რამდენიმე კვირა ოდესა/ბათუმის ფოტო დღეების დაწყებამდე - კვირის პალიტრა

რამდენიმე კვირა ოდესა/ბათუმის ფოტო დღეების დაწყებამდე

სწორედ ამ წუთებში ბათუმი ემზადება უნიკალური ფესტივალისათვის ოდესა/ბათუმი ფოტო დღეების მეორე ნაწილისათვის. ფესტივალი ტარდება ორ ქვეყანაში და ყოველ ჯერზე ახალი პროგრამით ახლდება.

სტარტი დაძმობილებული ქალაქების ფესტივალმა აიღო ამა წლის აპრილში უკრაინაში,  ქალაქ ოდესაში.

ფოტოპროექტის ფარგლებში ყველა მსურველს შეეძლო უფასოდ დასწრებოდა საგანმანათლებლო პროგრამას: მოესმინა ლექციები, მასტერ-კლასები,მოენახულებინა გამოფენები და ჩვენებები.

ოდესაში ფოტოდღეებში მონაწილეობას ღებულობდნენ მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები - მატიუ პარენტი(საფრანგეთი), ანა რიაბოშენკო (საქართველო) და კლაუდია კუნინი (აშშ); დაახლოებით 40-მა კრაინელმა ფოტოგრაფმა ადამ მაზურის (პოლონეთი),რაფალ მილახის (პოლონეთი) და პატერ ინგმანის (შვედეთი) მასტერკლასები მოისმინა.საღამოობით ფესტივალის სტუმრებს უჩვენებდნენ ამერიკის, აზიის, საქართველოს და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ფოტოფესტივალების საუკეთესო ნამუშევრებს.

ფოტოფესტივალის „ისტორია//მანიპულაცია“ ქართული ეტაპის პროგრამა შედგება - 7 გამოფენისგან (აქედან 3 იქნება გამოფენილი საჯარო სივრცეში); 4 ღამის ჩვენებისგან ზღვის პირას და შედგება 7 შეხვედრა ორგანიზატორებთან, კურატორებთან და თავად ხელოვანებთან.

ფესტივალის ოდესა//ბათუმი ფოტო დღეები სტუმრები იქნებიან ხელოვანები და კურატორები თურქეთიდან, პოლონეთიდან,ბელორუსიიდან,უკრაინიდან და საქართველოდან. მაგალითად: კატერინა რადჩენკო ,რომელსაც ჩამოაქვს უკრაინული გამოფენა “Trust zone“, ხარკოველი ჯგუფი შილო (ვლადისლავ კროსნოშოკი,სერგეი ლებედინსკი, ვადიმ ტრიკოზი), თურქული გამოფენის „Magic Inventions“ კურატორი ბერალ მადრა, პოლონელები - Eastreet photography festival - ის ორგანიზატორები, ფოტოხელოვანი ანდრეი ლიანკევიჩი მინსკიდან გამოფენით „Good bye, Motherland“.

ფესტივალი სტარტს იღებს 25 აგვისტოს. პროგრამას და ვრცელ ინფორმაციას ფესტივალის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://thephotodays.org

პრომო ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=21HDYMxUMAc