"ბაზისბანკი" მომხმარებლებს "სასარგებლო ბიზნეს სესხს" სთავაზობს - კვირის პალიტრა

"ბაზისბანკი" მომხმარებლებს "სასარგებლო ბიზნეს სესხს" სთავაზობს

სესხის წლიური განაკვეთი 16%-დან იწყება

"ბაზისბანკმა" მომხმარებლებს ახალი პროდუქტი - "სასარგებლო ბიზნეს სესხი" შესთავაზა. ბანკის ხელმძღვანელობის თქმით, იმის გამო, რომ სესხის აღება მარტივია, ამ პროდუქტის მთავარი მესიჯი გახდა: "ჩვენ თქვენ გენდობით". “სასარგებლო ბიზნესსესხი”მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლადაა განკუთვნილი. სესხის მოცულობა 10 ათასი ლარიდან იწყება და მაქსიმალური მოცულობაა 500 ათასი ლარია, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16%-დან იწყება. სესხის მაქსიმალური ვადა 10 წელია. პროდუქტის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ სესხი გაიცემა როგორც გამოცდილ საწარმოებზე, ასევე დამწყებ მეწარმეებზე. "ბაზისბანკის" მენეჯმენტი დაკრედიტებისას პრიორიტეტს ადგილობრივ წარმოებას მიანიჭებს.

ლევან გარდაფხაძე ("ბაზისბანკის" საცალო მიმართულების დირექტორი): "გასული 2009 წელი, როგორც საბანკო სფეროს, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ რთული იყო. ამის მიუხედავად "ბაზისბანკმა" მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა შეძლო, რაც ახალი ინოვაციური პროდუქტების დანერგვაში გამოიხატა. შარშან ჩვენს კლიენტებს შევთავაზეთ "სასარგებლო ანაბარი", "ზრდადი მომავლის ანაბარი", "დისქავერი ქარდი", "სასარგებლო იპოთეკა" და მრავალი სხვა პროდუქტი.

ბანკმა გასული წლის ბოლოს წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება აშშ-ის მთავრობის კერძო ინვესტიციების კომპანია OPIC-თან და 5 მილიონი დოლარის საკრედიტო რესურსი მოვიზიდეთ, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება. ეს არის შეღავათიანი, გრძელვადიანი 10-წლიანი სესხი. გასულ წელს ჩვენს ბანკში დეპოზიტების მოცულობამ წინა წელთან შედარებით 20%-ით მოიმატა. ამის გამო ბანკის მენეჯმენტმა გადაწყვიტა გაააქტიუროს დაკრედიტება, განსაკუთრებით ბიზნეს სესხების გაცემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს მიმართულებაა ამ ეტაპისთვის ყველაზე ნაკლებრისკიანი. ამავე დროს, ბიზნესის დაფინანსებით ხელი შეეწყობა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

"სასარგებლო ბიზნეს სესხის" განსაკუთრებული პირობაა ის, რომ წლიური განაკვეთი 16%-დან იწყება, რაც ამჟამად ბაზარზე არსებულ შეთავაზებებს შორის საკმაოდ დაბალია. კრედიტის მაქსიმალური განაკვეთი 24%-ს არ გადააჭარბებს. "სასარგებლო ბიზნესსესხი" გაიცემა როგორც უკვე არსებულ, გამოცდილ ბიზნეს კომპანიებზე, ასევე დამწყები ბიზნესებისთვის. ამ პროდუქტის მთავარი უპირატესობა მის სიმარტივეშია.

ამიერიდან ნუ გაუკვირდებათ მეწარმეებს, კომპანიებს თუ მათ "ბაზისბანკის" თანამშრომელი დაუკავშირდება და ბიზნეს სესხის აღებას შესთავაზებს. ბანკის ექსპერტი მათ ადგილზე დაეხმარება ყველა იმ პროცედურის გავლაში, რაც ბიზნეს სესხების აღებასთან არის დაკავშირებული. ამ პროდუქტს ბონუსსისტემაც გააჩნია. ყველა, ვინც ჩვენთან სასარგებლო ბიზნესსესხით ისარგებლებს, საჩუქრად ბიზნესს ქარდს მიიღებს, რომელიც მინიმუმ ათასი და მაქსიმუმ 10 ათასი ლარის ოდენობის საკრედიტო ხაზით იქნება აღჭურვილი. ლიმიტი უკვე ინდივიდუალურად, ბიზნესისა და სესხის ოდენობის შესაბამისად დაუმტკიცდებათ.

ამ პროდუქტის მთავარი მესიჯი არის შემდეგი: "ჩვენ თქვენ გენდობით". ეს იმიტომ, რომ ამ სესხის აღებას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მარტივად შეძლებენ. მათ მიმართ ბანკის მთავარი მოთხოვნა იქნება ის, რომ მსესხებელი არ იყოს ე.წ. "შავ სიაში" და კრედიტის დამტკიცებისას ყურადღებას მივაქცევთ მეწარმის მიერ წარმოდგენილ ბიზნეს-გეგმასაც. ეკონომიკის ნებისმიერ სფეროს სესხის მიღების თანაბარი შანსი აქვს, მაგრამ აქცენტს მაინც ადგილობრივ წარმოებაზე გავაკეთებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ბანკის საკრედიტო პორტფელი წლის ბოლოს 80 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

"ბაზისბანკმა" 2009 წელს ბაზარზე ახალი იპოთეკური პროდუქტი - "სასარგებლო იპოთეკა" გამოიტანა, რომლის წლიური განაკვეთი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და 16%-დან 20%-მდე შუალედში მერყეობს. პროდუქტი მომხმარებლებს ნოემბერში შევთავაზეთ და ამ პროდუქტით უკვე 400-მა კლიენტმა ისარგებლა. ხოლო "სასარგებლო იპოთეკის" სასესხო პორტფელი 5 მილიონ ლარს აღემატება. სესხის დამტკიცება ჩვენთან საშუალოდ 3 დღეში ხდება. თანხის გაცემა, ყველა საჭირო პროცედურების გავლა, დოკუმენტების გაფორმება ბანკის მხრიდან მაქსიმალურად სწრაფად ხდება.

"ბაზისბანკი" მრავალი ინოვაციური პროდუქტის მომხმარებლებისთვის შეთავაზებას წელსაც გეგმავს, რომლებსაც საუკეთესო პირობები ექნებათ. R