პროკრედიტ ბანკმა საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა - კვირის პალიტრა

პროკრედიტ ბანკმა საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა

პარასკევს, 8 მაისს, პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისმა საერთაშორისო ფორუმს “მწვანე დღეები საქართველოში” უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია GALA გახლდათ, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და ქვეყანაში ლანდშაფტის დიზაინის სფეროს პოპულარიზაციასა და განვითარებას უწყობს ხელს.

ფორუმის მიზანი გახლდათ ქართული საზოგადოებისთვის ლანდშაფტის, გამწვანების, ენერგოეფექტურობისა და ეკოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

აღსანიშნავია, რომ “მწვანე დღეებზე საქართველოში” მოწვეულნი გახლდნენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები - ელენა მარკიტანტოვა რუსეთიდან, მარიო ბონიჩელი იტალიიდან და მაქსიმ ცარევი უკრაინიდან, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს ქართველ მსმენელებს. გარდა ამისა, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პროკრედიტ ბანკის ეკო განყოფილების წარმომადგენელმაც მიმართა, რომელმაც ბანკში არსებულ გარემოსდაცვით მენეჯმენტზე დეტალურად ისაუბრა.

მსგავსი ღონისძიებების ჩატარება და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, შესაბამისად „პროკრედიტ ბანკი“ აქტიურად გააგრძელებთ თანამშრომლობას ასეთი ტიპის ორგანიზაციებთან.

R