ბანკი "რესპუბლიკა" მომხმარებლებს პროდუქტს განახლებული პირობებით სთავაზობს - კვირის პალიტრა

ბანკი "რესპუბლიკა" მომხმარებლებს პროდუქტს განახლებული პირობებით სთავაზობს

ბანკი ფილიალების ქსელის გაფართოებას აგრძელებს

ბანკმა "რესპუბლიკამ" არჩეულ სტრატეგიას, რომელიც თვეში თითო ფილიალის გახსნას გულისხმობს, არ გადაუხვია და კიდევ ერთი, ყველაზე დიდი ფილიალი, თავისუფლების მოედანზე, ლეონიძის #2-ში, ახალ შენობაში გახსნა. ახალი ფილიალი "რესპუბლიკისთვის" 48-ე ფილიალია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მომხმარებლებს ფართო ასორტიმენტის ინოვაციურ საბანკო პროდუქტსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

ბანკის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებად საბანკო მომსახურებაზე მარტივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა რჩება. ფილიალების ქსელის გაფართოება წელსაც გაგრძელდება. "რესპუბლიკა" ყოველთვიურად ახალ ფილიალს გახსნის. ბანკი დასავლური სტანდარტებით აღჭურვილ ფილიალებთან ერთად მომხმარებელს კვლავაც უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, ინოვაციურ და ხარისხიან საცალო და კორპორაციული საბანკო პროდუქტით სარგებლობას შესთავაზებს.

KvirisPalitra.Geჟილბერ  ი (ბანკ "რესპუბლიკის" გენერალური დირექტორი): "ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო გავზარდოთ საბანკო ბაზარზე ჩვენი წილი, ამისთვის კი ფილიალების რაოდენობას ვზრდით, ამიტომ ქსელის გაფართოებას კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, კიდევ მეტად დავხვეწოთ მომსახურების ხარისხი და მომხმარებლებს საუკეთესო ტარიფები შევთავაზოთ. უახლოეს მომავალში ჩვენი ბანკი მომხმარებლებს საბანკო პროდუქტზე შემცირებულ განაკვეთებს შესთავაზებს. ამჟამად იპოთეკურ სესხებზე წლიური განაკვეთი 13%-დან იწყება, ხოლო სამომხმარებლო ტიპის სესხებზე, მათ შორის ავტოსესხებზე, განაკვეთი 19%-დან იწყება, რაც ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზებაა. გარდა ამისა, ბანკი "ჰეჯირების" სისტემას აამოქმედებს, რაც ბაზარზე უნიკალური შეთავაზებაა.

ეს არის მექანიზმი, რომელიც მსესხებელს ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგებისგან იცავს, ანუ ეს არის პროდუქტი სავალუტო რისკების დასაზღვევად.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა, გააქტიურდეს უნაღდო ანგარიშწორება საკრედიტო და სადებეტო ბარათებით. ამ მოსაზრებას ვეთანხმებით. ეს არის ანგარიშსწორების სწრაფი და უსაფრთხო სისტემა, ეს რევოლუციური პერიოდი ყველა ქვეყანამ გამოიარა. ვაპირებთ სავაჭრო ობიექტებში პოს-ტერმინალების რაოდენობის ზრდას. მაღაზიის პოზიციიდან გამომდინარე, პოს-ტერმინალებით ანგარიშსწორება დამატებითი ხარჯია. ტერმინალი ძვირადღირებული მოწყობილობაა, საწყისი ინვესტირება ძნელია, თუმცა, შემდეგ ამ ხარჯს საკომისიოს საშუალებით ავინაზღაურებთ. შემდეგ საკომისიო განაკვეთი შემცირდება და შევეცდებით, რომ ის მინიმუმამდე დავიყვანოთ.

