აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონალური ღონისძიებების ერთიანი კალენდრის წარმოების ინიციატივით გამოდის
05-08-2015
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონალური ღონისძიებების ერთიანი კალენდრის წარმოების ინიციატივით გამოდის
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, მამია ბერძენიშვილი რეგიონალური ღონისძიებების ერთიანი კალენდრის წარმოების ინიციატივით აჭარის მთავრობის სხდომაზე გამოვიდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, რეგიონში ტურიზმის სტიმულირებისათვის ხშირი და მრავალფეროვანი ღონსძიებებია მნიშვნელოვანი.

მათივე ინფორმაციით, აჭარის მთვარობის და თვითმართველობების ბიუჯეტებიდან იხარჯება სახსრები ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც გამოიხატება სხვადასხვა კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებში, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფო დოტაციაზე არსებული ფოლკლორული თუ სახელოვნებო ჯგუფების და სახელმწიფოსვე დაფინანსებულ კერძო ინიციატივების საშუალებით.

"ეს არის საშუალოდ 110 ღონისძება
(მთელი წლის განმავლობაში) და 50 სხვადსხვა პროფილური საშემსრულებლო ჯგუფი, რაც ძალიან დიდი რესურსია. იმისათვის, რომ მოხდეს ღონისძებების კიდევ უფრო კარგად რეკლამირება, ინფორმაციის გავრცელება და სამიზნე აუდიტორიის რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა, აუცილებელია ერთიანი კალენდარის შემუშავება. აუცილებელია ისიც, რომ აღნიშნულ კალენდარში ღონისძიებების დიდი ნაწილი გადანაწილდეს რეგიონის და
ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტის, ტურიზმის მოთხოვნების შესაბამისად", - აცხადებენ აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციაში.

როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, სასურველია ღონისძიებათა დიდ ნაწილი კონცენტრირებული იყოს საზაფხულო სეზონის დაწყებამდე, დასრულების შემდეგ და, რა თქმა უნდა, სეზონის განმავლობაში. კალენდრის გადანაწილების ოპტიმალურ პერიოდად შეიძლება მივიჩნიოთ 15 აპრილიდან 15 ოქტომბერამდე პერიოდი (6 თვე).

"თუ სახელმწიფო არსებულ გეგმიურ ღონისძიებებს დაამატებს საშუალოდ 50 ერთეულს, რასაც ასევე დაემატება დაახლოებით 150 კერძო ბიზნესების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელთა უმრავლესობა მოდის ზაფხულის სეზონზე (3 თვე), შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვექნება სეზონის დაწყებამდე და დასრულბის შემდეგ ყოველდღიური ღონისძიებები (შაბათ-კვირას კი რამოდენიმე ღონისძიება), ხოლო საზაფხულო სეზონზე ყოველდღიურად რამოდენიმე ღონისძიება", - აცხადებს ტურიზმის უწყების ხელმძღვანელი.

"გეგმა უკავშირდება გრძელვადიანი გეგმის პირველ წელიწადს (2016). აღსანიშნავია, რომ კალენდრის მიზანმიმართული და მასიური რეკლამირება ქვეყნის ფარგლებს შიგნით და უცხოეურ სამიზნე ბაზრებზე მოხდება ტურიზმის დეპარტამენტის სარეკლამო და PR საშუალებებით, რაც გულისხმობს: პირდაპირი ინტერნეტ და ტრადიციული რეკლამას (2 მლნ. ლარი) თვის განმავლობაში საშუალოდ 500 000 წვდომით; დაახლოებით 200 პროფესინალის მოწვევას (ჟურნალისტები და ტურ-ოპერატორები); 25 ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე რეგიონის პოზიციონირებას. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ხელს შეუწყობს: რეგიონის ტურიზმის პოტენციალის გამდიდრებას და მის მიმზიდვეობის გაზრდას; ტურისტების კმაყოფილების დონის გაზრდას, რაც უზრუნველყოფს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ტურისტების რაოდენობის და ზოგადად ტურიზმის ზრდის მდგრად განვითარებას; კერძო სექტორის მხარდაჭერას; ქართული კულტურის შენარჩუნებას და პოპულარიზაციას; ინვესტორების კიდევ უფრო დაინტერესებას", - აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით