საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოები სარფის საბაჟო პუნქტზე
საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოები სარფის საბაჟო პუნქტზე
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს ერთ-ერთყველაზე დიდ საბაჟო გამშვებ პუნქტზე -სარფის საბაჟოზე, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსხველი 22 სარეკლამო ბანერი განთავსდა.
სარეკლამო ბანერები ქვეყნისა და რეგიონის ღირშესანიშნავ ადგილებთან ერთად ბათუმში მიმდინარე ფესტივალებსაც მოიცავს.

ამიერიდან, თურქეთის საზღვრით შემოსულ ტურისტებს შესაძლებლობა მიეცემათ იხილონ ბათუმის ულამაზეს ხედებთან ერთად მაღალმთიანი აჭარის, ქართული ღვინისა და სამზარეულოს, თბილისის, იუნესკოს მფარველობის ქვეშ მყოფი ქართული კულტურული ძეგლებისა და ფესტივალების ამსახველი ფოტოები. ტურისტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომია იქვე
არსებულ სარფის საბაჟოს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში http://gobatumi.com/ge/travel-information/tourist-information-centres.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ საქართველო-თურქეთის საზღვრის გავლით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოდის. აღნიშნული ღონისძიების განხორციელებაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს მხარდაჭერა საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა გაუწია.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები