სტუდენტებისთვის GEM fest-მა შეღავათიანი ფასები აამოქმედა - კვირის პალიტრა

სტუდენტებისთვის GEM fest-მა შეღავათიანი ფასები აამოქმედა

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 30 ივლისს დაიწყება და 7 აგვისტოს დასრულდება. 24 საათის განმავლობაში რამდენიმე სცენას ქართველი და უცხოელი დიჯეები დაიკავებენ. 31 ივლისს ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი, არმინ ვან ბიურენი წარდგება აუდიტორიის წინაშე. მისი ჩამოსვლის დაანონსებამ ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ლაინ-აფის სხვა წარმომადგენლებსაც არანაკლები ინტერესით ელიან, მათ შორის Who Made Who-ს, Dubfire-ს, David August-ს, ელენ ელიენს, პეტრე ინსპირესკუს, TALE OF Us-სა და სხვებს.

ფესტივალი დიდ მასშტაბებზეა გათვლილი და არა მხოლოდ ქართველ მსმენელს ელოდება. სანამ 9-დღიანი, ყველა ივენთზე დასასწრები ბილეთი 150 ლარი ღირს, მის შეძენას გირჩევთ, თუმცა თუ სტუდენტი ხართ, მეტი შეღავათი გეკუთვნით, ვინაიდან ორგანიზატორების გადაწყვეტილება ასეთია. როგორც ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დამფუძნებელი, გიორგი სიგუა ამბობს: „ძალიან გვინდოდა, სტუდენტებისთვის შეღავათი გაგვეწია. გავითვალისწინეთ მათი ფინანსური მდგომარეობა და გადავწყვიტეთ, განსხვავებული ფასები შეგვეთავაზებინა. 9-დღიან მულტიპასს 100 ლარად შეიძენენ, კარავში ადგილსაც თუ მოისურვებენ, 200 ლარად, ხოლო 300 ლარად ორ პერსონაზე მულტიპასების შეძენაც შეეძლებათ და ორადგილიან კარავსაც მიიღებენ. მთავარია, მობრძანდნენ ჩვენი ფესტივალის ოფისში, ყაზბეგის 24გ-ში, წარადგინონ მოქმედი სტუდბილეთი. მთელი საქართველოს მასშტაბით გადახდა TBC-ს სწრაფი გადახდის აპარატებითაცაა შესაძლებელი. ასევე გავითვალისწინეთ ტრანსპორტირების პრობლემა და ესეც მოვაგვარეთ, პაკეტში შედის უფასო მგზავრობა ავტობუსით თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან.“

როგორც ხედავთ, ორგანიზატორებმა ყველა დეტალი გათვალეს. სტუდენტებისთვის შეღავათიანი ფასი უკვე ამოქმედებულია.

GEM-ფესტის ოფიციალური მხარდამჭერია www.kvirispalitra.ge