ორდღიანი სემინარ–ტრეინინგები და სამუშაო შეხვედრები ქუთაისის უნივერსიტეტში „Cruise-T“ პროექტის ფარგლებში
27-07-2015
ორდღიანი სემინარ–ტრეინინგები და სამუშაო შეხვედრები ქუთაისის უნივერსიტეტში „Cruise-T“ პროექტის ფარგლებში
ევროკავშირის „TEMPUS“ პროგრამის „Cruise-T“ პროექტის ფარგლებში ამა წლის 20–21 ივლისს
ქუთაისის უნივერსიტეტში დილის 10:00 სთ–დან 13:00 სთ–მდეჩატარდა 2 დღიანი ტრეინინგ–სემინარები ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ტრეინინგ–სემინარები ჩატარდა ევროპელი ექსპერტების მიერერთდროულად 3 სხვადასხვააუდიტორიაში სხვადასხვა თემებზე:

აუდიტორია 401
ტრენერები: იანა კუჩეროვა და ლიუდმილა სმარდოვა (სლოვაკეთი)
თემები:
–    ტურიზმის მდგრადი განვითარება
–    კვლევის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდები
–    ტურიზმის მიწოდების ანალიზი
–    საშინაო დავალება (ქუთაისის „ქეისი“)

აუდიტორია 308
ტრენერი: ნატალი ბალჩი (გერმანია)
თემები:
–    სერვისის
ხარისხი სტუმარმასპინძლობის სექტორში: გაუმჯობესების შესაძლებლობები და ხერხები
–    სერვისის კულტურა
–    სერვისის პროგრამები და პროექტები
–    საჩივრების მართვა
–    ლოდინის დროის მართვა
–    კრიტიკული ინციდენტების დროს გამოსაყენებელი ხერხები
–    ფარული შემოწმებები

აუდიტორია 303
ტრენერი: გერგანა ჟელიაზკოვა (ბულგარეთი)
თემები:
–    დანიშნულების ადგილის განვითარება, მენეჯმენტი და პოზიციონირება
ეკონომიკურად მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის
–    დანიშნულების ადგილის პოზიციონირება, ბრენდინგი და იმიჯის განვითარება
–    დანიშნულების ადგილის მარკეტინგის & პოზიციონირების სტრატეგიები
–    SWOT ანალიზი
–    დანიშნულების ადგილის მდგრადობის გაზომვა ტურიზმის ევროპული ინდიკატორული სისტემით

საერთო ჯამში ტრეინინგ–სემინარებს დაესწროქუთაისის უნივერსიტეტის 51 სტუდენტი, რომლებმაც თავი გამოიჩინეს,როგორც სანიმუშო აქტიურობით, ასევე საშინაო დავალებების ხარისხიანად შესრულებით. ტრეინინგში მონაწილე ყველა სტუდენტი დაჯილდოვდა სერთიფიკატებით.

სამუშაო დღის მეორე ნახევარში წარიმართა საკონსულტაციო და მეტად პროდუქტიული შეხვედრები ქუთაისის უნივერსიტეტის „Cruise-T“  საპროექტო გუნდსა და ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტების ექსპერტებს შორის.საქმიან შეხვედრებზე აღნიშნული საპროექტო გუნდიდან წარმოდგენილიიყვნენ, როგორც ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორ–მასწავლებლები, ასევე ამავე უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის 4 სტუდენტი. კონკურსით შერჩეული ოთხივე სტუდენტი უახლოეს პერიოდში - ამა წლის 6–13 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს„Cruise-T“  პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საზაფხულო სკოლის სესიებში, რომელიც გაიმართება უკრაინის ქალაქ ხერსონში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით