ბათუმში ქართველი ტურ-ოპერატორების ჯგუფი იმყოფება
ბათუმში ქართველი ტურ-ოპერატორების ჯგუფი იმყოფება
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით, ბათუმში ქართველი ტურ-ოპერატორების ჯგუფი იმყოფება.
ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლები რეგიონის ღირშესანიშნაობებს, ტურისტულ მარშრუტებსა და იმ ახალ შესაძლებლობებს ეცნობიან, რომელიც რეგიონში ჩამოსულ უცხოელ თუ ქართველ ტურისტებს შეიძლება შესთავაზონ.
ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით, ურთიერთთანამშრომლობის დამყარების მიზნით, ქართველი ტურ-ოპერატორები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. ქართველი ტურ-ოპერატორები მთიან აჭარასთან ერთად მტირალას ნაციონალურ პარკს დაათვალიერებენ.
"საინფორმაციო ტურის შედეგად, ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ტურისტულ პაკეტებში აჭარის შესახებ განახლებულ ინფორმაციას შეიყვანენ, რაც მათ
საშუალებას მისცემს ზღვაზე დასვენების გარდა, "სხვა აჭარის" ტურისტული პოტენციალი შესთავაზონ თავიანთ მომხმარებელს. შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, ტურიზმის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში საინფორმაციო ტურს ქართული მედიასაშუალებებისთვისაც ჩაატარებს", - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.
ქართველი ტურ-ოპერატორების ჯგუფი ბათუმს დღეს ესტუმრა. ის აჭარაში 14 ივნისის ჩათვლით დარჩება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები