USA2GEORGIA საქართველოში ინოვაციურ სერვისს ნერგავს, რომელიც 3-ჯერ შეამცირებს კლიენტთა მოლოდინის დროს მომსახურების ოფისებში - კვირის პალიტრა

USA2GEORGIA საქართველოში ინოვაციურ სერვისს ნერგავს, რომელიც 3-ჯერ შეამცირებს კლიენტთა მოლოდინის დროს მომსახურების ოფისებში

კომპანიამ საქართველოში დააპროექტა და დაამზადა თვითმომსახურების ტერმინალები, რომელთაც ქვეყანაში ანალოგი არა აქვს. მათი საშუალებით,მომხმარებელს შეუძლია მარტივად აიღოს ამანათი კომპანიის ოფისებიდან, პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე.

ტერმინალის მუშაობის პრინციპი ძალზედ მარტივია.მომხმარებელს ეგზავნება 10 ციფრიანი კოდი SMS-ით მობილურ ტელეფონზე, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოს. რამოდენიმე წამში კი ამანათს ტერმინალიდან აიღებს.

USA2GEORGIA-ს ყველა ფილიალში უკვეწარმატებით მუშაობს ახალი სერვისი.

კომპანია მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს კლიენტთა სერვისის ხარისხი. თვითმომსახურების ტერმინალების დანერგვის შედეგად, სერვის-ოპერატორები გაცილებით მეტ დროს დაუთმობენ მომხმარებელზე ზრუნვას, ხოლო ამანათების რეგისტრაციისა და გაცემის რუტინულ პროცესზე USA2GEORGIA-ს ტერმინალები იზრუნებენ.

ამ ინოვაციური სერვისის დანერგვის შემდეგ 3-ჯერ მცირდება მომხმარებლების მოლოდინის დრო ამანათების მისაღებად კომპანიის ოფისებში.

ტერმინალების დახმარებით,USA2GEORGIA გაზარდა ოფისების სამუშაო დრო, რამაც კიდევ უფრო კომფორტული გახადა მომსახურება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

(+995 32) 2-42-18-18,

სათაო ოფისი

თბილისი, ქავთარაძისქ. 27

R