3 დღიანი ტრეინინგ–სემინარი ქუთაისის უნივერსიტეტში
14-07-2015
3 დღიანი ტრეინინგ–სემინარი ქუთაისის უნივერსიტეტში
ევროკავშირის „თემპუს“ პროგრამის „PEOPLE“ -ის პროექტის ფარგლებში ამა წლის 22 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, დილის 10:00 სთ–დან 17:30 სთ–მდე, ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება 3 დღიანი ტრეინინგ-სემინარი შემდეგ თემებზე:

1.      ადამიანური რესურსების მართვა;

2.      პერსონალის შერჩევა;

3.      ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ინტეგრაცია;

4.      შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდები;

5.      პერსონალის მოტივაცია & განვითარება;

6.      კომუნიკაცია და გუნდის მართვა;

7.      კონფლიქტები;

8.      დროის მენეჯმენტი;

9.      ორგანიზაციული სტრუქტურა და ცვლილებების მენეჯმენტი;

10.  სტრატეგიული
დაგეგმვის პროცესი.

ტრეინინგ-სემინარის ორგანიზატორები არიან აღნიშნული პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები – ქუთაისის უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ტრეინინგზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერი უნივერსიტეტის და საჯარო დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც ადამიანური რესურსების მართვის და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის საკითხებით არიან დაინტერესებულნი.

ტრეინინგ-სემინარის დეტალური დღის წესრიგი წარმოდგენილია ქუთაისის უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე
www.unik.edu.ge/">www.unik.edu.ge
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით