ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში
04-05-2015
ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში
2015 წლის 24 აპრილს ძალაში შევიდა ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს დაემატა ახალი წევრი - გოგა ჯაფარიძე.
გოგა ჯაფარიძემ პაშა ბანკის კომერციულ დირექტორად  2014 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა.
მან 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა ბაკალავრიატი, ხოლო 2002 წელს ჰოფსტრას უნივერსიტეტში (ზარბის ბიზნეს სკოლა) მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ფინანსებში.

გოგა ჯაფარიძემ საბანკო კარიერა 2003 წელს, “საქართველოს ბანკის” შვილობილ საინვესტიციო
ბანკში - “ბიჯი კაპიტალში” უმცროს სპეციალისტად დაიწყო, 2005 წელს მუშაობდა “საქართველოს ბანკში” უფროს საინვესტიციო ბანკირად. 2006-2011 წლებში ის იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უფროსი ბანკირი სასესხო პროექტებზე, ხოლო მოგვიანებით მუშაობდა EBRD-ის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში. 2011-12 წლებში ხელმძღვანელობდა “ბანკ რესპუბლიკაში, ჯგუფ სოსიეტე ჟენერალში” კორპორატიული
საბანკო საქმიანობის სამსახურს.

დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობაა:
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: შაჰინ მამმადოვი
დირექტორთა საბჭოს წევრი: გოგა ჯაფარიძე
დირექტორთა საბჭოს წევრი: ანარ ისმაილოვი

R
es ra iyo
07 მაისი 2015 01:04
ეს სათაური -ეს წერილი - რა უბედურებაა -ცვლილება პაშა ბანკშიო დაბიოგრაფიას წერენ ვიღაცისას ვაი ,ვაი.
ვახტანგ
07 მაისი 2015 00:24
გოგა, მოგესალმები და გილოცავ წარმატებულ საქმიანობას. მე მჯერა რომ შენი პერსპექტივა არარის ჩაკეტილი მხოლოდ საბანკო საქმიანობით... მოხარული ვიქნები გიხილოთ ეკონომიკური მართვის მაღალ ეშელონებში, რაც მიმაჩნია მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენი ქვეყანას.
ალა
06 მაისი 2015 12:36
მაგას მაინც არსად დააწინაურებენ იმიტომ რომ ქართუ ბანკში არ უმუშავნია

რედაქტორის რჩევით