ბათუმში სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" გაიხსნა
18-05-2015
ბათუმში სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" გაიხსნა
ბათუმში სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" გაიხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში "ჰილტონის" წარმომადგენლობიდან აცნობეს, სასტუმროში 247 ოთახია, რომელთაგან უმრავლესობას აივანი აქვს, სასტუმროს განკარგულებაშია 7 საკონფერენციო დარბაზი, სადღესასწაულო დარბაზი.

"ჰილტონ ბათუმში" ყველანაირი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, სწორედ ამიტომ სასტუმროში ფუნქციონირებს "ექსექუტივ ლაუნჯი", სადაც შეგიძლიათ შეიქმნათ მყუდრო გარემო ინდივიდუალური მუშაობისთვის და ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის. ასევე, "ჰილტონში" განთავსებულია რესტორანი "პელიონი", სადაც ქართული კერძების დაგემოვნება, ქართული ღვინის ასორტიმენტთან ერთად, შეგიძლიათ. აქ განთავსებულია თანდილა ლობი
ბარი, ევროპული სამზარეულოთი, ყავის ნაირსახეობით და განსაკუთრებული დესერტებით. სასტუმროს მე-20 სართულზე მდებარეობს "ნეფელე სქაი ბარი" ღია ტერასით, საიდანაც ქალაქის და ზღვის ულამაზესი ხედები იშლება. ყველაზე პატარა სტუმრებისთვის "ჰილტონ ბათუმი" გთავაზობთ საბავშვო რეგისტრაციას, საბავშო მენიუს და ანიმატორებს, რომლებიც თქვენი პატარების გართობაზე იზრუნებენ. სასტუმროში ფუნქციონირებს "ეფორეა სპა",
რომელიც უნიკალურ პროცედურებს გთავაზობთ. სპადან მარტივად მოხვდებით დახურულ აუზზე რომელსაც ღია ვერანდა აქვს და სადაც რუჯის მისაღებად ძალიან კომფორტული გარემოა", - აცხადებენ საქართველოში "ჰილტონის" წარმომადგენლობაში.

მათივე ინფორმაციით, "ჰილტონ ბათუმი" ჩართულია Hilton HHonors ლოალობის პროგრამაში, რაც ნებისმიერი სტუმრისთვის ხელმისაწვდომია. ის წევრებს უდიდეს სარგებელს სთავაზობს, გაწევრიანება შესაძლებელია www.hhonors.hilton.com ვებ-გვერდის საშუალებით.

სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" ბათუმის ცენტრში, აეროპორტიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს.
ჰილტონი მსოფლიოს 76 ქვეყანაში 4200-მდე სასტუმროს ფლობს როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე საკურორტო ზონებში. "ჰილტონი" მსოფლიოს ბაზარზე ლიდერია მაღალი კლასის სასტუმროებს შორის.

R
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით