Tale Of Us - კიდევ ერთი დიდი სახელი ანაკლიაში GEM fest-ზე
02-07-2015
Tale Of Us - კიდევ ერთი დიდი სახელი ანაკლიაში GEM fest-ზე
ახალი საუნდი ბერლინიდან, დუეტი, რომელიც ევროპაში, კერძოდ, მილანში დაფუძნდა, დიდი ხანი არ არის, რაც ამ სფეროში გამოჩნდა. მართალია, დუეტის კომპოზიციები უკვე ჟღერდა სხვადასხვა კლუბში, თუმცა სრულყოფილი დებიუტი 2011 წლის გაზაფხულზე შედგა. ამის მიუხედავად, მათ უკვე ჰქონდათ კოლაბორაცია სხვადასხვა ცნობილ დიჯეისთან და კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასებული რემიქსები.

საინტერესოა ის, რომ მუსიკოსებიდან არც ერთი არ არის ევროპიდან, მატეო მილერი ტორონტოს მკვიდრია, ხოლო კარმი - ნიუ-იორკის. ორივე მათგანი ევროპაში ახალგაზრდა ასაკში წავიდა, მილანში
ერთმანეთს შეხვდნენ და დააფუძნეს კიდეც დუეტი. დღეს ბერლინის რეზიდენტები არიან და იქ ქმნიან სრულიად განსხვავებულ ახალ ჟღერადობებსა და მიქსებს, აერთიანებენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ჟანრებს, როგორიცაა პოპი და ჰაუსი, ნიუ-დისკო და როკი და ყველაფერი ის, რაც ამ ჟანრებს შორისაა, ქმნიან მუსიკას, რომელიც აცეკვებს კლუბური გართობის ნებისმიერ
მოყვარულს. დუეტი გამორჩეულად პოპულარულია საქართველოში, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს შორის.

Tale Of Us საქართველოს GEM fest-ის ფარგლებში ესტუმრება. ამის შესახებ ფესტივალის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ ‘იმედის დილის’ ეთერში სტუმრობისას ექსკლუზიურად განაცხადა. დიჯეური დუეტი შეუერთდება იმ მრავალრიცხოვან არტისტთა სიას, რომელიც ორგანიზატორთა ჯგუფმა უკვე დააანონსა - არმინ ვან ბიურენი, ელენ ელიენი, ლუჩიანო, პეტრე ინსპირესკუ, დაბფაიერი და სხვები.

ანაკლიაში ფესტივალი 30 ივლისს გაიხსნება და 7 აგვისტომდე გასტანს. ბილეთების შეძენა eventer.ge-ზე და ფესტივალის ოფისში, ყაზბეგის 24გ-შია შესაძლებელი.

GEM-ფესტის ოფიციალური მხარდამჭერია www.kvirispalitra.ge



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით