აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2015 წლის მარკეტინგული ღონისძიებების ანგარიში
31-07-2015
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის  2015 წლის მარკეტინგული ღონისძიებების ანგარიში

საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ნათელი მაგალითია აჭარა, სადაც კერძო ინვესტიციების დიდი ნაწილი სწორედ  ტურიზმზე მოდის.  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი კერძო სექტორის წინაშე 6 თვის შემაჯამებელი ანგარიშით წარსდგა. საჯარო შეხვედრა სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა და მას რეგიონში ტურიზმის ინდუსტრიის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი  ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდას, ტურისტული პროდუქტების იდენტიფიცირებას, დივერსიფიკაციასა და განვითარებას.

2015 წელს ტურიზმის დეპარტამენტმა სარეკლამო კამპანია და პიარ-აქტივობები აწარმოა 10 სამიზნე ქვეყნის

20-ზე მეტ ქალაქში (ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, თურქეთი, ისრაელი,  პოლონეთი, ლიტვა, საქართველო). სარეკლამო კამპანიები მოიცავდა გარე რეკლამას ბილბორდებსა და ეკრანებზე ხალხმრავალ ადგილებში,  გაჩერებებისა და ტრანსპორტის ბრენდირება, ასევე რადიო რეკლამა.

გარე რეკლამების წვდომამ აღნიშნულ ქვეყნებში შეადგინა  43 687 537.

გარდა ტრადიციული მარკეტინგული ღონისძიებებისა, დეპარტამენტი წლის დასაწყისიდან დღემდე 11

ქვეყანაში (ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, ლიტვია, ბელორუსია, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო), ახორციელებს რეგიონის ონლაინ რეკლამირებას სოციალური მედია ინსტრუმენტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, შედეგად ორი კვარტლის მონაცემებით მივიღეთ  12 800 000-მდე წვდომა  სოციალურ მედიაში. ყოველთვიური წვდომა სოციალურ მედიაში კი 410 0000 -ს შეადგენს.

ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევითა და ორგანიზებით 2015 წელს უკვე ჩატარდა 19 საინფორმაციო ტური, რომლის ფარგლებშიც ვუმასპინძლეთ  98 ჟურნალისტსა და 79 ტუროპერატორს (სულ 177 ტურიზმის დარგის პროფესიონალი). გამოქვეყნდა 100-მდე სარეკლამო ხასიათის სტატია ჩვენს სამიზნე ქვეყნებში, ასევე გადაღებულ იქნა არაერთი სატელევიზიო სიუჟეტი აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის შესახებ. საინფორმაციო ტურების ფარგლებში მოწვეული ჟურნალიტების პიარ-აქტივობების წვდომამ ამ ეტაპზე შეადგინა : 36 263 593

წელს პირველად, სარეკლამო ხასიათის პიარ-აქტივობებს ვახორციელებთ არამარტო სეზონამდე პერიოდში, არამედ ივლისი-აგვისტოს ცხელ დღეებშიც. უახლოეს მომავალში დეპარტამენტი უმასპინძლებს ჟურნალისტებს თურქეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიიდან.

უკვე მივიღეთ მონაწილეობა 14 საერთაშორისო გამოფენასა და სხვადასხვა საერთაშორისო დონის ღონისძიებებსა და ეკონომიკურ ფორუმებში, სადაც მუდმივად ვახდენდით რეგიონის პოპულარიზაციას. სპეციალურ სტენდებში განახლებული სარეკლამო-საინფორმაციო მასალების წარმოჩენასთან, პრეზენტაციებთან  ერთად იმართებოდა საქმიანი შეხვედრები სამიზნე ქვეყნების ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან,  განხორციელდა სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა და დაიგეგმა სამომალო პროექტები. წლის ბოლომდე 25 ასეთ გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას.

მარკეტინგული ღონისძიებები და პიარ-აქტივობები სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ ბაზრებზე არის სწორედ  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობის, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს რეგიონის, ტურისტული დესტინაციის პოპულარიზაციასა და  ტურისტების მზარდ სტატისტიკას რეგიონში.

სტატისტიკა კი იანვარ-ივნისის მონაცემებით დადებით ტენდენციას ასახავს. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ტურიზმის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემებით, რომლის მიხედვითაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, რადგან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შარშანდელი წელი ტურუსტთა რაოდენობით იყო ყველაზე გამორჩეული წელი, ასევე იმ რეალობას, რომ ჩვენს სამიზნე ქვეყნებში  არასახარბიელო სოციალურ-პოლიტიკური ვითარებაა, ეს მცირედი ზრდა, ისევე როგორც ზიგიერთი ქვეყნის მიხედვით იგივე ნაკადის შენარჩუნება,  ნამდვილად კარგი შედეგია. როგორც ხედავთ, ივნისის თვის მაჩვენებლები არა თუ შენარჩუნდა, არამედ მცირედი ზრდაც (0,44 %) დაფიქსირდა. უფრო დიდ პროცენტულ ზრდას ველოდებით ივლისისა და აგვისტოს თვეებში.

ქობულეთელ-ს
04 აგვისტო 2015 11:37
ქობულეთში სეზონი თუ ჩავარდა იმიტომ ჩავარდა, რომ დარიდურების და რუსული დაბალი დონის სიმღერების მეტი არაფერი ისმოდა ქალაქში, ასევე იმიტომ რომ დახლები ისე გაქვთ გამოტანილი ტროტუარზე კაცი ვერ გაივლიდა გზაზე თუ არ გადავიდოდა, კიდევ იმიტომ რომ აუტანელი სიბუნძურე იყო წელს ქალაქში, მანქანების პარკირებაზე და ადგილობრივების აგრესიაზე ჩამოსულების მიმართ აღარ ვამბობ არაფერს...
სოფიკო
03 აგვისტო 2015 10:24
იქნებ გადაამოწმოთ ინფორმაცია და გაიგოთ საერთოდ ვინ ხელმძღვანელობს დეპარტამენტს და რა ვალდებულებები აქვს განსაზღვრული დებულების მიხედვით. თუკი გადაამოწმებთ, ნახავთ, რომ არც ნათესავი ხელმძღვანელობს და არც პრემიებია უკვე დიდი ხანია. რომ არა მარკეტინგული ღონიძიებები, ჩვენს სამიზნე ტურისტულ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური კრიზისების ფონზე უფრო უარესი სურათი გვექნებოდა. ფრენების კუთხით ბათუმში დანიშნული ისრაელისა და პოლონეთის ჩარტერები დეპარტამენტის უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება. ზოგადად, ავია-ფრენების სიძვირესაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მივიჩნევთ.
ქობულეთელი
02 აგვისტო 2015 11:52
მატყუარებო, წელს სეზონი მთლიანად ჩავარდა ქობულეთში, მოდით ხალხს შეგვეკითხეთ ვინაც მაგ სფეროთი ვართ დაკავებული ტურიზმი რო გაიზარდოს რა საჭირო, ვხდებით რომ ხართ არა კომპეტენტურები.
1. აერო ბილეთის საფასული გაქვთ გასაიაფებელი, მინსკიდან 4 კაცზე ბილეთი უჯდებათ 1200 დოლარი, დასვნება კი დაუჯდა 700 დოლარი.....
2. ტურიზმის დეპარტამენტს არა სავალდებულო ხაბაძის ნათესავი ხელმძღვანელობდეს, იმიტომ რომ ყოველთვიურად პრემიას ღებულობს საქმეს კი არ აკეთებს.

რედაქტორის რჩევით