პაშა ბანკი Global Banking and Finance Review Awards-ის მიერ 2015 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა საქართველოში
14-07-2015
პაშა ბანკი   Global Banking and Finance Review Awards-ის მიერ  2015 წლის  ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა საქართველოში
პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. პაშა ბანკმა საქართველოში ორი წლის წინ დაიწყო ოპერირება და 2015 წელს ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა Global Banking and Finance Review Awards –ის მიერ.

Global Banking and Finance Review Awards 2011 წლიდან ადევნებს თვალს გლობალურ ფინანსურ სექტორში მიმდინარე ცვლილებებს,
პროგრესს, მიღწევებს და ინოვაციებს. აღნიშნული ორგანიზაცია სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებს ფინანსურ სფეროში წარმატებული მიღწევებისთვის აჯილდოვებს. Global Banking and Finance Review Awards-ის ჯილდო გადაეცემათ შემდეგ ინდუსტრიებში მოქმედ კომპანიებს: საბანკო საქმიანობა, დაზღვევა, საპენსიო ფონდები, საკონსულტაციო საქმიანობა, კორპორატიული მართვა, საბროკერო საქმიანობა, პროექტების ფინანსირება, ინვესტირება, ტექნოლოგიები, ქონების მართვა, სავაჭრო
ოპერაციების დაფინანსება, უძრავი ქონება, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით