"პალიტრამედია" მცირე და საშუალო ბიზნესს უნიკალურ შანსს აძლევს - კვირის პალიტრა

"პალიტრამედია" მცირე და საშუალო ბიზნესს უნიკალურ შანსს აძლევს

"აკეთო ბიზნესი რეკლამის გარეშე, იგივეა, ბნელ ოთახში თვალი ჩაუკრა გოგოს. მხოლოდ შენ იცი ამის შესახებ, სხვამ არავინ."

სტიუარტ ჰენდერსონ ბრიტი

(მარკეტინგის გურუ)

"პალიტრამედია" "მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის" პროგრამას იწყებს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მედიასახლი კერძო სექტორს პროდუქციისა და სერვისის რეკლამირების უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. ბიზნესს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ეფექტურად დაგეგმილი სარეკლამო კამპანია რადიოში, პრესასა და ინტერნეტში.

აქსიომაა, რომ რეკლამა ბიზნესის მამოძრავებელი ძალაა. რეკლამის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია, ბიზნესმა ხმა მიაწვდინოს პოტენციურ მომხმარებელს, გააცნოს თავისი სერვისი თუ პროდუქცია. დიდი კომპანიებისთვის სარეკლამო კამპანია სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამაში დიდ ფულსაც ხარჯავენ. მცირე და საშუალო ბიზნესს კი ხშირად არ აქვს ეფექტური რეკლამისთვის საჭირო ფინანსური რესურსი. შესაბამისად, ინფორმაცია ასეთი კომპანიების საქმიანობის შესახებ ფართო აუდიტორიამდე ვერ აღწევს. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის, ჯერ კიდევ 2012 წელს, "პალიტრამედიამ" IREX-ისა და USAID-ის პარტნიორობით, შექმნა პროგრამა, რომლის მიზანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ეფექტური სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიის შეთავაზება იყო. ამ პროგრამაში მონაწილეობით ბიზნესს შესაძლებლობა ჰქონდა, გაეზარდა ცნობადობა ერთდროულად გაზეთის მკითხველებში, რადიოს მსმენელებსა და ვებგვერდის მნახველებში. 2012-2013 წლებში პროგრამაში 200-მდე კომპანია იყო ჩართული და მინიმალური ძალისხმევითა და დანახარჯით, მნიშვნელოვნად გაზარდეს გაყიდვები.

ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო კომპანიებს, დღესაც სჭირდება თანადგომა. სწორედ ამიტომ "პალიტრამედიამ" გადაწყვიტა, მცირე და საშუალო კომპანიებს ხელსაყრელ ფასად ეფექტური სარეკლამო კამპანია შესთავაზოს ერთდროულად რამდენიმე მედიაპლატფორმაზე. რეიტინგული და სწორად შერჩეული მედიასაშუალებებისა და ეფექტური გზავნილების გამოყენებით ბიზნესი შეძლებს, რომ კრიზისის პირობებშიც კი განვითარდეს.

ქეთი ქაროსანიძე, "მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის" მენეჯერი: "პირველად მსგავსი პროექტი 2012-2013 წლებში წამოვიწყეთ, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მცირე და საშუალო კომპანიების მხრიდან. ბევრი მათგანი დღემდე თანამშრომლობს ჩვენთან. არსებული რეალობის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ პროექტის აღორძინება ამ ეტაპზე აქტუალური იქნებოდა. გარდა ამისა, იმ კომპანიებს, ვინც დღემდე თანამშრომლობს ჩვენთან, ჰქონდათ პროექტის განახლების სურვილი. მოგეხსენებათ, რომ ეს პროგრამა გათვლილია მცირე და საშუალო კომპანიებზე, ამიტომ ყველა კომპანია ამ პროექტში ვერ ჩაერთვება. გვექნება შერჩევითი კონკურსი, რისთვისაც პროექტში მონაწილეობის მსურველი კომპანიის წარმომადგენლებმა უნდა შეავსონ საკონკურსო განაცხადი, სადაც მიუთითებენ ინფორმაციას კომპანიის წლიური ბრუნვისა და თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ. ამჯერად ჩვენი შეთავაზება გულისხმობს რეკლამის განთავსებას ყველაზე სანდო, მაღალტირაჟიან და გავლენიან გაზეთ "კვირის პალიტრაში", ყველაზე პოპულარულ ვებგვერდზე ამბები.გე და მაღალრეიტინგულ რადიო "პალიტრაში". გარდა ამისა, მათი თანამშრომლები სიმბოლურ ფასად "პალიტრამედიის" ტრენინგცენტრში ტრენინგსაც გაივლიან. პროექტის მონაწილეები სარეკლამო კამპანიაში თვეში 2.580-ის ნაცვლად გადაიხდიან 480 ლარს. გარდა ამისა, პროექტში მონაწილე კომპანიები დამატებით სარგებელსაც მიიღებენ. ჩვენ დავუმზადებთ მათ რეკლამის დიზაინს, სარეკლამო რგოლსა და ვებბანერს სრულიად უფასოდ".

