"პაშა ბანკი" "ფინკა ბანკი საქართველოს" მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს - კვირის პალიტრა

"პაშა ბანკი" "ფინკა ბანკი საქართველოს" მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს

2015 წლის 29 მაისს, 12:00 საათზე, თბილისში, Cortyard Marriot-ში "ფინკა ბანკისაქართველოს" და "პაშა ბანკის" საერთო პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციის მთავარი თემა ფინკა ბანკის მიერ დაგეგმილი 20,000,000 (20 მილიონი) ლარის ღირებულების 3-წლიანი ობლიგაციების ემისიაა. სს "ფინკა ბანკი საქართველო" 100,000 (ასი ათასი) ლარის ნომინალური ღირებულების 200 ცალი ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს. ობლიგაციებს წლიურად დაერიცხება ფიქსირებული 10,1% სარგებელი, რომლის გადახდაც ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება.

ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებულ თანხას ემიტენტი - ფინკა ბანკი საქართველო, გამოიყენებს მიკრო და მცირე ბიზნესის ეროვნული ვალუტით დაფინანსებისა და შესაბამისი საკრედიტო ოპერაციების გაფართოების მიზნით, რაც თავის მხრივ მომხმარებლებს თავიდან აცილებს სავალუტო რისკებს.

პაშა ბანკი აზერბაიჯანში ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტია და საქართველოშიც ამ მიმართულებით ბაზრის განსავითარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს.

აღნიშნული გარიგება გამოირჩევა შემდეგი მნიშვნელოვანი მახასიათებლებით:

•    ობლიგაციების განთავსება ხდება ეროვნულ ვალუტაში;

•    ობლიგაციების განთავსება ხდება ორი non-IFI (არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის) კომპანიების მხრიდან;

•    ობლიგაციების მოცულობა შეადგენს 20,000,000 ლარს.

„ობლიგაციების გამოშვების შედეგად ეროვნულ ვალუტაში მიღებული სახსრები "ფინკა ბანკ საქართველოს" შესაძლებლობას მისცემს, უპასუხოს ბაზრის მიმდინარე გამოწვევებს და მომხმარებლებისათვის ლარში დაკრედიტების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ემისია ასევე დადებით წვლილს შეიტანს ადგილობრივი ობლიგაციების ბაზრის განვითარებაში. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 20 000 000 ლარის ობლიგაციების გამოშვება, ისტორიულად ლარში დენომინირებული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია, რომელშიც არ მონაწილეობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი,“- განაცხადა ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა.

„ობლიგაციების განთავსების კუთხით ეს ჩვენი პირველი გარიგებაა საქართველოში და აღნიშნული მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. შევეცდებით ჩვენი გამოცდილების გამოყენებით ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას,“ - განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა.

(R)