"ოქროს რეზერვი" ქართული ეკონომიკისთვის?!
11-05-2015
მთავრობა ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებას 2-3 კვირის შემდეგ ელოდება, მას შემდეგ, რაც გარდაბნის თბოელექტროსადგური გაიყიდება 300 მილიონ დოლარად და საქართველოს ტურისტები მოაწყდებიან. დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რამდენ ხანს ეყოფა ლარს სტაბილურობისთვის სამი ასეული მილიონი დოლარი ან გვექნება თუ არა ქვეყანაში წლეულს ტურისტული ბუმი.

2014 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პო­რტის­ განვითარების პროექტზე ინტერესთა­ გამოხატვა გამოაცხადა. საზღვაო პორტის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ წინა ხელ­ისუფლებაში არსებობდა და მეტიც - სააკ­აშვილი შავი ზღვის
სანაპიროზე ქალაქის გაშენებაზეც კი ლაპარაკობდა. მოქმედმა ხელისუფლებამ ჯერ იჭოჭმანა, შემდეგ კი კვლევა მოაწყო და პორტის აგება გადაწყვიტა. პროექტით თორმეტი კომპანია დაინტერესდა,­ სამთავრობო კომისიამ კი ე.წ. მოკლე სიაში მხოლოდ 7 კომპანია შეიყვანა. შვიდეულს მიმდინარე წლის 16 აპრილს უნდა წარედგინა ტექ­ნიკური და ფინანსური წინადადებები. საბოლოოდ, პირობები ორმა
კომპანიამ დააკმაყოფილა. მხო­ლოდ სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი, ვინ ააშენებს პორტს ანაკლიაში - ქართულ-ჩინური Anaklia­ Port and Industrial Eco Park-ი თუ "კონტი ჯგუფისა" და "თიბისი ჰოლდინგის" გაერთიანება. პორტის გარდა, ანაკლ­იაში დაგეგმილია ლოჯისტიკური და სამრ­ეწველო ზონის განვითარება, საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება, ის 7 ფაზად იქნება დაყოფილი. საბოლოოდ, პორტმა 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს. მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5-6 მილიარდი დოლარია.

კიდევ 800 მილიონი დოლარი შემოვა ქვეყანაში წყალტუბოს სპაკურორტის რეა­ბილიტაციისა და განვითარებისთვის. ეს პროექტი წინა ხელისუფლებამ დაიწყო და მოქმედი განაგრძობს. უკვე დასრულებულია ავსტრიული კომპანია Kოჰლ&Pარტნერს-თან კურორტის ზონირება და ამჟამად, საპარტნიორო ფონდთან ერთად, ფრანგული კომპანია "ვიშის" მეშვეობით მიმდინარეობს წყალტუბოს კურორტის, მისი წყლის საერთაშორისო სერტიფიცირება. ზაფხულში უნდა დაიწყოს ნენსკრაჰესის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 1,1 მილიარდი დოლარია.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა ისეთ მასშტაბურ პროექტებს­, როგორიც ხუდონჰესი და თბილისის­ შემოვლითი რკინიგზაა, საიდანაც ქვეყანას კიდევ რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა მიეღო.
ლევან კალანდაძე, საზოგადოების "ინფ­რასტრუქტურული პროექტების ინიციატივა" ხელმძღვანელი: "ყველა ეს პროექტი­ მნიშვნელოვანია. მათგან ზოგი მიმდინარ­ეობს, ზოგი კი შეფერხებულია. მაგალითად­, ანაკლიის პორტისა და ნენსკრაჰესის პრო­ექტი თითქოს დაიძრა, ხუდონჰესის პროექტი და შემოვლითი­  რკინიგზა კი შეჩერებულია.
იმაზე საუბარი, რომ ყველა­ ამ პროექტის ერთად ამოქმედ­ებას შეეძლო თავიდან აეცილ­ებინა სავალუტო კრიზისი, არასწორი იქნება, მაგრამ ლა­რის გაუფასურებას ნაწილობრივ შეარბილებდა - ლარის დაახლოებით 30%-იანი დევალვაციის ნაცვლად შესაძლებელია, გვქონოდა 15-16%-იანი მაჩვენებელი.

როცა ასეთ მასშტაბურ პროექტებსა და მათ საინვესტიციო ღირებულებაზე ვსაუბ­რობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ერთჯერადი სავალუტო ინიექციები. ანაკლიის პორტი არის 10-წლიანი პროექტი, ხუდონი - 6-7-წლიანი, 4 წელიწადზეა გათვლილი ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. შესაბამისად, ეს თანხების ეტაპობრივი სავალუტო შემოდინების პირ­ობა იქნებოდა. რისკ-ფაქტორები, რამაც ლარს პრობლემა შეუქმნა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი.

ვითარება მძიმეა, თუმცა, გვაქვს­ განსაზღვრული, ე.წ. ოქროს რეზერვი, ამ კონ­კრეტულ შემთხვევაში - საინვესტიციო პროექტები, რომელთა სწორად და დროულად განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ, შევამსუბუქოთ ის რისკ-ფაქტორები, რაც ლარზე ზეწოლას ახდენს".
ალექს
12 მაისი 2015 22:13
100 მილიონი ტონა ტვირთბრუნვა არ აქვს რუსეთს,რომელიც კი იძახის მილიარდი მაქვსო,ჩინეთიც იძახის 10 მილიარდი მაქვსო,მაგრამ ერთი და იგივე ტვირთს სამ ოთხჯერ აღრიცხავენ რადგან უშველებელ ტერიტორიაზე ეს ტვირთი სამ ოთხჯერ იცვლის სატარნსპორტო საშუალების სახეობას,ანუ ჯერ მანქანით სადგურამდე,სადგურიდან რკინიგზით,მერე პორტში ,მერე გემზე ,ყველა თავისას დებს სტატისტიკაში.
100 მილიონი ტონა ტვირთი ,რა საქონლის მოცულობაა ეს წარმოდგენა თუ შეგიძლიათ ?
პორტი მაინც საჭიროა,ოღონდ ზედმეტი პიარი პროფესიონალებში ქილიკს იწვევს,ინვესტორი კი ქირაობს პროფესიონალებს შეფასებისათვის .
უბრალო არითმეტიკაა ერთი პირობითი ვაგონი +15 მეტრს სიგრძეში და საშუალოდ მიაქვს 40 პირობითი ტონა,100 მილიონი ტონა არის 2,5 მილიონი ვაგონი =37 500 კმ,დედამიწის გარშემოწერილობაა,როგორ გგონიათ გაივლის ასეთი მატარებელი ჩვენთან 1 წელიწადში თუ მოძრაობის საშუალო სიჩქარე 20 კმ საათში ?
ეს ასეა ,მაგრამ ღრმა წყლიანი პორტი მაინც გვინდა !
კიდევ გვინდა რომ 15-20 წლის წინ რომ სატვირთო და საბაჟო დოკუმენტაციის უნიფიკაციის შესახებ რომ კონვენციებს შევუერთდით და არავინ იცავს,დაიცვათ ,თორემ ეგ პორტი ვერც 10 მილიონს მიიღებს !!!
ჩახედეთ შიდა სატრანზიტო მოწმობას,რა ენაზეა შევსებული ?ქართულად !სომეხი?სომხურად !კონვენციაში რა წერია ?ინგლისურად შეავსეთო !!!!

რედაქტორის რჩევით