ეს ყველა პატრიოტმა უნდა წაიკითხოს!
ეს ყველა პატრიოტმა უნდა წაიკითხოს!
სად გადის "ფრონტის ხაზი", ანუ იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა!

წარმოიდგინეთ - ჩვენ ყველანი ვაშენებთ სახლს, რომელშიც თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ უნდა ვიგრძნოთ. ყოველდღე თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს შეუძლია, თითო აგურით შეეწიოს ამ სახლის მშენებლობას.

დიახ, ყოველდღე შეგვიძლია ქვეყნის გაძლიერებაში ჩვენი წვლილის შეტანა. ძლიერი და განვითარებული საქართველო კი ნიშნავს­ თითოეული ჩვენგანის სიძლიერეს, სოციალურად დაცულობას, მაღალ პენსია-ხელფასებს, თავდაცვისუნარიანობას, მაღალი ხარისხის განათლებას - მოკლედ, ყველაფერ იმას, რაც ასე გვხიბლავს ამერიკასა თუ ევროპაში.

ისე,
რომ იკითხო - როგორ წარმოგიდგენიათ, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს გაძლიერებაშიო, ალბათ, უმრავლესობას კონკრეტული პასუხის გაცემა გაუჭირდება. ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი იტყვის, რომ მაქსიმუმ, თუ საქართველოს მტერი შემოესია, იარაღს აიღებს და ქვეყნის დასაცავად წავა. არადა, "ფრონტის ხაზი" სულ სხვაგან გადის და პატრიოტიზმი მხოლოდ ავტომატით
მტრის მოგერიება არ არის.

მაგალითისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება. აგერ, ჩვენი მეზობელი თურქეთი ლამის 80-იან წლებამდე ერთი ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, რომელსაც ასანთიც კი საზღვარგარეთიდან შეჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, იქაურმა ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოების წახალისება გადაწყვიტა. თუმცა ხელისუფლებამ რა რეფორმაც უნდა გაატაროს, მიზანს ვერ მიაღწევს, თუ საზოგადოება მხარს არ დაუჭერს. თურქების დიდმა ნაწილმა უმაგალითო პატრიოტიზმი გამოიჩინა - დაიწყეს მხოლოდ და მხოლოდ თურქული პროდუქციის ყიდვა. თავიდან ხარისხი მოიკოჭლებდა, თუმცა შემდეგ ხარისხიც გაიზარდა, კონკურენციაც და თურქეთი გასაღების ბაზრიდან იქცა მსხვილ ექსპორტიორად. დღეს ამ ქვეყანას ერთ-ერთი მზარდი ეკონომიკა აქვს და ლამის ყველაფერს აწარმოებს - სამშენებლო მასალებიდან დაწყებული და ვერტმფრენებით დამთავრებული. შესაბამისად, უცხოელი ბიზნესმენისთვის უფრო მომგებიანია, საზღვარგარეთიდან კი არ შეიტანოს ამ ქვეყანაში რაიმე პროდუქტი, არამედ იქ ააშენოს ქარხანა.
სულ ახლახან ამგვარმა პატრიოტიზმმა უკრაინა უფრო უარეს კრიზისს გადაარჩინა. მაშინ, როდესაც ომში გახვეული ქვეყნის ფინანსური სისტემა (პირველ რიგში, ეროვნული ვალუტა გრივნა) დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ერთი პატარა კოსმეტიკური საშუალებების მაღაზიის მეპატრონემ მაღაზიაზე გააკრა სტიკერი - "უკრაინული ნიშნავს - უკეთესს". ეს მოწოდება აიტაცა უკრაინელთა დიდმა ნაწილმა და ყიდულობდნენ მხოლოდ უკრაინულ პროდუქტს. ამან ერთი მხრივ, გრივნა გადაარჩინა კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას, მეორე მხრივ კი, უკრაინული საწარმოები - გაკოტრების პირას მისვლას.

ალბათ, უკვე ნათელია, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ქვეყნის გაძლიერება. კერძოდ, როდესაც თქვენ ყიდულობთ იმპორტულ პროდუქციას, მასში გადახდილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ გადის, რაც ცუდია. ქართული პროდუქციის ყიდვისას კი ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩაბრუნდება. ამით, პირველ რიგში, ლარზე ზეწოლა შემცირდება. თუმცა მთავარი ის არის, რომ ქართველ მეწარმეს მიეცემა ბიზნესის გაფართოების, ანუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა, სადაც შესაძლოა, დასაქმდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი. ნებისმიერი ქართული საწარმოს გაფართოება ნიშნავს, მეტ შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში. მეტი შემოსავალი კი იმას, რომ სახელმწიფოს უფრო მეტი ფული ექნება სხვადასხვა სფეროს დაფინანსებისთვის: დაწყებული თავდაცვისუნარიანობის ზრდით და განათლების ხარისხის ამაღლებით დამთავრებული. მეტი ფული ნიშნავს უფრო მაღალ პენსიებს­ და სხვადასხვა სოციალური პროექტის დაფინანსების ზრდას.

გარდა ამისა, გაიზრდება კონკურენცია თავად ქართულ საწარმოებს შორის, რაც ხარისხსა და ფასზე დადებითად აისახება. ძლიერი ქართველი ბიზნესმენი დაიწყებს ფიქრს მეზობელი ქვეყნების ბაზრის ათვისებაზე - ეს კი უკვე წინა პირობაა იმისა, რომ დაირღვევა უარყოფითი ბალანსი ქვეყნიდან გასულ და შემოსულ ვალუტას შორის. და როდესაც ლოგო "დამზადებულია საქართველოში", თავისთავად უკვე ხარისხის ნიშანი იქნება, უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში შეეცდებიან საწარმოების აშენებას, უფრო მრავალპროფილურ ინვესტიციებს განახორციელებენ და მხოლოდ სასტუმროების გახსნაზე არ იქნებიან მომართულნი.

რა თქმა უნდა, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, თავად ბიზნესმაც უნდა იაქტი­უროს. უფრო თამამად, აგრესიულად უნდა წარადგინონ ქართული პროდუქცია ბაზარზე და მეტი ყურადღება დაუთმონ მომხმარებლებამდე იმის მიტანას, რომ ქართული ნაწარმი არათუ ჩამოუვარდება უცხოურს ხარისხით, არამედ მას ხშირად აღემატება.
ამ პროცესს სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი და სხვადასხვა რეგულაციით უზრუნველყოს, რომ ბიზნესმენს ქართული პროდუქციის წარმოება უფრო უღირდეს, ვიდრე იმპორტიორობა.

თითოეული ჩვენგანის მიერ ქართული ნაწარმის შეძენა იქნება ის აგური, რომლითაც ავაშენებთ სახლს - ძლიერ და განვითარებულ საქართველოს. დიდი არითმეტიკა არ სჭირდება იმის გამოთვლას, რომ ჩვენ, საქართველოს ასეულათასობით მოქალაქემ, დღეში მინიმუმ ერთი ლარის ქართული პროდუქტი რომ ვიყიდოთ და დახარჯული თანხა თუნდაც ერთ წელზე გავამრავლოთ, რამხელა ინვესტიციას ვდებთ ქვეყნის ანუ ჩვენსავე კეთილდღეობაში.

ასე რომ, დღეს "ფრონტის­ ხაზი" ქართულ ნაწ­არ­მ­ზე­­ გადის. "კვირის პა­ლიტ­რა" ყოველთვის უჭ­ერდა და უჭერს მხარს ქა­რთველ მეწარმეებს და ამ­იერიდან "პალიტრამედია" თავის ყველა მედიაპლატფორმით უფრო აქტიურად განავითარებს იდეას, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიყიდოთ ქართული და ამით გავაძლიეროთ ქვეყანა.
იმედია, ამ დიდ საქმეში აქტიურად ჩაერთვებიან როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ისე ქართველი მეწარმეები, მაღაზიებისა და სუპერმარკეტების მეპატრონეები, საზოგადოების წარმომადგენლები. თუ ყველანი მოვინდომებთ და პროცესს მკვდარი წერტილიდან დავძრავთ, ძალიან მალე დავრწმუნდებით, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა.

"ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა!"

