"საქართველოს რკინიგზამ" შრომითი დავების მომწესრიგებელი სპეციალური კომისია შექმნა - კვირის პალიტრა

"საქართველოს რკინიგზამ" შრომითი დავების მომწესრიგებელი სპეციალური კომისია შექმნა

"საქართველოს რკინიგზაში" მოქმედ პროფკავშირებთან გაფორმებული 2013 -2015 წლების კოლექტიური ხელშეკრულებისა და დამატებითი შეთანხმებების თანახმად, "საქართველოს რკინიგზამ" შრომითი დავების მომწესრიგებელი სპეციალური კომისია შექმნა.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, აღნიშნულ კომისიის შემაგდენლობაში შედიან კომპანიაში მოქმედი "საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის" და "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" წარმომადგენლები. კომისიის მუშაობა განისაზღვრა კოლექტიური ხელშეკრულებების მოქმედების ვადით.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მეტად ნათელს გახდის შრომითი დავების მოწესრიგების პროცესებს.