, გაიაფდა პროდუქცია, მაგალითად, მცირდებოდა ნავთობპროდუქტების ფასები, რამაც ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე დიდი გავლენა მოახდინა და ფასების საერთო მატება შეანელა. ერთ წელიწადში დაახლოებით სამჯერ გაძვირდა დოლარი უკრაინული გრივნის მიმართ, საიდანაც შემოდის  ხორცპროდუქტები, რომლის ფასიც ასევე არ გაზრდილა.

- კარგია, რომ აქამდე ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით მოვედით, მაგრამ თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა და მეზობელმა ქვეყნებმა თავიანთი ვალუტების გამყარება მოახერხეს, სამომხმარებლო ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება...
- ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრულ უსაფრთხოების ბალიშს გვიქმნიდა, თანდათან ამოიწურება. მაგალითად, დაიწყო ზრდა ნავთობპროდუქტების ფასებმა. მოსალოდნელია პურზე ფასის მასობრივი ზრდაც, თუ სხვა ფაქტორებმა ეს არ შეანელა, რადგან ფქვილი იმპორტირებულია. მნიშვნელოვანი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.
ალექს
10 მაისი 2015 17:31
ისტორიულ სანაგვეზე ორივე ძალა -სწორი იდეაა და მომავალი არჩევნების ლოზუნგი ეგ იქნება.
2+2 უფრო სწორი იქნება !!!
ახლა ისევ ლარის გაუფასურება,ეროვნულმა ბანკმა ემისია გააკეთა ერთ წელიწადში 1 მილიარდი ლარის,დოლარით არ გაამაგრა,ანუ ლარი გამოყარა და ვითომ სავალუტო რეზერვს უფრთხილდება,ბლეფია,რადგან მიზანი იყო ,რომ ამ ხსენებული ლარებით თქვენი დოლარები შეეძინათ,ჯიბეში რომ გედოთ,ბანკშიც ,მერე 6 თვის მერე თქვენთვისვე უკან მოეყიდათ,რა არ დაგჭირდებათ ?!
წესით დოლარიც უნდა გამოეშვა რეზერვიდან და ნელნელა უკან შეესყიდა და რეზერვში დაებრუნებინა,კურსი არ შეირყეოდა გარემო ფაქტორების მიუხედავად !!
შემდეგი მიზანი ლარის გაუფასურება მიზანმიმართულად (თუ არადა გამოიკვლიეთ რომელმა კონკრეტულმა პირმა თუ ჯგუფმა მიიღო და რა პირობით 3%-5% -ად ეგ 1 მილიარდი და სად წავიდა ,სად ბრუნავს ? არსად არ ბრუნავს,მხოლოდ დოლარს ყიდულობს თქვენგან !!!)ეკონომიკის და მთავრობის დესტაბილიზაცია,არეულობა ,უკმაყოფილების ზრდა ,ნიჰილიზმი,რეიტინგების დისბალანსი.
კიდევ ერთი მიზანი წინასაარჩევნოდ დიდი ფულის შოვნა ამომრჩევლის ჯიბის ხარჯზე:თქვენგან რომ 1,8 ლარად რამოდენიმე დღეში ასეულობით მილიონი დოლარი იყიოდეს გახსოვთ ხომ ნოემბერ იანვარში ? ;2,0 ლარადაც ხომ გახსოვთ მარტში ; ახლა უკვე 2,3 ლარად ყიდულობენ ლარებს,ანუ სააშუალოდ 2 ლარად ამ შემოდგომაზე უკან მოგყიდიან საშუალოდ 2,5 ლარად თუ არ გაისამეს,აი შენი წინასაარჩევნო ფულიც !!!
ახლა რატომ 2+2 ისტორიის სანაგვეზე,იმიტომ ,რომ თუ მე ვიცი ეს კომბინაცია,მაგათაც იციან,კი არ იციან მარტო,ერთად აკეთებენ ამ კომბინაციას ,ჩვენთვის სამი თითის კომბინაციას 4 ხელით !!!თხი პარტიაა ჩვენთან ახლა წამყვანი,200 უმექმოდო !კიდევ ვართ 4 მილიონი პირადაღებული მოქალაქე და შევცქერით აი იმ სამ თითს!
ალექს
06 მაისი 2015 09:13
ლარის მტერია იმპორტი,ის 25 წელია ხელისუფლების მიერაა წახალისებული,რადგან იმასთან ერთად, რომ თავად იყო და არის იმპორტული(რუსულ,ევროპულ,ამერიკული ნაზავია ),იმპორტით სულდგმულობს,იმპორტის ბიზნესს ეწევა ,ან მონაწილეობს მასში ირიბად,"კრიშავს ".