ტარიელ ზივზივაძე, ვებგვერდ Kar.ge-ს დამფუძნებელი, რომელიც ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას ცდილობს: "ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია ჩვენთვის დიდი გამოწვევაა! ჩვენთან მოსახლეობის დიდი ნაწილი რატომღაც დარწმუნებულია, რომ იმპორტული უკეთესია, თუნდაც ეს იმპორტული ძალიან დაბალი ხარისხის იყოს. თუმცა ჩვენი ორთვიანი აქტიური საქმიანობიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ხალხს ნაღდი ქართული ხარისხიანი პროდუქტები "შია". არის თუ არა ხარისხიანი ქართული წარმოების პროდუქტები? რა თქმა უნდა, თან ბევრი! თუმცა მათ სხვადასხვა მიზეზის გამო მომხმარებელი უბრალოდ არ იცნობს. მიზეზიც ობიექტურია - ხშირად ქართული პროდუქტები დახლზე არ დევს. ქართული წარმოების ხარისხიანი პროდუქტების პოპულარიზაცია ზუსტად ის არის, რაც ყველას ინტერესში შედის. ყიდულობ ქართულს? ე.ი. ავითარებ ქართულ ბიზნესს, ასაქმებ საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ სახელმწიფოს და ეს ყველაფერი დადებითად აისახება ამ ქვეყნის ყოველ მოქალაქეზე".

თუ თქვენ გაქვთ იდეები, სურვილები, შენიშვნები ან მოსაზრებები ამ სტატიის თემასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით "პლიტრამედიის"ცხელ ხაზზე - 219 60 13 ან მოგვწერეთ contact@kvirispalitra.ge
მკითხველის კომენტარი (61)
...
06 თებერვალი 2016 12:45
Sakartveloshi bankidan daxmareba ki ara xalxi rogor gatkaon agar ician rac sheileba magal procentebs axdevineb am dolaris gamo xalxma ormagi gadaixada
ნინო
03 თებერვალი 2016 20:12
1988 წელში ვიყავი თურქეთში.ჩემი თვალით ვნახე ის სიღარიბე ,რაც იქ იუო,ჩვენთან შედარებით. 20 წლის შემდეგ კვლავ ჩავედი ამ ქვეყანაში და იქ დამხვდა რადიკალურად განსხვავებული ქვეყანა...დამაინტერესა და ვიკითხე თუ როგორ მოხდა ყველაფერი ეს....როგორც იქ ამიხსნეს,მიზეზი იყო ერთადერთი, მთავრობა დაუდგა ხალხს გვერდით და რითი გამოიხატება ეს, ბანკებიდან დაბალ პროცენტიანი,გრძელვადიანი სესხები.ამის გარდა,შეზღუდა იმპორტის შემოტანა,მათ გაეზარდათ საბაჟო გადასახადი.თავისთავად ფასის მანიპულირების საშალება მოუსპო...და ამით დაეხმარა ადგილობრივ მეწარმეს .რასაც ჩვენი მთავრობა არასდროს არ ან ვერ გააკეთებს...რაც შეეხება მოწოდებას. ჩვენ შევიძინოთ მხოლოდ სამამულო პროდუქტი,ეს სრულიად შეუძლებელია იმ ღარიბ ქვეყანაში,სადაც პენსია 150 ლარია...იქ სადაც " შეძლებული " ქალბატონებიც კი მეორადებში ყიდულობენ....დღე საქართველოს მოსახლეობის 90% გაჭირვებულია,ის ეცდება დაბალი ფასიანი პროდუქტი და ტანნსაცმელი შეიძინოს.ხოლო დაბალფასიანი პროოდუქტიც და ტანსაცმელიც მხოლოდ შემოტანილია.ეს იმიტომ,რომ ადგილობრივ მეწარმეს პროდუქციის წარმოება ძვირი უჯდება და ყიდის ისეთ ფასში, რომ ორი კაპიკი დარჩეს, წინააღმდეგ შემთხცევაში წაგებული დარჩება...ამითი სარგებლობს შემომტანი.... გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს მომენტი.....
nina
01 თებერვალი 2016 19:07
Raxan moyvanilia turqetis magaliti gsitvsliswinos mtavrobsmas da gasces mravslwliani dabal procentiani krefitebi damwyebi mewarmeebidtbis... midi abs bsnkshi sesxistvis? Ramdenime wliani gamocdileba tbiuri da eliuri amdeni da amdenj shemisavsli tu ara da bodishsac af geubnebian ise gishveben garet ..riti ginda dsiwyo samamulo nawarm7s sheqmna am gapartaxebul qveysnashi xdlshi putis pulic rom ar gawvs ..miux3davad imis rom tavdhi gaqvs ragac ...xeli ar gewyoba pinansursd..... gaanadgures goris bsmbeulis kombinati tore zapic chveni gveqneboda da nacheric ., shevketavdit kidec da movqsovdit kid3c da ramdeni magdagvari ..aawye acla mcire sawarmo carieli xelit ....
...
28 იანვარი 2016 15:27
Da. Tkma. Unda. Zedmetma. Kuradgebam. Da. Ganebivrebam. Migvikvana. Am. Zomamde. Tarım. Saxelmsifo. Da. Eklesia. Ar. Kadagebs. Tarım. Ar. Arış. Kartuli. Ojaxebi. Senarsunebis. Magalitebi. Am. Gmertis. Rseuli. Eriş. Şad. Arış. Kartveli. KASİS. Prinsipi.
........
