სავაჭრო ობიექტებისთვისაც ტერმინალების გამოყენება მომგებიანი იქნება, ამ გზით ისინი ახალი ტიპის მომხმარებლებს მოიზიდავენ, ბრუნვა და რეალიზაცია გაეზრდებათ. პირს, რომელსაც სესხის აღება სურს, მოვუწოდებთ, ანგარიშები "რესპუბლიკაში" გადმოიტანოს და ჩვენი სტაბილური კლიენტი გახდეს. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სამომომხმარებლო სესხების, ასევე მაღაზიებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში განვადებებით მცირე სესხების გაცემას იმ კლიენტებზე, რომლებიც შესაბამის პარამეტრებს აკმაყოფილებენ. ბანკის ყურადღება ფოკუსირებული იქნება იპოთეკურ სესხებზე, რადგან კარგად გვესმის, ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია უძრავი ქონების ბაზრის სტაბილიზაცია და სტიმულირება. ბანკ "რესპუბლიკას" ბაზარზე მყარი პოზიციები უკავია, რადგან გვაქვს საკმარისი კაპიტალი და ლიკვიდურობის მაღალი მაჩვენებელი".

გიგა  სულაძე (ბანკ "რესპუბლიკის" საცალო საბანკო სამსახურის უფროსი): "აქტიურად ვემზადებით გაზაფხულისთვის. გვსურს, კლიენტებს მივაწოდოთ საუკეთესო სადეპოზიტო და სასესხო პროდუქტი. თუ მომხმარებელს ხელფასი ჩვენს ბანკში ერიცხება, ეს ნიშნავს, რომ მას ნებისმიერი ტიპის სესხზე მიუწვდება ხელი. წელს განვავითარებთ საბანკო პროდუქტს, განსაკუთრებით კი საოპერაციოს. დავნერგავთ პაკეტურ მომსახურებას, რომელშიც რამდენიმე სახის პროდუქტი იქნება გაერთიანებული. ეს პროექტი ახლა დასრულების სტადიაშია.

ეს სერვისი იმ მხრივ იქნება მოსახერხებელი, რომ ერთ პაკეტში რამდენიმე სახის სერვისი იქნება გაერთიანებული. შეიძენს რა პაკეტს, კლიენტი ყიდულობს რამდენიმე საბანკო პროდუქტს და მაღალი ხარისხის სერვისსაც იღებს. მომხმარებელი შეამჩნევდა, რომ დეკემბერსა და 2010 წლის დასაწყისში საპროცენტო განაკვეთები შეიცვალა. შემცირდა განაკვეთები დეპოზიტებზეც, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ კრიზისის დროს სასესხო დაბანდებაში მაღალი რისკები იყო, ამან გავლენა მოახდინა ანაბრების პროცენტებზეც.

ამის მიუხედავად, ბანკი "რესპუბლიკა" საკმაოდ მისაღები განაკვეთებით ოპერირებს საბანკო ბაზარზე, ამის შესაძლებლობა გვაქვს. წელს შემცირდება პროცენტები კრედიტებზე. კრედიტების გაიაფება კი იმას ნიშნავს, რომ განაკვეთი ანაბრებზეც უნდა შემცირდეს. საქართველოს საბანკო სივრცეში ანაბრებზე განაკვეთები განვითარებულ საბანკო ქვეყნებში არსებულ ტარიფებთან შედარებით არაადეკვატურია. ასეთი მაღალი განაკვეთები არსად არის. ისინი თანდათან შემცირდება და ცივილიზებული საბანკო სივრცის ტარიფებამდეც მივალთ".

ბანკი "რესპუბლიკა" წამყვანი კომერციული ბანკია საქართველოში საცალო და ფინანსურ მომსახურებაში მუდმივად ზრდადი ოპერაციების მხრივ. 2006 წლის 29 სექტემბერს "სოსიეტე ჟენერალმა" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბანკ "რესპუბლიკის" საწესდებო კაპიტალის 70% შეიძინეს. 2009 წელს ბანკ "რესპუბლიკაში" ფრანგულმა "სოსიეტე ჟენერალმა" საკუთარი წილი 60-დან 80 პროცენტამდე გაზარდა.

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფინანსურმა ინსტიტუტმა "სოსიეტე ჟენერალმა" აქციათა 15% ლაშა პაპაშვილისგან გამოისყიდა, 5% კი სრულად გოჩა მაცაბერიძისგან. ახლა ბანკის აქციათა 10%-ს ლაშა პაპაშვილი ფლობს, 10% კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკუთრებაა.  R