იმპორტს ნაკლები შრომა და ცოდნა ჭირდება,ხელისუფალი სამივლინებოდ „სახელმწიფოს საქმეზე“ სახელმწიფოს , ანუ შენი ხარჯით, წასული იოლად და შენზე იაფად იყიდის იქ საზღვარგარეთ საქონელს ,საზღვარზე იოლად დაბლოკავს შენსას ისეთნაირსავე საქონელს ,გააკონტრაბანდებს თავისას,კანონს კარგს დაახვედრებს თავისას,კრედიტსაც შენზე იაფიანს იშოვნის-გასაგებია ,გრანტზეც მიუწვდება ხელი?
ახლა ექსპორტი,ამ საქმეს ძვირი კრედიტით პერსპექტივა არ აქვს, საქმის ცოდნის გარდა კიდევ ენების და ტექნოლოგიების ცოდნა უნდა,კაპიტალი უნდა ,საწარმოო საშუალებები უნდა,ძალისხმევა უნდა,გასაღების ბაზრის პოვნა უნდა,სადაც მარტივია ბაზარზე შესვლა იქ გართულებულია პოლიტიკური ურთიერთობა ,დასავლეთის ბაზარს დასავლური კანონმდებლობა უნდა ,რომელსაც "ჩვენები " 25 წელია ეჯახირებიან და დემოკრატიის გზაზე აღმართული კლანური დიქტატურის ღობეს ვერც გადაახტნენ და ვრც შემოუარეს ,ამიტომაცაა მიგდებული ექსპორტი,ის კი დოლარის წყაროა.
1 მილიარდის იმპორტულ მეთლახს და სხვა მოსაპირკეთებელ საამშენებლო "სარემონტო" საქონელს ვყიდულობთ საღებავ საგოზავებიანად ,ამ დროს სავსეა ჩვენი დალოცვილი მიწა მაგ ყველაფრით,რამდენი გვაქვს ქვაღორღი თიხა და ბაზალტი მარმარილო და თან უკეთესიც თუ იცით?
უამრავი,ნახევარ მსოფლიოს მოაპირკეთებს და "გაარემონტებს" ანუ შეათეთრ შეაბათქაშებს!!
თურმე ისრაელში ქვეყნის უმდიდრესი ხალხი,ყველაფერი რომ აქვთ ნაშოვნი და არა აკლიათ რა ,საცხოვრებლად ირჩევენ ქვეყნის საზღვრის ახლოს იმ მონაკვეთებში,საიდანაც მტრის შემოსვლას ელიან,რათა პირველი დარტყმა მათ მიიღონ,ხოლო ისინი ვინც ჯერ კიდევ ილტვის სიმდიდრისკენ და დიდი გზა აქვთ გასავლელი,ცენტრში ცხოვრობენ,რათა გადარჩენის მეტი შანსი ქონდეთ.ჩვენებიც ხშირად მდგარან საზღვარზე!!!
ებრაელებმა თან წყევლა იციან კარგი,შენი არ იცოდე და სახვისი არ გესმოდესო,ნატვრა იციან კიდევ კარგი, კუთხეში მიჯირყვნილი და იმედდაკარგული ,სასოწარკვეთილი ქართველის ჭკუა მომეცი ღმერთოო?!
ახლა დაველოდოთ ერთი კარგად, ბოლომდე, როდის მიგვჯირყვნიან და მერე ჭკუა ვარიგოთ ებრაელებს,26 საუკუნე გვერდით გვყავდა ერი და 26 საუკუნე ვიქეიეფეთ ,ბოდიში ,არაფერი ვასწავლეთ არც იმათგან ვისწავლეთ?!
გასაგებია იმპორტი ვისაც აწყობს,ჩვენ რატომ ვყიდულობთ იმპორტულს ?იგივე ჩვენ არ გვაქვს,რაც გვაქვს იმასაც ხომ უცხოურს ყიდულობ ?!
რატომ ვსვამთ უცხოურ წვენებს,კულაზე სუფთაა?იცნობთ კულას ტექნოლოგიას ?უნიკალურია!თურაშაულის პატრონი ტყეში დავეძებთ პანტას!
კიტრს და პომიდორს ,კარტოფილს საიდან ვეზიდებით,ჩვენი სამყოფიც ვერ მოგვყავს?არაყს რატომ ვსვამთ რუსულს?საერთოდ რატომ ვსცავთ არაყს,არ გვიხდება არ იცით !?
ფერი ფერსაო მადლი ღმერთსაო,აი სწორედ ჩვენზე და ჩვენს ხელისუფლებაზეა ნათქვამი.
რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო-ესეც!
ჩვენი ეკონომიკური გუნდი არაპროფესიონალიაო ,ძნელი სათქმელია,მაგრამ სისტემას რომ არ ცვლიან და სისტემის ტყვეებირომ არიან ფაქტია.
ლარი კი არ გაექცათ, გააქციეს უნისონში ზოგმა ქმედებით ზოგმა უმოქმედობით,რა ალტერნატივა ქონდათ ?
ახალი რეგულაციები მეწარმეობის,საბანკო და საგადასახადო სფეროებში,ვერ გაბედეს,თორემ იციან რაც უნდა ექნათ,შეეშინდათ მოგვხსნიანო,მოხსნას მაინც ვერ ასცდნენ.
ახლა რა ცვლილება უნდა გაეკეთებინათ ?
ქვეყანა მდიდრდება როცა მუშაობს,როცა დოვლათს ქმნის და ამ დოვლათს ამრავლებ ,კი არ ნთქავს,დოვლათს ამრავლებს მეწარმე ,ფერმერი ,ვაჭარი ,შოუმენი,მეცნიერი,ტექნოლოგი, და სხვა და სხვა, რომელთათვის ახალი რეგულაციებით სამართლებრივ უმაღლეს დონეზე უნდა მიეცათ სრული თავისუფლება და უფლებების გარანტირებული დაცვა ,დოვლათის მჭამელი კი ერთია- სახელმწიფო და სახელმწიფო მოხელე,რომელთა მადა და უფლებები უნდა შეეკვეცათ,ეს ორი რამ ძევს სასწორზე,ვინ და რომელმა მხარემ გადაწონა ჩანს!
მინისტრის ან მინისტრების შეცვლა არაფერს მოგვცემს,საკანონმდებლო გარემოა შესაცვლელი,ქვეყნის მოწყობაა შესაცვლელი,ქვეყანა არის ძალოვან სამართალდამცავთა და ბიუროკრატ პარტოკრატტთა განუზომელი ძალაუფლებით მართული,დემოკრატია ქართული არ ყოფილა და არც არის ბუნებაში!
სამართალდამცავები,მაკონტროლებლები, ძალოვანები,რომლებიც რეალურად წარმოადგენენ ხელისუფლების წამყვან ბლოკს,ხელისუფლების წყაროს(არ თქვათ ახლა,ხალხიაო ხელისუფლების წყარო ) რაც უფრო მეტად ადამიანურ სახეს მიიღებენ,მით უკეთესი.ამ ბლოკში შედიან სასამართლო,პროკურატურა,შსს ,უშიშროება,დაზვერვა ,სოდი,კუდი,დაცვის პოლიცია,საგადსახადო,საბაჟო და ათასგვარი სხვა ადმინისტარციულ მაკონტროლებელი უფლებების მქონე სსიპ და მარეგულირებელი კომისიები,ანტიკორუფციული,ანტიმონოპოლისტური ორგანოები-ძალიან ბევრნი არიან,და ამათ უპყრიათ სახელმწიფოს და ხალხის მართვის სამართლებრივ ეკონომიკური ბერკეტები,რომელთა უწყებრივი რაოდენობა მათი მომსახურე ჯიპების ოდენობის პირდაპირპროპორციელია.
თუ ათვითცნობიერებენ ჩვენს მთავარ ჭირს,კარგია,კარგი და რა ჭირია ეს,რომელიც სოციალიზმის ეპოქიდან გადმოგვყვა და დღემდე ვერ მოვიშორეთ ?
ესაა პოსტსაბჭოთა სისტემა,რა ახასიათებს?
აკრძალვით ნორმათა მწყობრი სისტემა!
იმდენად ანაქრონისტული,რომ მოქალაქე ეკონომიკურ საქმიანობაში,ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში ,ძილშიც ,ოცნებაშიც და ცხადშიც არღვევს ამ ნორმებს,შესაბამისად სამართალდამცავთა რეაგირების ობიექტი ხდებიან,პერმანენტული,ტოტალური რეაგირების,ანუ საყოველთაო კონტროლის,დანაშაულის აღმოჩენის და დასჯის,პრევენციას კი ეძახიან,ასეთ სისტემას მიყავს სახელმწიფო მოხელე კაციჭამიობამდე,ხოლო სახელმწიფო მოხელეთა კორპუსი ერთად ქმნის კაციჭამია სახელმწიფოს,ასეთი სახელმწიფო 100 წელია გვაქვს და აღარ გვინდა ასეთში ცხოვრება,ახალი გვინდა !
otaris-ss
06 მაისი 2015 06:53
შენ რა ვაი წინასწარმეტყველი ხარ?ნაცები ნამყენი ვირტხებივიტ დაესივნენ დოვლატსაც და ხალხსაც ვისაც რა ჰქონდა ხალხიანად გადაჯამესს გვამსაც ვერ იპოვნიდი ისეტი სიტუაცია იყო და ახლა გიკვირტ ლარის ვარდნა. არ გიხარიატ ცოცხლები რომ გადარჩიტ ხალხნოო ?სააკაშვილი და ნაც ბანდა ზუსტად იმ ბიუჯეტსს ასჯერ აწერდა ერი და იგივე საქმის შესრულებასს . სად წავიდა ამერიკის დახმარება ? სად წავიდა დაყიდული ჰესების ქარხნების პული? მიშიკოს ბანკის ანგარიზე შვეიცარიაშსი არა? ტუ ცოლეულებში?

რედაქტორის რჩევით