უცხოელი ჟურნალისტები ბათუმს აგვისტოს ცხელ დღეებში სტუმრობენ
06-08-2015
უცხოელი ჟურნალისტები  ბათუმს აგვისტოს ცხელ დღეებში სტუმრობენ
4-8 აგვისტოს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში ერთდროულად ბელორუსიიდან და ისრაელიდან მოწვეული ჟურნალისტთა ჯგუფები იმყოფებიან. 6 აგვისტოს უცხოელ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმასპინძლა. სტუმრებს ჩაუტარდათ პრეზენტაციები რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. მათ საშუალება მიეცათ დასვათ სასურველი შეკითხვები რეგიონის უმაღელსი პირისათვის. შეხვედრას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ესწრებიდნენ.

უცხორული მედიის წარმომადგენლები ტურისტულად აქტიურ სეზონს და ზაფხულის აქტივობებს გააშუქებენ. მედია
ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ისრაელისა და ბელორუსიის როგორც ბეჭდური საშუალებების, ისე ტელევიზიისა და ინტერნეტ პორტალების ჟურნალისტები. მათ შორის : Tv Europa plus და რეიტინგული ინტერნეტ პორტალები tut.by holiday.by, onliner.by. ასევე ისრაელში წამყვანი სატელევიზიო არხის CH. 9-ის გადამღები ჯგუფი, რადიო  “Rishon”-ის ჟურნალისტი და რემდენიმე ბლოგერი. საინფორმაციო ტურები
4 აგვისტოდან  8 აგვისტომდე  გაგრძელდება და მოიცავს ზღვაზე დასვენებასთან ერთად რეგიონში არსებული სხვა შესაძლებლობებისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობას. სტუმრები დაათვალიერებენ ქალაქის ღირშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ნაციონალურ პარკს. გაეცნობიან ღვინის მარშრუტს, აჭარულ სამზარეულოსა და ტრადიციებს. 

აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს სარეკლამო ხასიათის პიარ-აქტივობებს  არამარტო სეზონამდე პერიოდში, არამედ ივლისი-აგვისტოს ცხელ დღეებშიც ახორციელებს. უახლოეს მომავალში დეპარტამენტი უმასპინძლებს ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან. იანვრიდან დღემდე კი ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე უმასპინძლე 200-მდე უცხოელ ჟურნალისტსა და ტურ-ოპერატორს.


აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
6 აგვისტო 2015 წელი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით