ყაზახური მედია აჭარით დაინტერესდა
10-06-2015
ყაზახური მედია აჭარით დაინტერესდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყაზახური მედია აჭარით დაინტერესდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, ყაზახეთის მე-7 არხმა აჭარასა და ბათუმს ვრცელ სიუჟეტი მიუძღვნა.
"აქ ყაზახი ტურისტები უყვართ და მათ მთელი წლის მანძილზე ელიან", - აცხადებს ყაზახეთის მე-7 არხის წამყვანი.
დეპარტამენტის ინფორმაციით, სიუჟეტში ჟურნალისტი მაყურებელს აჭარის მთის, ჩანჩქერების, ზღვისა და უნიკალური ღირშესანიშნაობების მიმზიდველობაზე ესაუბრება და რეგიონს არამარტო ზაფხულში, არამედ წლის ნებისმიერ სეზონზე საინტერესო ტურისტულ დესტინაციად მიიჩნევს. უგემრიელესი აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებასთან ერთად
ჟურნალისტი მაყურებელს მთიან აჭარაში სტუმრობასაც ურჩევს. "აჭარაში სასტუმროების რაოდენობა ყველწლიურად მატულობს, უმჯობესდება სერვისი. აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობ, რადგან საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პოლიცია და კეთილგანწყობილი ხალხია..."

დეპარტამენტის განცხადებით, აჭარის პოპულარიზაციას მიეძღვნა ასევე ორი ვრცელი სიუჟეტი ყაზახეთის 1 არხის ნაციონალურ ტელევიზიის გადაცემებში, სადაც ჟურნალისტები მაყურებელს თავიანთ
შთაბეჭდილებებს უზიარებენ და არდადეგების გატარებას ბათუმში ურჩევენ.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტელევიზიების გადამღები ჯგუფები ბათუმში 11-15 მაისს, მედია ტურის ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდნენ. გარდა სატელევიზიო სიუჟეტებისა, ზაფხულის ცხელ სეზონამდე უკვე გამოქვეყნდა სტატიები ყაზახეთის წამყვან ბეჭდურ და ონლაინ მედიაში.

ილია
13 ივნისი 2015 15:20
კაზახები თბილი ხალხი არიან და თან მოწესრიგებული და ჩვენც თბილად დავხვდეთ

რედაქტორის რჩევით