საინვესტიციო ფორუმი - ბათუმი 2015
07-08-2015
საინვესტიციო ფორუმი - ბათუმი 2015
2015 წლის 18-19 სექტემბერს, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ბათუმი 2015 ჩატარდება.
ღონისძიებას რეგიონის წამყვანი კომპანიები და სპეციალისტები დაესწრებიან. 2 დღის განმავლობაში მათ საქართველოს სამომავლო შესაძლებლობებისა და ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში უკვე ინვესტირებული პროექტების გაცნობის საშუალება ექნებათ.

ფორუმი აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებს, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და ბიზნესის დაწყების პროცედურებს, დაფინანსებულ პროექტებს, მთავრობის საინვესტიციო წინადადებებსა და რეგიონის წარმატებულ კომპანიებს შეეხება.

ფორუმის
„ბათუმი 2015“ მიზანი აჭარის, როგორც საუკეთესო საინვესტიციო რეგიონის პოპულარიზაციაა.
საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობას საქართველოსა და აჭარის რეგიონის მთავრობის წარმომადგენლები, უცხოური და ადგილობრივი კომპანიები, სხვადასხვა ასოციაციები, სავაჭრო პალატისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები მიიღებენ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით