gem fest ანაკლიაში „ტრანსის მეფეს“ წარმოგიდგენთ - არმინ ვან ბიურენი საქართველოს ესტუმრება - კვირის პალიტრა

gem fest ანაკლიაში „ტრანსის მეფეს“ წარმოგიდგენთ - არმინ ვან ბიურენი საქართველოს ესტუმრება

ტრანსი, პროგრესული ტრანსი, ვოკალური ტრანსი - ეს ის მიმართულებებია, რასაც წლებია, არმინ ვან ბიურენი საკუთარ ალბომებში მისდევს. მეექვსე სტუდიურ ალბომზე მუშაობა დაწყებულია, მანამდე კი მილიონობით თაყვანისმცემელი მის რადიოგადაცემებს უსმენს, ესწრება მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ სცენაზე, ფესტივალებზე, კლუბებში მის გამოსვლებს, ყოველწლიურად კი გამოკითხვების უცვლელი ლიდერია. 2013 წელს DJ Magazine-მა მსოფლიოს N1 დიჯეიდ დაასახელა. იმავე წელს გამოვიდა მისი წარმატებული ალბომი Intense.

არმინ ვან ბიურენი ამბობს, რომ მისთვის მუსიკა ყველაფერია და ტრანსის ჟანრის პოპულარიზაციაში კვლავ აპირებს საკუთარი წვლილის შეტანას.

ვან ბიურენი ანაკლიაში 31 ივლისს დაუკრავს. gem fest-ის მოწვევით ის საქართველოში ჩამოდის და ქართული ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის მთავარი ჰედლაინერია.

ბიურენი ტურნეს ფარგლებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დადის, თუმცა საკუთარ სამშობლოში, ჰოლანდიაში განსაკუთრებულად უყვართ. ვან ბურენი ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გამოდის. მათ შორის იყო ქვეყნის მეფე-დედოფლის ოფიციალური კორონაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად, ვან ბურენის რიტმებზე, 15 000-კაციანი აუდიტორია ცეკვავდა. 2010 წელს, ამსტერდამში, ჰოლანდიის ეროვნული საფეხურთო ნაკრების დახვედრაზე, ასევე ვან ბიურენი უკრავდა. სამწუხაროდ, ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშე დარჩა, მაგრამ სამშობლოში მათ ცნობილი დიჯეის რიტმებზე მოცეკვავე 200 000 ქომაგი დახვდა.

არმინ ვან ბიურენის სტილს განსაკუთრებულად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ მისი ცოცხლად მოსმენა ფანებისთვის დიდი სიამოვნებაა. შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში მოსახვედრად ყველაზე მარტივი გზა მულტი-პასის დროულად შეძენაა, 99 ლარად ის მხოლოდ პირველი ათასი მყიდველისთვის eventer.ge-ზეა განთავსებული. შემდეგ ფასი მოიმატებს და ლაინ-აფის დანარჩენი წარმომადგენლების ვინაობაც გახდება ცნობილი. დეტალებისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს gem-fest.com.

gem fest-ის ოფიციალური საინფორმაციო მხარდამჭერია www.kvirispalitra.ge

R