ტურისტული სეზონი ლარის ვარდნას მხოლოდ ნაწილობრივ შეაჩერებს
11-05-2015
ტურისტული სეზონი ლარის ვარდნას მხოლოდ ნაწილობრივ შეაჩერებს
"ვიკვებებით დილეტანტური შეგონებებით, რომ ზაფხულში ბევრი ტურისტი შემოვა, რაც ბევრ ფულს მოიტანს და ლარის კურსის პრობლემა მოიხსნება"

ეაჩერებს თუ არა ლარის მცურავ კურსს ტურისტული სეზონის დაწყება, შეუძლია თუ არა ტურიზმს ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენა, შემოვა თუ არა ქვეყანაში იმდენი ტურისტი, რომ მათ მიერ გაწეულმა ხარჯებმა ეკონომიკური პროცესები შეცვალოს, ან საერთოდ, რამდენი ტურისტი უნდა შემოვიდეს, რომ რეალურად­ შესამჩნევი შედეგი მივიღოთ? - ეს კითხვები დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.

ეკონომიკური განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აზრით,
ტურისტული სეზონის დაწყებისა და ტურისტების შემოდინების საიმედო მაჩვენებლის გამო, მალე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და ეროვნული ვალუტაც უფრო აღარ გაუფასურდება. "ტურიზმისა და ვიზიტორების შემოდინების მაჩვენებლები დადებითია. საპრივატიზაციო მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სამუშაოები წარიმართა და შედეგებიც უკვე არის, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება, ამიტომ შემდგომ დევალვაციას არ ველოდებით",
- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"კვირის პალიტრა" ექსპერტებთან შეეცადა იმის დადგენას, რა იმედის დამყარება შეიძლება ტურისტულ სეზონზე.
დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი: - დასანანია, რომ კვლავ ვლაპარ­აკობთ არა ეკონომიკის განვითარებაზე, იმპორტჩანაცვლებაზე, ჩვენი ადამიანური და მატერიალური რესურსის გამოყენებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ ვიკვებებით შეგონე­ბებით, რომ ზაფხულში ბევრი ტური­სტი შემოვა, რაც ბევრ ფულს მოიტანს და ლარის კურსის პრობლემა მოიხსნება.

ეკონომიკის ეს სექტორი უნდა განვითარდეს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკისა და ლარის ბედის ტურიზმზე აგება სააკაშვილის დანაშაულებრივი იდეების გაგრძელებაა.
არ შეიძლება, ტურიზმს დომინანტური წვლილი ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკაში. დიდი­-დიდი - 5%, მეტი - არა. ისიც მაშინ, თუ ეკონომიკა იმ მიმართულებით განვითარდება, ურომლისოდაც საქართველოს პერსპექტივა არა აქვს, თუ უახლოეს ათწლეულში ინოვაციურ რელსებზე გადავიყვანთ ეკონომიკას და ისეთ სფეროებს განვავითარებთ, რომლებიც შემდეგ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას მოგვცემს.
დააკვირდით, რა მოხდა საბერძნეთსა და ესპანეთში, რომელთაც ჩვენზე გაცილებით დიდი ტურისტული რესურსი აქვთ.

კრიზისის დროს მხოლოდ ტურისტების შემოსვლის იმედზე ჩამოკიდებული ქვეყნები უმძიმეს დღეში აღმოჩნდნენ.
ამიტომაც არ შეიძლება მხოლოდ ტურიზმზე დამოკიდებულება. კიდევაც რომ შემოვიდეს მასობრივად დიდი ტალღა, ქვეყანას მასპინძლობისთვის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსები არა აქვს. სტანდარტის მიხედვით, ერთ ტურისტს 4 კაცი უნდა მოემსახუროს. აბა, დაფიქრდით, რა მოხდება, 2-3 მილიონი კაცი რომ შემ­ოვიდეს თუნდაც სეზონზე, სად არის ამდენი­ რესურსი?

- მაინც რამდენი ტურისტი უნდა შემოვი­დეს, რომ საქართველომ მატერიალური უკეთ­ესობა იგრძნოს?

