პაშაბანკი Spotlight 2015-ის პლატინის სპონსორია
25-05-2015
პაშაბანკი Spotlight 2015-ის პლატინის სპონსორია
24 მაისს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა წლის მთავარი მარკეტინგული ღონისძიება - Spotlight2015. პაშა ბანკი იყო ღონისძიების პლატინის სპონსორი.

Spotlight 2013 წლიდან ტარდება და აქ ქართველი მარკეტერები და სხვა პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

ღონისძიებაზე გაიმართა პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტის - SpotlightMarketingLibraryპრეზენტაცია, რომელიც განხორციელდაSpotlight-სა და თბილისის მედიათეკასთან ერთად.პროექტისმიზანიაერთკომფორტულსივრცეშიმოუყაროსთავიმარკეტინგის, ბრენდინგის, PRდასხვამომიჯნავედარგებისთანამედროვეპროფესიულლიტერატურასდაგახადოსხელმისაწვდომინებისმიერიმსურველისთვის.

„ჩვენ ნათლად ვხედავთSpotlight-ის მნიშვნელობას ადგილობრივი ბიზნესსაქმიანობის განვითარების და პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხით. შესაბამისად, გადავწყვიტეთ აღნიშნული პროექტის პლატინის სპონსორობა. უფრო
მეტიც! ჩვენ მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არ შემოვიფარგლეთ და ძალიან სასარგებლო და საინტერესო პროექტი წარვადგინეთ თბილისის მედიათეკასადა Spotlight-თან ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, მარკეტინგის მიმართულებით ლიტერატურა მარტივად ხელმისაწვდომი არ არის, გადავწყვიტეთ, ამ სფეროთი დაინტერესებულ
ნებისმიერ მსურველს მივცეთ საშუალება, ისარგებლოს თანამედროვე პროფესიული ლიტერატურით SpotlightMarketingLibrary-ში და ვიწვევთ ნებისმიერ კომპანიას, შემოუერთდეს პროექტს და შეავსოს ბიბლიოტეკა ახალი წიგნებით!“- აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის PR და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.
პაშა ბანკი, მთავარი ღირებულებებიდან გამომდინარე, ფოკუსირდება გრძელვადიან და ჯანსაღ პარტნიორულ ურთიერთობებზე. ბანკიSpotlight-თან თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს.

R
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით