ელექტრონული მუსიკის გურუები საქართველოში - მულტიპასები რეკორდულად დაბალ ფასად 15 ივნისიდან გაიყიდება!.. - კვირის პალიტრა

ელექტრონული მუსიკის გურუები საქართველოში - მულტიპასები რეკორდულად დაბალ ფასად 15 ივნისიდან გაიყიდება!..

ელექტრონულ მუსიკას საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სწორედ ამიტომაც გადაწყდა, რომ 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლია განსაკუთრებული ფორმატის ფესტივალს - gem fest უმასპინძლებს.

რაც შეეხება პროგრამას, ჯერჯერობით, ორგანიზატორებს სრულად არ გამოუქვეყნებიათ ლაინ-აფი, თუმცა ჟანრის მოყვარულებისთვის სახელები: Dubfire, Andre Crom, Alex Picone, David August მრავლისმთქმელია.

დავინტერესდით, რომელ არტისტს ელოდებიან ყველაზე მეტად მელომანები და აპირებენ თუ არა გამოიყენონ შესაძლებლობა, რომ 15 ივნისიდან, იმ პირველ ათას ადამიანს შორის აღმოჩნდნენ, ვინც ფესტივალის ტერიტორიაზე მრავალჯერადი გამოყენების ბარათს ყველაზე დაბალ ფასად, 99 ლარად შეიძენს. მულტიპასის  შეძენა შესაძლებელია საიტზე eventer.ge. სრული ლაინ-აფის გამოცხადების შემდეგ, ცხადია, მულტიპასის ფასი აუცილებლად გაიზრდება.

თორნიკე გოგორიშვილი ელექტრონული მუსიკის დიდი მოყვარულია.

"ყველგან დავდივარ, სადაც კი რაიმე საინტერესო ხდება ამ მხრივ. მცირე ივენთებზე თუ მასშტაბურ ფესტივალებზე. დიდი მოლოდინი მაქვს gem-fest-თან დაკავშირებით. განსაკუთრებული სიყვარულით  ველოდები Dubfire-ს (იღიმის). და კიდევ, ველოდები ორშაბათ დღეს, ვიცი, რომ 15 ივნისიდან ძალიან იაფად შეიძლება ბარათის შეძენა, რითაც ფესტივალზე ულიმიტოდ შევალ. 99 ლარად ვაპირებ შევიძინო მულტიპასი და ჩემს მეგობრებსაც შევუძენ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი მუსიკოსები შენს საკუთარ მიწაზე უკრავენ".

გიორგი თორაძე: "აუცილებლად ვაპირებ წასვლას ანაკლიაში და ძალიან მიხარია, რომ კარგ ფასად, 99 ლარად შემიძლია მულტიპასის შეძენა. ჩემი მეგობრებიც ელოდებიან ორშაბათს, რადგან ფასი ძალიან კარგია. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ საქართველოში ასეთი დონის არტისტები ჩამოდიან. მათ შორის რამდენიმე ბავშვობიდან ჩემთვის ძალიან საყვარელია, გამოვყოფ Dubfire-ს და Booka Shade-ს. მით უმეტეს, ჯერ მხოლოდ ლაინ-აფის  30%-ია გამოცხადებული და ვფიქრობ, ორგანიზატორები ბევრ დიდ სიურპრიზს შემოგვთავაზებენ, როდესაც დანარჩენი არტისტების ვინაობას დაასახელებენ (იღიმის). gem fest-ს ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებ. ასეთი ფესტივალები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

gem fest-ის ოფიციალური საინფორმაციო მხარდამჭერია www.kvirispalitra .ge