- წინა ხელისუფლება საამისოდ 10 მილიონი ტურისტის შემოსვლის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა, თან ამტკიცებდა, რომ საქართველოს ამდენი კაცის მომსახურება შეუძლია, არადა, 5 მილიონსაც ვერ მოვემსახურებით. თუმცა, შესაძლებელია საქართველო გადააქციო ბორდელების, კაზ­ინოებისა და რომ იტყვიან, სექსტურიზმის­ ცენტრად, აქეთაც იყო აღებული მიმართულება. საქართველო დღესაც ცნობილია ახლო აღმოსავლეთში სექსტურიზმის მექად­, მაგრამ არ შეიძლება ეს სახელი შევ­ინარჩუნოთ.

- დავუშვათ, მაინც შემოვიდა 5 მილიონი ტურისტი, რა შედეგს მოგვიტანს?

- ქვეყანა მაინც ღარიბი დარჩება. ფული, რომელიც მიიღება 5 მილიონი ტურისტისგან, სრულებით არ არის საკმარისი იმ ფუნდამენტური პრობლემების გადასაჭრელად, რაც ქართულ ეკონომიკას აქვს.

- ლარის კურსს ხომ შეეტყობა?
- დროებით.
ერთი სერიოზული ნაკადი, 5-10 მლნ დოლარის შემოდინებით, ლარის­ კურსს დროებით შეაჩერებს, მაგრამ პრობლემას ვერ მოხსნის.
იმასაც გააჩნია, რა მიმ­ართულების ტურიზმს­ განავითარებს სა­ხელმწიფო. შესაძლებელია, ერთი მიმართულება გაცილებით მეტი ფულის მომტანი იყოს, ვიდრე რამდენიმე ან, უბრალოდ, 3-4 მილიონი ტურისტი. გააჩნია, ვის მასპინძლობ და რას ახვედრებ. შესაძლებელია შეძლებული ტურისტებისთვის მძლავრი ტურისტული სექტორის შექმნა, მაგრამ ეს არ იქნება ის სექტორი, რომელზეც ქვეყნის მომავალია დამოკიდებული. ვფიქრობ, პრობლემა ტურისტების რაოდენობრივ სიმცირეში კი არა, ჩვენი აზროვნების არასწორ მიმართულებაშია და სანამ ასე ვაზროვნებთ,­ ტურიზმი დარჩება იმედად, აუსრულებელ ოცნებად, დავკარგავთ დროს და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავცვივდებით.

ეკა დევიძე, ტურიზმის დეპარტამენტის კოორდინატორი: - დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვეყნებიდან შემოდიან ტურ­ისტები. მეზობელი სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი და ხშირად ირანელი ტურისტიც მოდის ავტომობილით, კარვებით, სურსათ-სანოვაგით დატვირთული და შეს­აძლოა, დღეში მხოლოდ 40 დოლარი დახ­არჯოს, არადა, ხშირად ერთ ან ორ კვირას რჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ცხადია, მათგან იმ შემოსავალს ვერ მივიღებთ,­ რაც მოგვცემს უფლებას, ვთქვათ, რომ ტურ­იზმი მომგებიანია. ამ მხრივ,  მნიშვნელოვანია ევროპელი ტურისტების სიმრავლე. ისინი ფულს ხარჯავენ, თუმცა, სერვისი და ფასი საერთაშორისო სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს.

- ტურიზმის რომელი მიმართულება იწვევს დიდ ინტერესს?
- ეკოტურიზმი, სოფლის ტურიზმი, ღვინის ტურები, კულტურული მემკვიდრეობის დასათვალიერებელი ტურები. 

- ზღვისპირეთში უამრავი უცხოელი შემოდის­ ხოლმე.

- ისინი უფრო მეზობელი ქვეყნებიდან არიან და როგორც გითხარით, დანახარჯების თვალსაზრისით არ გამოირჩევიან.
valeri
11 მაისი 2015 21:47
დემურ გიორხელიძის ცოდნას რატომ არ იყენებს ეს ხელისუფლება,გაუგებარია ჩემთვის.ერთი ნაკლი კი აქვს გიორხელიძეს,თინეიჯერი არ არის.
ანდრი
11 მაისი 2015 12:50
ტურისტს იმპორტული საკვებით რომ გავუმასპინძლდებით არ გაძვირდება საკვები ისევ ჩვენთვის?! მეტი ტურისტი იმპორტზე მოთხოვნას ზრდის და ისევ ქართველების ჯიბეს ურტყამს. ტურიზმით განვითარებული ქვეყნის ბურატინოსაც აღარ ჯერა.

რედაქტორის რჩევით