ქართველი მეწარმეები მაღალი ხარისხის ეტიკეტებს ახლა უკვე საქართველოში ბეჭდავენ - კვირის პალიტრა

ქართველი მეწარმეები მაღალი ხარისხის ეტიკეტებს ახლა უკვე საქართველოში ბეჭდავენ

უკვე მესამე თვეა, რაც ქართველი მეწარმეები სტამბა ”კოლორპაკის” მეშვეობით უნიკალური შესაძლებლობით სარგებლობენ და მაღალი ხარისხის პროდუქციას, მათ შორის ღვინის, სხვა სასმელისა თუ საკვების ეტიკეტებს საქართველოში ბეჭდავენ.

უახლესი ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარები ეტიკეტებისა და შესაფუთი მასალების მიმართულებით - ამერიკული წარმოების HP Indigo და ფრანგული Smag Galaxy - სტამბა ”კოლორპაკმა” პროგრამით ”აწარმოე საქართველოში” შეიძინა. მაღალტექნოლოგიური ციფრული საბეჭდი დანადგარების საშუალებით, შესაძლებელი გახდა საქართველოში დაიბეჭდოს ისეთი მაღალი ხარისხის პროდუქცია, რისი დაბეჭდვაც მეწარმეებს მანამდე ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და საფრანგეთში უწევდათ.

საქართველო კავკასიაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მსგავსი დანადგარით ხდება პროდუქციის ბეჭდვა. საერთო ჯამში კი, უახლესი ტექნოლოგიების ასეთი დანადგარი მსოფლიოში ჯერ სულ 50 ერთეულია.

სტამბა ”კოლორპაკის” გენერალური მენეჯერის ალექსანდრე კაპანაძის თქმით, ”კოლორპაკის” უახლესი ტექნოლოგიების დანადგარებით უკვე აქტიურად სარგებლობს ბევრი ქართული კომპანია, მათ შორის ღვინის, შამპანურის, კონიაკის, არყისა და ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ასევე მინერალური წყლისა და საკვები პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები.

”მას შემდეგ, რაც ბაზარს ჩვენი შესაძლებლობები შევთავაზეთ, ჩვენი მომსახურებით ღვინისა თუ სხვა ტიპის სასმელების, ასევე საკვები პროდუქციის საკმაოდ ბევრი მწარმოებელი დაინტერესდა და მაღალი ხარისხის ეტიკეტებს ჩვენს სტამბას უკვეთავენ. ეს დიდი კომფორტია მომხმარებლისთვის, რადგან აქამდე მათ სხვა ქვეყნებში უწევდათ მსგავსი მომსახურების მოძიება, ახლა კი ეს ყველაფერი უკვე საქართველოში, ადგილზე არის ხელმისაწვდომი. რაც მთავარია, ოპერატიულად და ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასებში”, - აღნიშნავს ”კოლორპაკის” გენერალური მენეჯერი ალექსანდრე კაპანაძე.

მისივე თქმით, HP Indigo ეტიკეტებისა და შესაფუთი მასალის საბეჭდად გამოიყენება, Smag Galaxy-ი კი ბეჭდვის შემდგომი ოპერაციებისთვის, როგორიცაა მოოქროვება, გამოსახულების ამობურცვა, კვეთა და ა.შ. მოწყობილობა ბეჭდავს ქაღალდზე, ფირზე, მეტალიზირებულ ზედაპირზე. თუ მის წინამორბედებს სჭირდებოდათ საღებავები და მუდმივად იყო პრობლემა კონკრეტული ფერის მიღებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში სრულიად უნიკალურ, გამართულად მომუშავე მანქანასთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, ამ დანადგარს ორი დამატებითი ფერი - ნარინჯისფერი და იისფერი აქვს, ასევე თეთრი ფერი.

”ზემოხსენებული უახლესი ტექნოლოგიებით ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობებს ეტიკეტების თუ ბრენდირებული სტიკერების დასამზადებლად. ახალი დანადგარები განსაკუთრებულია ბეჭდვისთვის განკუთვნილი დროის თვალსაზრისითაც. ნებისმიერი ანაბეჭდის დაბეჭდვა 5 წუთში შეგვიძლია, თან ისე, რომ მცირე ტირაჟებზე ერთეულის თვითღირებულება არ იზრდება. შესაძლებელია თუნდაც 10 ცალი ეტიკეტის დაბეჭდვა მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში”, - აღნიშნავს ”კოლორპაკის” გენერალური მენეჯერი ალექსანდრე კაპანაძე.

ღვინის კომპანია ”ხოხბის ცრემლები” ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, ვინც უარი თქვა ეტიკეტების სხვა ქვეყანაში ბეჭდვაზე და სტამბა ”კოლორპაკის” მომსახურებით სარგებლობს. როგორც კომპანიის მფლობელი და დირექტორი გელა ფათალიშვილი აღნიშნავს, მოხარულია, რომ ქართველ მეწარმეებს აღარ მოუწევთ უცხოეთში წასვლა და ეტიკეტების სხვა ქვეყნებში ბეჭდვა.

”მივესალმები და მიხარია, რომ ასეთი საქმე საქართველოში კეთდება. ძალიან კმაყოფილი ვარ სტამბა ”კოლორპაკის” მომსახურებით. მათი მეშვეობით საქმე ბევრად გაგვიადვილდა. აქამდე ეტიკეტების ბეჭდვა სომხეთში გვიწევდა, რის გამოც ხშირად ვაწყდებოდით სხვადასხვა სახის ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს, იქნებოდა ეს სირთულეები საზღვარზე თუ საბაჟოზე. რაც მთავარია, ქართული ხარისხი არაფრით ჩამოუვარდება სხვა ქვეყანაში დაბეჭდილი ეტიკეტების ხარისხს. შეიძლება ითქვას, რომ ხარისხი უკეთესიც კი არის. მადლობის მეტი არაფერი მეთქის, როგორც ჩვენი კომპანიის, ასევე მთელი საქართველოს სახელით, რადგან უკვე შეგვიძლია საქართველოში ვისარგებლოთ ასეთი მომსახურებით”, - აღნიშნავს გელა ფათალიშვილი.

”კოლორპაკი” თბილის კახეთის გზატკეცილი, რკინიგზის ჩიხი 20

ტელ. 271 76 45 მობ. 577 433 433

e-mail : sales@color.ge

R