სასტუმრო "ჰილტონში" ხვალ "ნეფელე სქაი" ბარი გაიხსნება
21-05-2015
სასტუმრო "ჰილტონში" ხვალ "ნეფელე სქაი" ბარი გაიხსნება
სასტუმრო "ჰილტონში", ხვალ "ნეფელე სქაი" ბარი გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჰილტონიდან" აცნობეს, ბარი სასტუმროს 20 სართულზე მდებარეობს, სადაც ნებისმიერ სტუმარს შეუძლია ზღვის და ქალაქის ხედებით დატკბეს.ბარში შესაძლებელი იქნება ევროპული სამზარეულოს და ასევე საუკეთესო კოქტეილების დაგემოვნება.
"ნეფელე", ხვალ მის პირველ სტუმრებს ელოდება, რომელთა განწყობის ამაღლებაზე დიჯეი ლაშა გურული იზრუნებს. ბარის გახსნასთან დაკავშირებით, კონკურსი გაიმართება.

"მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში გადაიღეთ ფოტოები "ნეფელე სქაი ბარის" ფოტო სტენდის წინ, დაპოსტეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, მიიღეთ ყველაზე მეტი
მოწონება და მოიგეთ საჩუქრები: პირველი ადგილი - ერთი ღამე ორი ადამიანისთვის სასტუმრო "ჰილტონში", ხოლო მეორე ადგილი - ვახშამი კაფე-ბარ "თანდილაში" ორი ადამიანისთვის", - აცხადებენ "ჰილტონის" წარმომადგენლები.

სასტუმრო "ჰილტონი" ბათუმში 18 მაისს გაიხსნა. 247 ნომრიანმა სასტუმრომ პირველ სტუმრებს უკვე უმასპინძლა. სასტუმროსთან ერთად გაიხსნა ქართული რესტორანი "პელიონი",
სადაც უგემრიელესი ქართული კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი, რომელსაც განსხვავებულად ბერძენი შეფ მზარეული იოანის კრიტიკოსი ამზადებს, 18 მაისიდან სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს "თანდილა ლობი კაფე" , რომელიც ტკბილეულით და ყავის ნაირსახეობით გამოირჩევა.

R
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით