ბათუმი დამსვენებელს საზაფხულო სეზონის სპეციალური პროექტით მასპინძლობს
08-07-2015
ბათუმი დამსვენებელს საზაფხულო სეზონის სპეციალური პროექტით მასპინძლობს
ბათუმი დამსვენებელს საზაფხულო სეზონის სპეციალური პროექტით "ჰით ბათუმი 2015" 6 ივლისიდან 12 ივლისამდე უფასო ფოლკლორულ კონცერტებით მასპინძლობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ანსამბლების კონცერტები ძირითადად საღამოს საათებში, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან და საზაფხულო თეატრში ტარდება.

ფოლკლორულ დღეებს 12 ივლისს, 19:00 საათზე, ქართული ხალხური ცეკვებისა და სიმღერების ანსამბლი "რუსთავი" დაასრულებს. კონცერტი საზაფხულო თეატრის სცენაზე გაიმართება.

ფოკლორული დღეების შემდეგ, 13-16 ივლისს დაგეგმილია ბათუმელი შემსრულებლების კონცერტები. 17-19
ივლისი სანრემოს ვარსკვლავების კონცერტებს დაეთმობა. 20 ივლისიდან დაიწყება ჯაზის დღეები, რომელიც 26 ივლისს შნოოპ Dოგგ-ის კონცერტით დასრულდება. მომდევნო კვირეულებში ჩატარდება საბავშვო დღეები (27.07 - 02.08), თანამედროვე მუსიკის დღეები (3.08 - 9.08), ქუჩის თეატრის
დღეები (10.08 - 16.08), ელექტრონული მუსიკის დღეები (17.08 - 23.08), კლასიკური მუსიკის დღეები (24.08 - 30.08), ბათუმობის ღონისძიებები (31.08 - 06.09). "ჰით ბათუმი 2015"-ს 10 სექტემბრიდან ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალი გააგრძელებს ცხელ სეზონს, რომელიც 15 სექტემბერს გალა კონცერტით პიაცაზე დასრულდება.

"ჰით ბათუმის" ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდე ქვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი ესტუმრება. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით