აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2015 წლის მარკეტინგული ღონისძიებების ანგარიში - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2015 წლის მარკეტინგული ღონისძიებების ანგარიში

საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ნათელი მაგალითია აჭარა, სადაც კერძო ინვესტიციების დიდი ნაწილი სწორედ  ტურიზმზე მოდის.  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი კერძო სექტორის წინაშე 6 თვის შემაჯამებელი ანგარიშით წარსდგა. საჯარო შეხვედრა სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა და მას რეგიონში ტურიზმის ინდუსტრიის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი  ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდას, ტურისტული პროდუქტების იდენტიფიცირებას, დივერსიფიკაციასა და განვითარებას.

2015 წელს ტურიზმის დეპარტამენტმა სარეკლამო კამპანია და პიარ-აქტივობები აწარმოა 10 სამიზნე ქვეყნის 20-ზე მეტ ქალაქში (ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, თურქეთი, ისრაელი,  პოლონეთი, ლიტვა, საქართველო). სარეკლამო კამპანიები მოიცავდა გარე რეკლამას ბილბორდებსა და ეკრანებზე ხალხმრავალ ადგილებში,  გაჩერებებისა და ტრანსპორტის ბრენდირება, ასევე რადიო რეკლამა.

გარე რეკლამების წვდომამ აღნიშნულ ქვეყნებში შეადგინა  43 687 537.

გარდა ტრადიციული მარკეტინგული ღონისძიებებისა, დეპარტამენტი წლის დასაწყისიდან დღემდე 11 ქვეყანაში (ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, ლიტვია, ბელორუსია, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო), ახორციელებს რეგიონის ონლაინ რეკლამირებას სოციალური მედია ინსტრუმენტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, შედეგად ორი კვარტლის მონაცემებით მივიღეთ  12 800 000-მდე წვდომა  სოციალურ მედიაში. ყოველთვიური წვდომა სოციალურ მედიაში კი 410 0000 -ს შეადგენს.

ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევითა და ორგანიზებით 2015 წელს უკვე ჩატარდა 19 საინფორმაციო ტური, რომლის ფარგლებშიც ვუმასპინძლეთ  98 ჟურნალისტსა და 79 ტუროპერატორს (სულ 177 ტურიზმის დარგის პროფესიონალი). გამოქვეყნდა 100-მდე სარეკლამო ხასიათის სტატია ჩვენს სამიზნე ქვეყნებში, ასევე გადაღებულ იქნა არაერთი სატელევიზიო სიუჟეტი აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის შესახებ. საინფორმაციო ტურების ფარგლებში მოწვეული ჟურნალიტების პიარ-აქტივობების წვდომამ ამ ეტაპზე შეადგინა : 36 263 593

წელს პირველად, სარეკლამო ხასიათის პიარ-აქტივობებს ვახორციელებთ არამარტო სეზონამდე პერიოდში, არამედ ივლისი-აგვისტოს ცხელ დღეებშიც. უახლოეს მომავალში დეპარტამენტი უმასპინძლებს ჟურნალისტებს თურქეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიიდან.

უკვე მივიღეთ მონაწილეობა 14 საერთაშორისო გამოფენასა და სხვადასხვა საერთაშორისო დონის ღონისძიებებსა და ეკონომიკურ ფორუმებში, სადაც მუდმივად ვახდენდით რეგიონის პოპულარიზაციას. სპეციალურ სტენდებში განახლებული სარეკლამო-საინფორმაციო მასალების წარმოჩენასთან, პრეზენტაციებთან  ერთად იმართებოდა საქმიანი შეხვედრები სამიზნე ქვეყნების ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან,  განხორციელდა სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა და დაიგეგმა სამომალო პროექტები. წლის ბოლომდე 25 ასეთ გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას.

მარკეტინგული ღონისძიებები და პიარ-აქტივობები სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ ბაზრებზე არის სწორედ  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობის, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს რეგიონის, ტურისტული დესტინაციის პოპულარიზაციასა და  ტურისტების მზარდ სტატისტიკას რეგიონში.

სტატისტიკა კი იანვარ-ივნისის მონაცემებით დადებით ტენდენციას ასახავს. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ტურიზმის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემებით, რომლის მიხედვითაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, რადგან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შარშანდელი წელი ტურუსტთა რაოდენობით იყო ყველაზე გამორჩეული წელი, ასევე იმ რეალობას, რომ ჩვენს სამიზნე ქვეყნებში  არასახარბიელო სოციალურ-პოლიტიკური ვითარებაა, ეს მცირედი ზრდა, ისევე როგორც ზიგიერთი ქვეყნის მიხედვით იგივე ნაკადის შენარჩუნება,  ნამდვილად კარგი შედეგია. როგორც ხედავთ, ივნისის თვის მაჩვენებლები არა თუ შენარჩუნდა, არამედ მცირედი ზრდაც (0,44 %) დაფიქსირდა. უფრო დიდ პროცენტულ ზრდას ველოდებით ივლისისა და აგვისტოს თვეებში.