"საქართველოს ბანკმა" და Western Union-მა 5.000 დოლარის მფლობელი გამოავლინა
"საქართველოს ბანკმა" და Western Union-მა წამახალისებელი გათამაშების - "შემიძლია თუ არა მივუახლოვდე ჩემს ოცნებას? - დიახ!" მესამე ეტაპის გამარჯვებული დააჯილდოეს. მთავარი პრიზის, 5.000 დოლარის მფლობელი "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი ნანა ადონია გახდა. ბანკის იღბლიან მომხმარებელს მოგებული თანხა "საქართველოს ბანკის" სწორედ იმ სერვისცენტრში გადასცეს, სადაც რამდენიმე თვის წინ მან გათამაშების კუპონი შეავსო.

ნანა ადონია (გათამაშების გამარჯვებული): "ახლაც ძალიან ვღელავ და ვნერვიულობ... ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ამ გათამაშებაში გამარჯვება. როდესაც მესმოდა, ან ვხედავდი,
რომ სხვა წამახალისებელი გათამაშებიდან ურეკავდნენ გამარჯვებულებს და მოგების შესახებ ატყობინებდნენ, ისინი კი თითქოს ემოციის გარეშე ხვდებოდნენ ამ სასიხარულო ამბავს, ძალიან მიკვირდა. ახლა მეც იგივე დამემართა. როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ 5.000 დოლარი მოვიგე, მეგონა ვიღაც ხუმრობდა. უკვე სამი თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც გზავნილი
მივიღე უცხოეთიდან და "საქართველოს ბანკის" ამ სერვისცენტრში გათამაშების კუპონი შევავსე, ამიტომ აღარც ველოდი, რომ დამირეკავდა ვინმე.

ზუსტად მახსოვს, 1-ელი თებერვალი იყო, როდესაც დამირეკეს და ეს სასიხარულო ამბავი შემატყობინეს. სხვათა შორის, იმ დღეს მართლმადიდებლური კალენდრით ანტონ მარტყოფელის ხსენების დღე იყო და მარტყოფის მონასტრიდან ვბრუნდებოდი ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად. პირველ რიგში მადლობა უფალს ამხელა წყალობისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა Western Union-ს არა მხოლოდ ასეთი სწრაფი გზავნილებისთვის, არამედ ამ აქციის ჩატარებისთვის. რა თქმა უნდა მადლობა მინდა ვუთხრა "საქართველოს ბანკს", სადაც შევავსე გათამაშების კუპონი და ასევე მადლობა ბანკის ოპერატორ გოგონას, რომელმაც მირჩია შემევსო ეს კუპონი. უკვე სამი წელია, რაც "საქართველოს ბანკის" კლიენტი ვარ და ხშირად ვსარგებლობ ბანკის მომსახურებით.

ზუსტად ვიცი, რაში დავხარჯავ მოგებულ თანხას. ვერ ვიტყვი, რომ პირადი მიზნებისთვის მოვიხმარ ამ ფულს. ბევრი ჩვენი ახლობელი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება და ვფიქრობ, რომ უფალმა სწორედ რომ საჭირო დროს გამოგვიგზავნა საჩუქარი ამ ფულადი პრიზის სახით. ასე რომ, მოგებული ფული ბევრ კეთილ საქმეს მოხმარდება და მის ნაწილს ეკლესიასაც შევწირავთ".

Western Union-ის გათამაშება "შემიძლია თუ არა მივუახლოვდე ჩემს ოცნებას? - დიახ!" გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და სამი თვე გრძელდებოდა. გათამაშებაში მონაწილეობდნენ გზავნილის მიმღები და გამგზავნი მომხმარებლები. 2009 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ყველა, ვინც ისარგებლა  Western Union Transfer - ის ფულადი გზავნილების მომსახურებით, თანხის გაგზავნისას ან მიღებისას, ბანკის ოპერატორისგან აუცილებლად მიიღებდა Western Union Money Transfer-ის ნიშნით აღნიშნულ პრომოკუპონს. ყველა მოგებული კუპონის იღბლიან მფლობელს გადაეცა ფულადი ჯილდო.

Western Union-ის გათამაშებაში "საქართველოს ბანკის" 47-მა მომხმარებელმა გაიმარჯვა, მათ შორის ორს მთავარი პრიზი - 5.000 დოლარი ერგო, დანარჩენები კი 100-100 დოლარით დააჯილდოეს.

Western Union-ის სწრაფი ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემით სარგებლობა "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი. ფულადი გზავნილების აღნიშნული სისტემით სარგებლობა კი შესაძლებელია მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში. თანხის მიღება და გაგზავნა შესაძლებელია აშშ დოლარში, გზავნილის გასაკეთებლად საჭიროა მხოლოდ 10-15 წუთი.
R
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები