მომავალი წლიდან, შესაძლოა, წყალი და გამაგრილებელი სასმელები გაძვირდეს
19-10-2015
მომავალი წლიდან, შესაძლოა, წყალი და გამაგრილებელი სასმელები გაძვირდეს
ნოდარ ხადურის ბრძანების მიხედვით, უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს შემოსავლების სამსახური მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიხდის

ფინანსთა მინისტრ ნოდარ­ ხადურის გადაწყვეტილებით, 1-ლი ნოემბრიდან­ ბიზნესს ახალი რეგულ­აცია დაუწესდება. უალ­კოჰოლო სასმელები ქა­რ­თულ ბაზარზე ელექ­ტრონული მარკირების­ წესს უნდა დაექვემდებაროს. სასმელებზე ნიშ­ა­ნდებას განახორციელ­ებს­ შვეიცარიული კომ­პ­­ანია "სიქპა", რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით ფულს სახელმწიფ­ოს ბიუჯეტიდან მიიღებს.

რამდენის გადახდა მოუწევს შემოსავლების სამსახურს უცხოური კომპანიისთვის, ფინანსთა სამ­ინისტრო არ ამხელს. აცხადებენ, რომ პროცესის დაწყების მერე გამოჩნდება, რა რაოდენობის პროდუქტი იქნება დასამარკი.
"მარკი­რების საფასური დამოკიდებულია მარკირებული პროდუქციის რაოდენობაზე, გამომდინარე აქედან, შეუძლებელია ზუსტი თანხის დასახელება. რაც შეეხება მარკირების სისტემის დანერგვას საწარმოებში, ამას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს. მნიშვნე­ლოვანია, რომ ეს ხარჯი იმაზე გაცილებით
დაბალ­ია, ვიდრე შემოსავლების სამსახ­ურს თითოე­ული უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიის პერიოდული აუდიტორული შემოწმება უჯდება", - აცხადებს­ ფინანსთა სამინისტრო და ვერ აკონკრეტებს, რამდენია "გაცილებით ნაკლები"...

უალკოჰოლო სასმელების მა­რ­კირება წინა ხელისუფლების პრო­ექტია, რომლის საეჭვო პირ­ო­ბებზე მაშინვე საუბრობდა მედ­ია­ და შემსრულებელთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებში­ კორუფციის ნიშნებს ხედავდა. "ნაცი­ონალებმა" რეგულირების შემსრულებლად შვეიცარიული კომპანია "სიქპა" შეარჩიეს. როგ­ორც ჩანს, წინა ხელისუფლების ფავორიტ კომპანი­ასთან ნოდარ ხადურმაც ადვილად გამონახა საერთო ენა...

წინა მთავრობამ შვეიცარიული­ კომპანიის სასარგ­ებლოდ მარკირების საფასურად მაღალი გადასახ­ადი - 1 000 ბოთლზე 5,5 ევრო დააწესა. ეს იმ სამუშაოს თვითღირებულებას, რაც "სიქპას" უნდა განეხორციელებინა, 200-ჯერ აღემატებოდა. ახლანდელმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადუ­რმა "სიქ­პასთვის" დაპირებული მოგება ცოტა შეამცირა - 1 000 ბოთლზე 10 ლარამდე, დღგ-ს გარეშე. ამჟამად "სიქპა" 100-ჯერ მეტს მიიღ­ებს ბიუჯეტიდან, ვიდრე მას ეს დაუჯდება. რამდენს გადაიხდის ბიუჯეტი მარკირებაში, რთული დასათვლელი არ არის: შემოსავლების სამსახურის ინფ­ორმაციით, ყოვ­ელწლიურად ქა­რ­თულ ბაზარზე 500 მილიონი­ ბოთლი ადგილ­ობრივი და იმპ­ორტირებული უალკოჰოლო სა­სმელი იყიდება. მარტივად რომ ვთქვათ, ხადურის მიერ დადგენილ ფასზე­ გადამრავლებით, შემოსავლების­ სამსახურმა წელიწადში დაახლ­ოებით 6 მილიონი ლარის მობილიზება უნდა მოახდინოს, მარკირების ხარჯი რომ დაფაროს.

1-ლი იანვრიდან მარკირების საფასურის გადახდა ბიზნესს მოუწევს


ნოდარ ხადურმა წინა ხელისუფლების ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებაში ცვ­ლილებები შეიტანა და დაადგინა­: "2016 წლის 1-ელ იანვრამდე შერჩ­ეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახ­ურის მიერ, შერჩეულ პირთან­ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე", - შესწორებაში გარკვევით წერია, რომ შემოსავლების სამსახური საფასურს გადაიხდის 1-ელ იანვრ­ამდე, მხოლოდ 2 თვის განმავლობაში. ვინ გადაიხდის ფულს ახალი წლიდან, ხადურის ბრძანებაში­ არ ჩანს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბიუჯ­ეტი ჯერ დამტკიცებული არ არის და უწყება ვერ აკონკრეტებს, განსაზღვრულია თუ არა მომავალი­ წლის ბიუჯეტში მარკირებაში გადასახდელი თანხის ოდენობა. უწყებაში აცხადებენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებს­ ახლა ადგენენ.

ცალსახაა, მინისტრმა ბრძანე­ბაში განსაზღვრა მხოლოდ 2 თვე. 2 თვის შემდეგ რეგულაციის საფასურის გადამხდელი იქნება­ ის, ვინც წინა ხელისუფლების დროს გამოცემულ ბრძანებაშია მითითებული - ბიზნესი. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს ახალი გადასახადი დაეკის­რება. ფაქტია, მინისტრმა ბრძანებაში დააფიქსირა დრო­ის ის მონაკვეთი, როდესაც ბიუჯეტიდან აპირებს­ გადასახადის საფასურის დაფარვას. ახალი წლიდან გადასახადს მეწარმეები გადაიხდიან. გადასახადი აისახება პროდუქციის ფასზე და მომხმარებლებისთვის წყალი გაძვირდება. გაძვირდება მტკნარი წყალი, მინერალური და გამაგრილებელი სასმელები.

წყალი და გამაგრილებელი სასმელები გაძვირდება

"ნაციონალების" მთავრო­ბ­­ის მიერ მიღებული კანონის - "არააქც­იზური საქონლის მარკ­ირების შესახებ" განმარტებით ბარათში აბსო­ლუტურად ცინიკ­ური ფრაზა, თითქოს კანონპრ­ოექტი არ იქო­ნიებს ზეგავლენას გადასახადის გადამხდელებზე­ არც გადასახადის განაკვეთების გაზრდით და არც სხვა მსგავსი­ ფინანსური შედეგით, ახალმა ხელისუფლებამ ძალაში დატოვა და ხადური სწორედ იმ კანონის­ ამოქმედ­ებას აპირებს. მის მიერ განსაზღვრული ცვლილებები მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს,­ შემდეგ კი "ნაციონა­ლების" მიერ მიღებული კანონი­ უცვლელად შევა ძალაში... შედეგის განსაზღვრა­ ძნელი არ არის: საწარმოო ხარჯების ასეთი ზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ იქნება დაკავშირებული პროდუქ­ციაზე ფასების იძულებით გაზრდასთან, რაც შეამცირებს გაყი­დვებს. შეამცირებს­ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლ­ებსაც, მომხმარებლისთვის კი ეს იქნება დამა­ტებითი ტვირთი და როგორც ყველ­ანაირი ფასების ზრდა, უკმ­აყოფილების საფუძველი გახდება.
ასე რომ, ამ კანონის ამოქმე­დებიდან სულ მალე, "ზედაზენი",­ "ბორ­ჯო­მი", "ზანდუკელი", "ნაბე­ღლავი", "კოკა-კოლა", "პეპსი", "საირმე", "სნო","ლიმონათი "ნატ­ახტარი" და ყველა სხვა არაალკოჰოლური სასმლის ფასი, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო თითქმის ყველა მომხმარებლისთვის, საგრძნობლად მოიმატებს.

