აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემებს ეყრდნობა.

სტატისტიკის მიხედვით, განთავსების ობიექტებში 2015 წლის მაისის თვეში გასულ წელთან შედარებით 4,34 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო იანვარ-მაისის პერიოდში - 2,92%-იანი ზრდა.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული სტატისტიკით, 2015 წლის მაისის თვეში საქართველოს 454 545 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ხოლო ზრდა 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 14,7 %-ია", - აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.