საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოები სარფის საბაჟო პუნქტზე - კვირის პალიტრა

საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოები სარფის საბაჟო პუნქტზე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს ერთ-ერთყველაზე დიდ საბაჟო გამშვებ პუნქტზე -სარფის საბაჟოზე, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსხველი 22 სარეკლამო ბანერი განთავსდა.

სარეკლამო ბანერები ქვეყნისა და რეგიონის ღირშესანიშნავ ადგილებთან ერთად ბათუმში მიმდინარე ფესტივალებსაც მოიცავს.

ამიერიდან, თურქეთის საზღვრით შემოსულ ტურისტებს შესაძლებლობა მიეცემათ იხილონ ბათუმის ულამაზეს ხედებთან ერთად მაღალმთიანი აჭარის, ქართული ღვინისა და სამზარეულოს, თბილისის, იუნესკოს მფარველობის ქვეშ მყოფი ქართული კულტურული ძეგლებისა და ფესტივალების ამსახველი ფოტოები. ტურისტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომია იქვე არსებულ სარფის საბაჟოს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში http://gobatumi.com/ge/travel-information/tourist-information-centres.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ საქართველო-თურქეთის საზღვრის გავლით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოდის. აღნიშნული ღონისძიების განხორციელებაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს მხარდაჭერა საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა გაუწია.