მზია
23 იანვარი 2016 01:25
ხარისხს არ ვენდობით სამწუხაროთ.
...
19 იანვარი 2016 20:31
Amaze vocnebob kargi xania shemi azrid gamogvikvans gahirvebidan
omari
18 იანვარი 2016 21:57
Tu saxelmcifo an kerdzo mecarme daamzadebs da gamoushvebs xarisxian produkts aseve unda daushvas e.w.talonis sistema xalxi isargeblebs talonit produqtic gasagdeba marto sacarmoze an biznesze ar unda iyos interesi aq xalxia mtsvari xalxia biznesic da saxelmcifoc ara ise rogorc bsnkebi gvatyaveben dges iztunet xalxze da amas xalxi daafasebs ravi me ase vfiqrob da sxva ar vici tumca atasi versiis ganxilvac sheidzleba mtavaria patriotizmi ara iseti misham ro sheqmna banakebi
omari
18 იანვარი 2016 21:25
Sheidzleba rasac vcer temisgan shorsaa mara patriotobastan axloa sakutari saxlis asheneba davicye anu nolidan am rtul situaciashi roca xalxs puris fuli ar aqvs arc me gadamdistavze qoneba shvidi celi gavida rac vasheneb da ver davamtavre axla var 36 clis myavs meugle da erti vaji otxi clis minda avgnishno rom dgemde vcxovrob mamastan da dzmastan ertad radgan ver davamtavre saxli mrcxvenia ojaxis mezoblebis da qalaqelebis aseve qartvelobis am askshi erti shvilis yola da dzmis ojaxshi cxovreba kreditebit vasheneb chems mdgomareobashi bevria bevri verc ashenebs da mravali ojaxi cxovrobs ert saxlshi es gasagebia mara chveni archeuli mtavroba ro premiebs irigebs da me gazi ver shemiyvania saxlshi esaa patriotobaa lamiisaa gaviqce qveynidan da chinels an arabs mivyido chemi cinapris sisxlit gapoxil adgilze ashenebuli saxli qartvelis mier dafiqrdit mtavrobis cevrebo da biznesmenebo cotani vart qartvelebi dges chvens xarjze mdidrdebit chven ro agar viqnebit tqven mogadgebat siduxchire radgan chineli da arabi ase iolad fuls ar gashovnine ben dafiqrdit gigirt aseti simdidre? Gipebidan chvenskenac gadmoixedet qristianebi vart bolo bolo
omari
16 იანვარი 2016 21:07
Saxelmcifom unda sheqmnas yvela piroba kreditit agebuli fulit qveyana fexze ver dadgeba is qarxanac satburic fabrukac da sacxobic mtavrobam unda aashenos xalxi unda daasaqmos da gansazgvros gasavalic da shemosavalic miicebic unda daibrunos da tavad daamushavos tore xalxi gazarmacda iafi fulis shovnazea gadasuli da soflebic daicala ase ver avshendebit amas unda kompleqsuri mushaoba da chven qveyanas aqvs yvela piroba rom fexze ki ara ze saxelmcifod viqcet winaagmdeg shemtxvevashi qveyana qartvelebis gareshe darcheba da sxva erebs darchebat qveyana chven ver vafasebt chveni qveynis shesadzleblobas ar gviyvars eri da verc produqcias sheviyvarebt raga vtqva gmertis imedi maqvs meti agarafris
omari
16 იანვარი 2016 20:43
Jer jartis gatana sheidzleba qveynidan turqets rogor mivedarot roca chven titon kapikebshi gagvaqvs feradi litoni da ukan atjer dzvirad gvibrundeba gana ar sheudzlia saxelmwifos misi aq gadamushaveba magram es erteulebs ar awyobt sashvalo fena ar awyobt chvens qveyanashi me mainc mtavrobas vakisreb pasuxismgeblobas imito virchevt rom gaudzgves qveyanas qalic is aris da kacic am shemtxvevashi

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?