თვითმფრინავების სკანდალი - რა ხელშეკრულება­ გაფორმდა "თბილავიამშენსა" და აზერბაიჯანულ მხარეს შორის
27-07-2015
თვითმფრინავების სკანდალი - რა ხელშეკრულება­ გაფორმდა "თბილავიამშენსა" და აზერბაიჯანულ მხარეს შორის
მამუკა არეშიძე: "2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით "თბილავიამშენმა" აზერბაიჯანს  საფრენი აპარატების უვადოდ და უპირობ­ოდ გარემონტების შესაძლებლობა მიანიჭა"

"კვირის პალიტრასთან" საუბარში ექსპერტი მამუკა არეშიძე "თბილავიამშენსა" და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ქართულმა მხარემ კონკურენტის განვითარებას ხელი შეგნებულად შეუწყო.

- კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით "თბილავიამშენმა" აზერბაიჯანს  საფრენი აპარატების უვადოდ და უპირობ­ოდ გარემონტების შესაძლებლობა მიანიჭა. ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა­ და "თბილავიამშენის" ხელმძღვანელმა მეზობელ­ ქვეყანას შესაბამისი სერტიფიკატი
გადასცა.­ არადა, "თბილავიამშენი" თავისი პროფილით კავკასიაში ყველაზე მსხვილ და უკონკურენტო კომპანიას წარმოადგენდა. იმასაც ამბობენ, რომ კომპანიამ მეზობელ ქვეყანაში კვალიფიციური სპეციალისტები­ მიავლინა, აზერბაიჯანელი კადრები გადა­ამზადა და სერტიფიცირება გაატარა. შედ­ეგად, დღეს აზერბაიჯანში, კერძოდ, ქალაქ­ სუმგაითში, ჩამოყალიბდა ძლიერი საავია­ციო საწარმო, რომელიც პოსტსაბჭოთა­­ ქვეყნებიდან მიღებულ შეკვეთებს, მათ შორის, Су-25-ებს
კაპიტალურად არემონტებს; ანუ საქართველომ დაკარგა პრივილეგია - ჩვენი ქვეყანა კავკასიის რეგიონში ერთადერთი იყო, რომელსაც საბჭოთა წარმოების Су-25-ების კაპიტალური რემონტის შესაძლებლობა ჰქონდა.

სკანდალური შეთანხმების დანართის მიხედვით ირკვევა, რომ კაბალური ხელშეკრულების დადებას 2008 წლის 14 ივნისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და "თბილავიამშენს" შორის გაფორმებული კონტრაქტი უსწრებდა. შეთანხმების თანახმად, "თბილავიამშენს" 2009 წლის ბოლომდე აზერბაიჯანისთვის 124.000.000 აშშ დოლარის ღირებულების 15 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავი Су-25 სრული კომპლექტაციით უნდა მიეწოდებინა. ამასთან, მისთვის 25.076.370 აშშ დოლარის ღირებულების სათადარიგო ნაწილებიც გადაეცა. თუმცა, როგორც ჩანს, 2008 წლის აგვისტოს­  ომის გამო "თბილავიამშენმა" აზერბაიჯანის დაკვეთის დათქმულ ვადებში შესრულება ვერ მოახერხა. მოგეხსენებათ, ამავე პერიოდში საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობაც გაწყდა. არადა, "თბილავიამშენი “Су-25-ების ძრავებს სწორედ რუსეთისგან ყიდულობდა, ანუ 2008 წელს კომპანიამ ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა ვეღარ შეძლო.

უკვე 2010 წელს საავიაციო ქარხანა სრულ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა: კომპანიას 70 მილიონი ვალი დაუგროვდა და ზარა­ლზე მუშაობდა, შეკვეთებს აღარ იღებდა,­ რის გამოც იძულებული გახდა, თანამშრომლების 80% უხელფასო შვებულებაში გაეშვა. ამავე პერიოდში "თბილავიამშენში" აუდიტის სამსახური შევიდა. მაშინ კომპანიაში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინეს და საავიაციო ქარხნის მაშინდელი დირექტორი, პანტიკო თორდია, ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს. როგორც ვიცი, დაკითხვაზე მისულმა თორდიამ სამართალდამცველები დაარწმუნა, რომ აზერბაიჯანელების დაკვეთა მის გარეშე ვერ განხორციელდებოდა, რადგან პირად მოლაპარაკებებს მეზობელი ქვეყნის­ პირველ პირებთან აწარმოებდა. "თბილავიამშენმა" აზერბაიჯანთან მოლაპარაკება 2010 წელს განაახლა. საბოლოოდ, 10 ივნისს ახალი ხელშეკრულება გაფორმდა და პირობები შეიცვალა. როგორც მეუბნებიან, "თბილავიამშენს" აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსთვის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, სრულიად უფასოდ, საკუთრებაში Су-25-ის კაპიტალური სარემონტო ქარხნისთვის აუცილებელი მოწყობილობა და საკონტროლო-შესამოწმებელი აპარატურა, ასევე, ტექნიკური დოკუმენტაცია და საჭირო ლიტერატურა უნდა გადაეცა. ამასთან, "თბილავიამშენი" 2010 წლის 30 ნოემბრამდე სუმგაითის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე სარემონტო უბნებისა და ლაბორატორიების მოწყობის ვალდებულებას იღებდა.

ამბობენ­ იმასაც, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ იძებნება არანაირი ნებართვა, აზერბაიჯანისთვის თვითმფრინავების ამწყობი ან სარემონტო ტექნოლოგიის, აპარატურის, სარემონტო ქარხნის მოწყობის და შესაბამისი ატესტაცია-სერტიფიცირების, ქარხნის პერსონალის ატესტაცია-სერტიფიცირების გაყიდვის თაობაზე. არ არის გამორიცხული, რომ კონტრაქტის შედეგად მიღებული სახსრები არა სახელმწიფოს ბიუჯეტში, არამედ ცალკეული მაღალჩინოსნების ჯიბეში წავიდა. თუ დადასტურდა, რომ საქმე სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე მიღებულ პირად სარგებელთან გვაქვს, მასში მონაწილე პირები სათანადოდ უნდა დაისაჯონ.

2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების გასარკვევად, შპს "თბილავიამშენის" დირექტორ შოთა კვარაცხელიას დავუკავშირდით: "2010 წელს გაფო­რმებული ხელშეკრულების დეტალები კონფიდენციალურია, ამიტომ ინფორმაციას საჯაროდ ვერ გავახმაურებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კაბალური პირობები არ დადებულა და საქართველო ექსკლუზივს ისევ ფლობს. ბუნებრივია, ვერც ჩვენს შესაძლებლობებზე მოგიყვებით, რადგან საქმე სამხედრო ტექნიკას ეხება".

რუსუდან შელია

ლადო
04 აგვისტო 2015 13:50
თორდია გაათმაგებული ძალებით ცდილობს ყოფილ 31-ე საავიაციო ქარხნის დაბრუნებას და სსიპ ,,დელტას" უკანალში გაშვებას და ამ ე.წ. ერის ხორციელ მამებს ბოდიში და შ.გ ხომ არ აქვთ თუ  თქვენი ხორციც იყიდა ბაბუა თორდიამ და გკიდიათ თუ რა ბედი ეწევა ,,დელტას" და ხალხს ? ? ? ? ? ? ? ? ? ?
მესხელი
02 აგვისტო 2015 11:49
”ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ქვემძრომელი, ყველა უნჯი, ყველა მუნჯი,
ყველა ყრუი,ყველა ცრუი, მცირე დიდი ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი, უზღუდონი, გზამრუდონი, არ გამტანი და ცბიერი, მტრის არ მცნობი,მოყვრის მგმობი,
არ რის მქონე, არ რის მცოდნე უზრუნველი და მშიერი,
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?! ”
ილია ჭავჭავაძე
აგვისტო 1871 წ
მიხა
30 ივლისი 2015 23:53
თუ ეს საქმე დეტალურად არ იქნება გამოძიებული და დამნაშავეები არ იქნებიან სათანადოდ დასჯილნი, მაშინ გაგვიჩვდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად მოპარული თანხები ქვეყნის "მამების" ჯიბეებში წავიდა!

რედაქტორის რჩევით