"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ქსელი ფართოვდება - კვირის პალიტრა

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ქსელი ფართოვდება

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ქსელს აფართოებს. გასულ კვირას მან 3 ახალი ავტოგასამართი სადგური გახსნა, თბილისში გურამიშვილის ქუჩაზე, ბორჯომსა და სამტრედიაში. ამიერიდან მომხმარებელს შეეძლება მათი გამართული მომსახურებითაც ისარგებლოს.

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საკუთარი ავტოგასამართი სადგურების ქსელს  სწრაფად და ეფექტურად ანვითარებს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ადგილობრივი მომხმარებელი მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად უსაფრთხო საწვავს მიიღებს. კომპანიის პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა, დღეს კი "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" 32 სრულყოფილად  გამართული ავტოგასამართი სადგური აქვს.

საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა ნავთობპროდუქტების სექტორში ყველაზე მსხვილი გადამხდელები გამოავლინა.

KvirisPalitra.Geმთავარ ნომინაციაში - "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი კომპანია", გამარჯვებულად "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" დასახელდა (ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 162.000.000 ლარი შეადგინა). კომპანია "სოკარი" აგრეთვე დაჯილდოვდა სხვა ნომინაციებშიც.

ჩვენ გულწრფელად გვიხარია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" წარმატებები, რადგან ეს არა მარტო ერთი კომპანიის, არამედ მთელი ქვეყნის წინსვლის საწინდარია.

დავით ზუბიტაშვილი - "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი:

- ჩვენი ქსელი მართლაც მნიშვნელოვნად ვითარდება, წელს სამი ახალი ავტოგასამართი სადგურის გარდა, რომლებიც გასულ კვირას გავხსენით თბილისში, ბორჯომსა და სამტრედიაში, კიდევ ვაპირებთ 20-22 სადგურის გახსნას. ვფიქრობთ, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი და მარტივი გახდეს ჩვენი მომსახურებით სარგებლობა.

- ახლა, როცა მსოფლიოში ფინანსური კრიზისია, თქვენ არ გექმნებათ სირთულეები?

- ცხადია, გვექმნება და ამ სირთულეებს ყოველდღე ვგრძნობთ, მაგრამ ვცდილობთ გადავლახოთ ყველა წინააღმდეგობა. ვიზიდავთ თანხებს, ვსახავთ ღონისძიებებს პრობლემების გადასაჭრელად, და რაც მთავარია, განსაკუთრებულად გვიჭერს მხარს აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიას და მის ხელმძღვანელობას.

- პარალელურად სხვის დახმარებასაც კი ახერხებთ, მუდმივად ჩართული ხართ საზოგადოებრივ პროექტებში, ქველმოქმედებაში...

- ვცდილობთ, აქტიურები ვიყოთ ქველმოქმედებაშიც. საზოგადოებაზე ზრუნვა დღესაც ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სოლიდური თანხებია დახარჯული ამ საქმეზე და მომავალშიც ვაპირებთ კიდევ გავზარდოთ ჩვენი წვლილი საზოგადოებრივი კეთილდღეობის საქმეში.

- მართლაც ძალიან ეფექტურია თქვენი ბიზნესდაგეგმარება და მართვა, ეს 2009 წლის ყველაზე მსხვილ გადამხდელად "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დასახელებამ კიდევ ერთხელ ცხადყო.

- და არა მარტო... ჩვენმა კომპანიამ ნავთობპროდუქტების სექტორში, როგორც ბიუჯეტში ყველაზე მსხვილმა გადამხდელმა კომპანიამ I ადგილი დაიკავა 2007 და 2008 წლის შედეგების მიხედვითაც. თურმე წარმატების მიღწევა რთულია, მაგრამ მისი შენარჩუნება გაცილებით ძნელი. ყოველდღიურად უდიდესი ძალისხმევა გვჭირდება, რომ უფრო და უფრო დავხვეწოთ ჩვენი მომსახურება და ეს წარმატებაც შევინარჩუნოთ.

- 2010 წლის 8 თებერვალს თქვენი კომპანია ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა "გამარტივებული საბაჟო პროცედურების ოქროს სიაში" შეიტანა. როგორც გვითხრეს, ეს იმ დიდი ნდობის ფაქტორისა და ავტორიტეტის გამო მოხდა, რაც თქვენმა დაუღალავმა შრომამ მოგიტანათ - ყველაზე მსხვილი გადამხდელი ხართ.

- ეს ჩვენც ძალიან გვიხარია, ვეცდებით მომავალშიც არ შევაჩეროთ წინსვლა და შევინარჩუნოთ ავტორიტეტი. მომხმარებლისთვის ჩვენთან ყოველთვის გარანტირებულია ხარისხი, მომსახურების ინფრასტრუქტურა, წესრიგი და უსაფრთხოება.

- დიდი მადლობა, და წარმატებას გისურვებთ ქვეყნის კეთილდღეობის საყრდენად და იმედად რომ დარჩეთ. R