"ფქვილის ფასი უმიზეზოდ იზრდება"
10-08-2015
"ფქვილის ფასი უმიზეზოდ იზრდება"
"საბაზრო პრინციპები იზღუდებადა ამის გამო იმატებს პურის ფასი..."

პურის მოსალოდნელი გაძვირების შესახებ ინფორმაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახლეობა ააღელვა... როგორც "პალიტრა TV/Radio"-ს ყოველდღიური დღის შოუს, "შუადღის ამბების" ეთერში პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხორბლის ასეთი მოსავალი აქამდე არ ყოფილა, საგრძნობლად მოიმატა ფქვილის ფასმა და პურის გაძვირებასაც უნდა ველოდოთ. ამავე გადაცემაში მან ისიც თქვა, რომ მთავრობის წარმომადგენლებისგან მოითხოვეს განმარტება, მოსავლის მატების ფონზე რატომ განვითარდა ბაზარზე საპირისპირო პროცესები.

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარეს ჩვენ რამდენიმე კითხვით მივმართეთ.


- ვის შეხვდით და როგორი იყო მათი პოზიცია?
- ჩვენ ვესაუბრეთ სოფლის მეურნეობის მინისტრს, მის მოადგილესა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს. ავუხსენით, რომ მაშინ, როცა ისედაც მოსალოდნელია დენის გაძვირება, ფქვილის ფასი სრულიად უმიზეზოდ იზრდება. არადა, არის ინფორმაცია, რომ
წლეულს კარგი მოსავალია. პრობლემა ის არის, რომ საბაზრო პრინციპები იზღუდება და ამის გამო იმატებს პურის ფასი... ჩვენი საუბრის ყველა დეტალს ვერ მოგიყვებით, თუმცა თემა, ძირითადად, ეს იყო.
მართალია, მთავრობა ფასთა პოლიტიკას არ განაგებს, რადგან ფასები თავისუფალია, მაგრამ პოლიტიკას ხომ განაგებს და შესაბამისად რეაგირებაც შეუძლია.

- რაში გამოიხატება საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შეზღუდვა?

- როცა საბაზრო ურთიერთობები მოქმედებს, მაშინ, მაგალითად, მეწარმეს უნდა ჰქონდეს როგორც ფასის, ისე ხარისხის არჩევანის საშუალება.
დღეს კი ერთი ტომარა პურის ფქვი­ლი მხოლოდ 44 ლარად იყიდება - სხვა ფასი, უბრალოდ, არ არსებობს. ეს არ არის საბაზრო ეკონომიკის პრინციპის დაცვა და როცა ვიკითხეთ, რატომ არ არის დაცული, გვიპასუხეს, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა გვინ­დაო.

კი ბატონო, ადგილობრივი წარმოება უნდა განვითარდეს, მაგრამ არა ჩემი და ჩემისთანების ხარჯზე. მაშინ ან კანონმდებლობაში ასახონ ეს პრიორიტეტები, ან თუნდაც ტარიფები შეცვალონ... არადა,
დენის გაძვირების შემთხვევაში, რაც სავსებით მოსალოდნელია, გაიზრდება წისქვილების ხარჯი, რადგან დიდი ძრავებით მუშაობენ, იმავდროულად, გასათვალისწინებელია ტრანსპორტირების ხარჯიც.

- განვითარებულ ქვეყნებში როგორ რეგულირდება ეს საკითხები?

- განვითარებულ ქვეყნებში საკვებ პროდუქტებზე დღგ-ის გადასახადი 10%-ზე მაღალი არ არის, ჩვენთან კი 18%-ია. სხვა ქვეყნებში საწარმოო დანახარჯები (ელექტროენერგიაზე, წყალზე) საქართველოზე ბევრად დაბალია... ასე რომ, კი ამბობენ, ადგილობრივ წარმოებას ხელს ვუწყობთო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ერთი დარგის ხარჯზე მეორის განვითარება არ შეიძლება, თორემ ეს დარგებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს: მეხორბლეთა ასოციაციის თქმით, მეპურეებს რეზერვები აქვთ, მეპურეები კი ვამბობთ, რომ მეხორბლეებს აქვთ რეზერვები. მთლიანობაში ეს კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს.

სახელმწიფომ ინტერესები უნდა დააბალანსოს, რათა რომელიმე ერთი დარგი სხვა დარგის ხარჯზე არ განვითარდეს.
P.S. "კვირის პალიტრა" შეისწავლის ხორბლისა და პურის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და მომდევნო ნომრებში მკითხველს უფრო ვრცელ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

ლალი პაპასკირი
ალექს
16 აგვისტო 2015 18:52
ექსპერტები ბლომად გვყავს,რასაც გეუბნებიან ვიცი!
მე არაექსპერტულ აზრს მოგახსენებთ 3 მილიონშვიდასი ათას ადამიანში 2014 წ აღწერით ,640 ათასი იღებს ხელფასს ,მათი ნახევარი საჯარო სექტორშია და გასაგებია არ აწარმოებს არაფერს ,ანუ დარჩენილი ნახევარი ქმნის ეროვნულ პროდუქტს-მშპ ,რომელიც მოგეხსენებათ შარშან 16 ,1 მილიარდი დოლარი იყო,ერთ სულზე 4 400 $ გამოდის, ამ ფულში შეყვანილია თვიქდასაქმებული 1 მილიონი გლეხის მინიმალური კალათის ტოლი ღირებულება ,ანუ 1,5 მილიარდი დოლარი და 1 მილიონი ემიგრანტის გადმორიცხული თანხები -1 მილიარდი დოლარი,გამოვიდა ,რომ 320 ათასი მომუშავე ქმნის 13 მილიარდი დოლარის ღირებულებას -ანუ მშპ,მაგრამ რადგან იმ 2 მილიონი ადამანის გამოკლებით,მათ კიდევ "აწერიათ" დარჩენილი 1,7 მილიონი ბავშვი,მოხუცი და საჯარო მომსახურე , ეს ერთ ადამიანზე გამოდის მშპ 10 000 დოლარი და უტოლდება თურქეთის დონეს და საშუალო მსოფლიო დონეს,უსწრებს რუსეთს.
ამ "არაექსპერტული" ანალიზით იმის თქმა მინდა ,რომ 2-2 % რომ იგეგმავს ეს ხელისუფლება ,ადრე 6 %-ს გეგმავდა ეკონომიკის ზრდას ,ორივე ბლეფია,ისინი ამით გეგმავდნენ თქვენს დამუხრუჭებას,25 წელია გვამუხრუჭებენ ,რათა თავად მოიხვეჭონ!!
გიქმნიან იმიჯს ,რომ უმუშევრები და ღარიბები იმიტომ ვართ ,რომ თანამედროვე საქმიანობის უნარი არ გვაქვს,ბლეფია ესეც ,ხოლო ის 150 მილიარდი ჩვენი წინა საუკუნეში დაგროვილი რუსეთს და სსრკ "მოვპარეთ "-ბლეფია ესეც ,კარგად ჩაიჯიბეს ანაბრებიანად ის "მოპარული" და მიითვისეს,სულ თუ არა , ნახევარი მაინც,დანარჩენს ნადგური სცეს ან ჯართში ჩააბარეს .
ხომ დაინახეთ,რომ რეალურად ვინც ბოლომდე ვერ დაამუხრუჭეს იმ 320 ათასმა კაცმა შექმნა 10 000 დოლარი ერთ სულზე მშპ,ანუ 40 000 $ გამოიმუშაავა თავად მარტომ.
ცხადია მმართველი უმართებლოდ მართავს!
ამ მმმართველობას თუ მოვიშორებთ თავიდან არნახული ზრდა გვექნება,ორნიშნა,თუ სამნიშნა არა!!!
ახლა ექსპერტებმა დამიმტკიცონ საპირისპირო,ვამბობ ხელისუფლებაა ჩვენი მუხრუჭი,ის არ გვაძლევს საშუალებას განვითარების ,როგორც კი შევქმნით ,მაშინვე გვართმევენ ,ამიტომ ჭამენ ერთმანეთს "დემოკრატები""რეფორმატორ ლიბერტიანისტები" "დასავლურები" "რუსეთუმეები " და ძმანი მათი-ერთი ნაგავია ყველა!!!!
არ მივცეთ არცერთი ხმა არც პოზიციას არც არაოპოზიციას,არც იმათ, პარლამენტს გარეთ ოპოზიცია რომ ქვიათ ,თუნდ ხვალ დაგვინიშნონ არჩევნები.
აი იმ 320 ათასი კაციდან მოვიყვანოთ ხელისუფლებაში ყველაზე ახალგაზრდა ,ჭკვიანი,სუფთა არაპოლიტიკური (!!!!)წარსულით და თუ უკეთ არ გაუძღვებიან ქვეყანას ,ვიდრე ეს ვიგინადარები 25 წელი რომ სისხლი გაგვიშრეს,დააბრუნეთ უკან ეს წურბელები,მე ჩემით წავალ კუკიაზე,ფეხით!
ალექს
13 აგვისტო 2015 02:28
მე რომ ვიყო ინვესტორი,დავინტერესდებოდი მართლა თუა პოლიტიკურ ეკონომიკური წყობა ბიზნესისათვის კეთილგანწყობილი,ხომ არაა სამოქალაქო უფლებები შეზღუდული,დაცულია საკუთრება, თუ შეიძლება წაგარვან,დაგათმობინონ,ჩამოგართვან,დაგიყადაღონ ჩინოვნიკებმა,ასეთ დროს სასამართლო თუა ქმედითი,თუ ისევ ტელეფონის სამართალია და "აქოური წესი" მოქმედებს?!
ნებადართულია ყველა სფეროში საქმიანობა?მაგალითად ნოღელაში ასიოდე 10 კილოვატიან ჰიდროგენერატორს ჩამადგმევინებენ ?20 კოლოვატიან ქარის გენერატორებს,მზის პანელებიან ჰიბრიდებს?იქ ათიოდე სოფელია გარშემო და ისეთი დენია უთო არ მუშაობს ,არათუ სხვა დასავლური ტექნიკა,არც ძაბვა უვარგა ,არც დენის ძალა და სიხშირე 46-ა.
პატარა თხილის საშრობს და საკონსერვო სამურაბე და სიმინდის გამოსახდელ მინიქარხნებს,წისქვილსაც დავდგავდი და ნამეტ ენერგიას ენერგოსისტემაში გავყიდიდი ?
მერე დავინტერესდებოდი საბანკო და საგადასახდო სისტემით .
საბანკო კრედიტი მონოპოლიზირებულია-ბიზნესის იმპორტის სეგმენტი ფინანსდება,სავარაუდოდ ბანკს ან მის ჩინოვნიკს სადაც თავად აქვს ინტერესი ,ექსპორტს წინ უსწრებს წარმოება,მაშინ როცა იმპორტს უხვად აქვს წყარო,წარმოებას არ აქვს,ესე იგი თითქმის მარტო ვიქნები ბაზარზე .
ეს მომეწონებოდა , არ იწარმოება არაფერი და შანსი მაქვს მოვიტანო უცხოური იაფი ფული,არ ავიღო ქართული კრედიტი,მაინც არავინ მომცემს,მაგრამ ისე უკრედიტოდ და ვაწარმოო ხარისხიანი პროდუქცია.
გადასახადებს გადავხედავ,თითქოს არა უშავს,ახლა ადმინისტრირების წესებს ვნახავ,ვაი....
ახლა დავინტერსდები კვამლი რომ ამოვა ქარნიდან ,ვინ მომაკითხავს ?!
რა ბერკეტები აქვთ ,რომ დამჩაგრონ?ამკრძალავი ხელოვნური საგადასახადო მახე საგადასახადო საბაჟო მექანიზმები ხომ არ არის ,რაც ზღუდავს თავისუფლებას?
........დამიჭერენ?წამართმევენ?!გამაჩუქებინებენ?წილებს დამათმობინებენ?წინასწარ გადასახადებს გადამახდევინებენ ?დამაჯარიმებენ უდანაშაულოს?საურავი რამდენია,ვაი...დამლუქავენ ?თუ იგივეს ვაწარმოებ ,რაც ჩინოვნიკს და მისი ოჯახის წევრს ან მის დაკრიშულ ნათლულს იმპორტით აბაირამებს,რას მიზავს ის ჩინოვნიკი?
სასამართლოში მივაღწევ რამეს ?აბა საზოგადოება დამიცავს?არც ბიზნესასოციაცია?სავაჭრო სამრეწველო პალტაც ვერა -ვის დაკარგვიაო !?
რატომ რა კონსტიტუციას აქ გარანტი არ ყავს ?
მთავრობას მეთაური ?
პარლამენტს თავმჯდომარე ?
აბა რატომაა გაბიზნესმენებული სახელმწიფო ჩინოვნიკი ასე ძლიერი კანონზე მაღლა რატომ დგას ?
გამახსენდა ის ანეგდოტი,არ მოიყვანო ცოლიო !!!
მე რომ ვიყო ინვესტორი, საქართველოში ინვესტიციას არ ჩავდებ, თუ გასათეთრებელი არ მაქვს რაიმე უკანონოდ და არამად ნაშოვნი ფული,ან დიდი კრიშა თუ არ გამაბრიყვებს დაპირებებით და მერე გამფცქვნის, ან მას გაფცქვნიან ?!
არა,არ ჩავდებდი!

რედაქტორის რჩევით