ტურიზმის დეპარტამენტი მორიგ მედია ტურს მასპინძლობს
27-07-2015
ტურიზმის დეპარტამენტი მორიგ მედია ტურს მასპინძლობს
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით  27-29 ივლისს მორიგი მედიატური ტარდება.  საინფორმაციო ტურის ფარგლებში მოწვეულია 11 ჟურნალისტი თურქეთის შავიზღვისპირა რეგიონის ქალაქებიდან (რიზე, სამსუნი, ართვინი, ტრაპიზონი, ართვინი). თურქული მედიის წარმომადგენლები სამი დღის მანძილზე გაეცნობიან რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, დაათვალიერებენ ბათუმის ღირშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღსა და ქედის ღვინის სახლს. აღსანიშნავია, რომ მედია ჯგუფში ძირითადად ჟურნალისტთა ასოციაციების და საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელი პირებია გაერთიანებული. მათი შერჩევა თურქეთში საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით მოხდა. მედია ტური თურქეთში მიმდინარე სარეკლამო
კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. 2015 წელს ტურიზმის დეპარტამენტმა მხოლოდ თურქეთიდან წამყვანი მედიის 31   ჟურნალისტსა და მსხვილი ტურისტული კომპანიების 23 წარმომადგენელს უმაპინძლა. ბლოგერი ჟურნალისტების მიერ ბოლო ორი თვის მანძილზე აჭარა-ბათუმის შესახებ 200-მდე სარეკლამო ხასიათის პოსტი და 37 სტატია გამოყვეყნდა. სტატიებისა დ ბლოგების წვდომამ 9 მილიონი შეადგინა.

აჭარის
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წლევანდელ სეზონზე აქტიურად აგრძელებს პიარ-აქტივობების განხორციელებას სხვადასხვა სამიზნე ქვეყანაში. აგვისტოს თვეში დაგეგმილია ბელორუსიის, ისრაელისა და აზერბაიჯანის მედიის წარმომადგენლების ვიზიტი, რაც ცხელი სეზონის გაშუქებასა და რეგიონის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით