აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სტატისტიკას აქვეყნებს
14-07-2015
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სტატისტიკას აქვეყნებს
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემებს ეყრდნობა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტატისტიკის მიხედვით, განთავსების ობიექტებში 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში გასულ წელთან შედარებით 2,02%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
"აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სამიზნე ქვეყნებში არსებული არასახარბიელო სოციალურ-პოლიტიკური ვითარებისა, ივნისის თვის მაჩვენებლები არა თუ შენარჩუნდა, არამედ მცირედი ზრდაც ( 0,44 %) დაფიქსირდა.
2015 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 496 758 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია,
ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,3 %-ია.

მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,4 %-ით არის გაზრდილი წინა წლის ივნისთან შედარებით.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ მეზობელი
ქვეყნებიდან განხორციელდა, მათზე მთლიანი ვიზიტების 86% მოდის. ივნისის თვეში განსაკუთრებულად მაღალი ზრდა დაფიქსირდა რუსეთიდან (+47%), სომხეთიდან (+33%) და აზერბაიჯანიდან (+15%). არამეზობელი ქვეყნებიდან გამოირჩეოდნენ ისეთი ქვეყნები როგორიცაა ყაზახეთი (+40%), ბელორუსი (+56%), ისრაელი (+26%) და გაერთიანებული საამიროები, საიდანაც რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.

საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა 6 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო ვიზიტორების ჯამურმა რაოდენობამ 2 332 303 შეადგინა, ზრდამ კი 3.5%. ზრდის კუთხით გამოირჩევა ბელორუსი (+47%), ყაზახეთი (+32%), ლიტვა (+27%), გაერთიანებული სამეფო (+22%) და გერმანია (+18%). აქვე აღსანიშნავია ზრდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (+12%)", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით