ბელორუსი ჟურნალისტები ბათუმს აგვისტოს ცხელ დღეებში სტუმრობენ - კვირის პალიტრა

ბელორუსი ჟურნალისტები ბათუმს აგვისტოს ცხელ დღეებში სტუმრობენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით ბათუმში ბელორუს ჟურნალისტთა ჯგუფი იმყოფება. დეპარტამენტის ინფორმაციით, ბელორუსი სტუმრები ტურისტულად აქტიურ სეზონს და ზაფხულის აქტივობებს გააშუქებენ. მედია ჯგუფის შემადგენლობაში შედის როგორც ბეჭდური საშუალებების, ისე ტელევიზიისა და ინტერნეტ პორტალების ჟურნალისტები. მათ შორის :

Tv Europa plus და რეიტინგული ინტერნეტ პორტალები tut.by holiday.by, onliner.by. საინფორმაციო ტური 4 აგვისტოდან 7 აგვისტომდე გაგრძელდება და მოიცავს ზღვაზე დასვენებასთან ერთად რეგიონში არსებული სხვა შესაძლებლობებისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობას. სტუმრები დაათვალიერებენ ქალაქის ღირშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ნაციონალურ პარკს. გაეცნობიან ღვინის მარშრუტს, აჭარულ სამზარეულოსა და ტრადიციებს.

ბელორუსი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2015 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით აჭარის განთავსების ობიექტებში ბელორუსი ტურისტების 7,9 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. აპრილი-მაისის თვეში ტურიზმის დეპარტამენტმა ბელორუსის ქალაქ მინსკში განახორციელა გარე რეკლამა ქალაქის ცენტრალურ ადგილებში და მეტროში. აჭარა-ბათუმის ტურისტული დესტინაციის შესახებ რეკლამა ბელორუსის წამყვან რადიოებში ორი თვის მანძილზე ტრიალებდა. ამავდროულად, განხორციელდა რამდენიმე პრეს და ინფო ტური.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს სარეკლამო ხასიათის პიარ-აქტივობებს არამარტო სეზონამდე პერიოდში, არამედ ივლისი-აგვისტოს ცხელ დღეებშიც ახორციელებს. უახლოეს მომავალში დეპარტამენტი უმასპინძლებს ჟურნალისტებს ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან.