აზერბაიჯანის წამყვანი მედიის წარმომადგენლები ბათუმში - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანის წამყვანი მედიის წარმომადგენლები ბათუმში

8 აგვისტოდან 11 აგვისტომდე აჭარაში სტუმრად უცხოელი ჟურნალისტების კიდევ ერთი ჯგუფი იმყოფება. ამჯერად საინფორმაციო ტურის ფარგლებში რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აზერბაიჯანიდან მოწვეული წამყვანი ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლები ეცნობიან, კერძოდ, რადიო „ANS“, ტელეკანალი „ATV“, საინფორმაციო პორტალები: DAY.AZ, LENT.AZ, 1news.az, TREND.AZ, VESTI.AZ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ტურისტულად აქტიურ სეზონს და ზაფხულის აქტივობებს გააშუქებენ. სტუმრები ქალაქის ღირშესანიშნაობებთან ერთად დაათვალიერებენ მთიანი აჭარის მომხიბვლელ ადგილებს, კერძოდ, მაჭახელას ხეობას, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ „ამბრაზურას“, (სასროლეთი), ჩანჩქერს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს  მოინახულებენ და რეგიონის ფოლკლორულ და გასტრონომიულ სიმდიდრეებს გაეცნობიან.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს სარეკლამო ხასიათის პიარ-აქტივობებს  არამარტო სეზონამდე პერიოდში, არამედ ივლისი-აგვისტოს ცხელ დღეებშიც ახორციელებს. ბოლო კვირის განმავლობაში დეპარტამენტმა უმასპინძლა ჟურნალისტებს ისრაელიდან, ბელორუსიიდან და აზერბაიჯანიდან. იანვრიდან დღემდე კი ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე უმასპინძლა 200-მდე უცხოელ ჟურნალისტსა და ტურ-ოპერატორს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

10 აგვისტო 2015 წელი