ეკა ქავთარაძე
დათო
31 ოქტომბერი 2015 11:29
განსაკუთრებით ბორჯომი გაძვირდება ასევე ნაბეღლავი და სხვა ბუნების მიერ ნაბოძებ სიკეთე , მამასისხლად რომ ყიდიან და ჯიბეებს ისქელებენ, რუსეთის იმპერიასა და ამერიკულ დემოკრატიაზე ლაქლაქში ხალხს ყველფენ და თვალში ნაცარს აყრიან
1000 ბოთლზე 10 ლარი
22 ოქტომბერი 2015 10:02
1000 ბოთლზე 10 ლარი, რამდენია ეს 10 ლარი 1000 თეთრია ე.ი. 1ბოთლზე 1 თეთრი და კიევ ზედ დამატებული დღგ 18% 1 თეთრიდან (აუ ამას რა დათვლის) აბა ვნახოთ რამდენით გაგვიძვირდება
(ამ კანონის ამოქმე­დებიდან სულ მალე, "ზედაზენი",­ "ბორ­ჯო­მი", "ზანდუკელი", "ნაბე­ღლავი", "კოკა-კოლა", "პეპსი", "საირმე", "სნო","ლიმონათი "ნატ­ახტარი" და ყველა სხვა არაალკოჰოლური სასმლის ფასი, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო თითქმის ყველა მომხმარებლისთვის, საგრძნობლად მოიმატებს.)
ალბათ 1.20 ლარიანი ბორჯომი საგრძნობლად მოიმატებს და გახდება 1.40 ვაშაააა, ან ნაბეღლავი 1.00 ლარის ნაცვლად იქნება 1.20 აქ ვაშა უადგილოა , მაინც ჩვენ ზურგზე ამოიღებენ მაგათ რა ენაღვლებათ. წესით საცალო ფასები ალბათ არ შეიჩვლება თუ ეს ინფორმაცია სწორადაა მოწოდებული, ალბათ საბითუმო გამყიდველები 2 თეთრს დაამატებენ, საცალოზე იგივე უნდა დარჩეს (0,5 ლიტრიანი მტკნარი წყალის (წყლის ცუდად გამოდის) საბითუმო ფასი დაახლოებით 35 თეთრს არ აღემატება საცალოზე იშვიატად ნახავთ 50 თეთრზე იაფად). ასე უნდა მინისტრს და რა ქნას
მაია, მაო
22 ოქტომბერი 2015 02:02
ბიზნესმენები თუ თავიანთი სურვილით გააძვირებენ, ეს მათი საქმეა. რაც შეეხება "მარკირებას" ეს ბევრჯერ ითქვა, რომ არ ეხება ბიზნესს ფინანსურად, არამედ ეხება სახელმწიფოს ..... ძალიან მარტივად და უბრალო ენით ვიტყვი: სახელმწიფომ გადაწყვიტა ჯერ კიდვ წინა მთავრობის დროს დაეთვალა "მარკირების" გზით გამოშვებული პროდიქცია, და დადო ხელშეკრულება შვეიცარიულ, მსოფლიოში ამ საქმის ყველაზე კომპეტენტურ კომპანია "სიქპა"სთან რომელსაც მსოფლიო, როგორც ფულის, ასევე უამრავ მნიშვნელოვან დოკუმენტის "დაცვაში" ენდობა. სახელმწიფოს, რომ არ დაექირავებინა ეს კომპანია ან ნებისმიერი სხვა თუნდაც, მაშინ მას ბევრად ძვირი დაუჯდებოდა ამ საქმის აწყობა ტექნიკური თუ ადამიანი რესურსის მხრივ. ხოლო რასაც ზოგიერთი ბიზნესმენი ახადებს , რომ პროდუქტს თავისი აპარატითაც ითვლის და სახელმწიფოს შეუძლია ამ აპარატურას ნდობა გამოუცხადოს .... უბრალოდ სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია .... ანდაზას მაგონებს "მელამ მოწმედ თავის კუდი მოიყვანაო" ასე რომ თუ აღშფოთდებით ჩვენო ძვირფასო ადამიანებო, ვინატროთ, რომ ასე აეწყოს სხვა საქმეებიც და აუცილებლად ეშველაბე ქვეყანას და ჩვენც ......

რედაქტორის რჩევით