გიგა სარჯველაძე, შპს "აჩისარის" ხელმძღვანელი: "ჩვენი კომპანია ამ პროექტში 2012 წლიდან მონაწილეობდა. ძალიან კარგი პროექტი იყო და როგორც კი ეს პროექტი შეჩერდა, გაყიდვების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა. ეს გადაჭარბებული ნათქვამი არ გეგონოთ. ჩვენ ეზოს ავეჯს ვამზადებთ და მანამ, სანამ "პალიტრამედიის" "მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის" პროექტში ჩავერთვებოდით, ჩვენი ძირითადი კლიენტები სახელმწიფო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტები იყვნენ, რომლებიც ავეჯს ბაღებისა და სკვერებისთვის გვიკვეთდნენ. მას შემდეგ კი, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტით სარეკლამო კამპანია წამოვიწყეთ, საცალო მომხმარებელმაც გაგვიცნო და საცალო გაყიდვები თითქმის 70-80%-ით გაგვეზარდა. საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა კომპლექსური რეკლამა - ზოგი რადიოთი იგებდა ჩვენ შესახებ, ზოგი - გაზეთში კითხულობდა, ზოგიც ვებგვერდზე ათვალიერებდა ჩვენს პროდუქციას. ძალიან მიხარია, რომ "პალიტრამედია" ისევ იწყებს ამ პროექტს. აუცილებლად მივიღებ მასში მონაწილეობას".

ლაშა კუხალაშვილი, შპს "ინკოს" ხელმძღვანელი: "ამ პროექტში მისი დაარსების დღიდან ვიყავი ჩართული. ძალიან კმაყოფილი ვიყავი როგორც შედეგით, ასევე ფასით, რომელსაც კომპლექსური რეკლამისთვის ვიხდიდით. ჩემი ბიზნესი მცირე მასშტაბისა და სპეციფიკურია. ლაზერული კარტრიჯების აღდგენა არ არის მასებზე გათვლილი სერვისი და ამის გათვალისწინებითაც კი, პროგრამაში მონაწილეობით ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ, რადგან რეკლამა ჩვენ შესახებ მიზნობრივ აუდიტორიამდე აღწევდა. ახლა, რაკი ისევ იწყება ეს პროექტი, არც კი დავფიქრდები, ისე მივიღებ მონაწილეობას. არ დაგიმალავთ, მანამდეც არაერთხელ მიცდია სარეკლამო კამპანიის წარმართვა, მაგრამ ზოგან ძალიან ძვირი ღირდა რეკლამის განთავსება, ხოლო სადაც ხელსაყრელ ფასს მთავაზობდნენ, არაეფექტური იყო. "პალიტრამედიაში" კი ეს პროექტი კარგად დაიგეგმა - მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობენ ყველაზე რეიტინგულ მედიასაშუალებებს, წარმოუდგენლად დაბალ ფასად. თამამად გეტყვით, ეს არის შანსი, რომელიც ბიზნესმა ხელიდან არ უნდა გაუშვას".

პროექტში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ: ტელ.: 237 78 07, მის.: იოსებიძის 49, მეილი: smb@palitra.ge