მაშველი რგოლი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
16-11-2015
მაშველი რგოლი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
ეფექტური სარეკლამო კამპანია ერთდროულად რამდენიმე მედიაპლატფორმაზე წარმოუდგენელ ფასად

"მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის" პროგრამას, რომელსაც "პალიტრამედია" ახორციელებს, როგორც კერძო სექტორის, ასევე მომხმარებლების საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კერძო სექტორს ამ პროგრამამ პროდუქციისა და სერვისის რეკლამირების უნიკალური შესაძლებლობა მისცა, მომხმარებელმა კი პირველად სწორედ ამ პროექტით გაიგო ბევრი ისეთი პროდუქტისა და მომსახურების შესახებ, რომელზეც მანამდე შესაძლოა არაფერი იცოდა. პროექტის უნიკალურობაც ამაშია - ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს ეფექტურად დაგეგმილი სარეკლამო კამპანია რადიოში, პრესასა და
ინტერნეტში, მომხმარებელს კი მეტ ინფორმაციასა და მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობას აძლევს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა "პალიტრამედიამ" დაინახა რა მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებები და შესაძლებლობები, ამ სეგმენტზე მაქსიმალურად მორგებული და ეფექტური სარეკლამო პროდუქტი შესთავაზა. დღეს უკვე აღარავინ კამათობს ბიზნესისთვის რეკლამის აუცილებლობაზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კარგად
დაგეგმილი და შედეგზე ორიენტირებული სარეკლამო კამპანია მხოლოდ დიდი ბიზნესისთვის არის ხელმისაწვდომი. მცირე და საშუალო ბიზნესს კი, როგორც წესი, ამისთვის ფინანსური რესურსი არ ჰყოფნის. შესაბამისად, ინფორმაცია ასეთი კომპანიების საქმიანობის შესახებ ფართო აუდიტორიამდე ვერ აღწევს. სწორედ ამიტომ,
ჯერ კიდევ 2012 წელს, "პალიტრამედიამ" IREX-ისა და USAID-ის პარტნიორობით შექმნა პროგრამა, რომლის მიზანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ეფექტური სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიის შეთავაზება იყო. ამ პროგრამაში მონაწილეობით ბიზნესს შესაძლებლობა ჰქონდა, გაეზარდა ცნობადობა ერთდროულად გაზეთის მკითხველებში, რადიოს მსმენელებსა და ვებგვერდის მნახველებში.

მცირე და საშუალო კომპანიებს დღესაც სჭირდებათ თანადგომა. სწორედ ამიტომ "პალიტრამედიამ" კიდევ ერთი საინტერესო პროგრამა შესთავაზა მცირე და საშუალო კომპანიებს - ეფექტური სარეკლამო კამპანია ერთდროულად რამდენიმე მედიაპლატფორმაზე და ეს ყველაფერი ხელსაყრელ ფასად. რეიტინგული და სწორად შერჩეული მედიასაშუალებებისა და ეფექტური გზავნილების გამოყენებით ბიზნესი კრიზისის პირობებშიც კი განვითარებას შეძლებს.
"პალიტრამედიის" მიმდინარე შეთავაზება გულისხმობს რეკლამის განთავსებას ყველაზე სანდო, მაღალტირაჟიან და გავლენიან გაზეთ "კვირის პალიტრაში", ყველაზე პოპულარულ ვებგვერდზე ambebi.ge და მაღალრეიტინგულ რადიო "პალიტრაში". პროექტის მონაწილეები სარეკლამო კამპანიაში თვეში 2 580 ლარის ნაცვლად, გადაიხდიან 480 ლარს. გარდა ამისა, პროექტში მონაწილე კომპანიები დამატებით სარგებელსაც მიიღებენ - მარკეტინგისა და რეკლამის სამსახური მათ რეკლამის დიზაინს, სარეკლამო რგოლსა და ვებბანერს სრულიად უფასოდ დაუმზადებს. გარდა ამისა, პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლები სიმბოლურ ფასად "პალიტრამედიის" ტრენინგ­ცენტრში ტრენინგსაც გაივლიან.

"პალიტრამედიის" მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ახალი პროექტი დაახლოებით ერთი თვეა, რაც დაიწყო და მასში უკვე 50-მდე კომპანიაა ჩართული. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე კომპანიები უკვე საუბრობენ იმ შედეგებზე, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობამ მოუტანა.

დავით მუმლაძე, შპს "I GPS ოპერატორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია თავის სეგმენტში, ჩვენ პირველად ვმონაწილეობთ "პალიტრამედიის" ამ პროექტში. მცირე წარმოდგენა რომ შეგექმნათ ჩვენს კომპანიაზე, გეტყვით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა GPS მონიტორინგი, რომლის გამოყენება წლების განმავლობაში საქართველოში ავტომობილების უსაფრთხოების მიზნით ხდებოდა. დღეს ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა, რადგან ამ სისტემის დახმარებით შესაძლებელი გახდა, კომპანიებმა გააკონტროლონ და დაგეგმონ საკუთარი ავტოპარკის გადაადგილება და მარშრუტი. ამ სისტემის დანერგვამ კომპანიებს მნიშვნელოვნად შეუმცირა როგორც ხარჯები, ასევე დანაკარგები. GPS მონიტორინგის სისტემის დანერგვა იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა, რომ ჩვენი კლიენტების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. ჩვენი კლიენტები გახდნენ დიდი თუ პატარა ავტოპარკის მფლობელი კომპანიები. მიუხედავად ამისა, მომხმარებლების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის GPS სისტემების მრავალფუნქციური გამოყენება. ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ეს არის არა მხოლოდ უსაფრთხოების საშუალება, არამედ მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი თანამედროვე ბიზნესისთვის, რომელსაც ეს პროდუქტი აინტერესებს არა როგორც უსაფრთხოების კომპონენტი, არამედ როგორც მისი მენეჯმენტის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, როცა "პალიტრამედიის" მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტს გავეცანით, მივხვდით, რომ ეს იყო ის, რაც ამ ეტაპზე გვჭირდებოდა. აქამდე მხოლოდ პირადი შეხვედრებითა და გამოფენებში მონაწილეობით ვახდენდით ჩვენი პროდუქტების პოპულარიზაციას. პრესისა და რადიოს მეშვეობით რეკლამა აქამდე არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც ამ პროექტში ჩავერთეთ, ჩვენი კომპანიის ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. განსაკუთრებით კარგად იმუშავა ვებპორტალ ambebi.ge-ზე განთავსებულმა რეკლამამ. ისეთი შედეგები მივიღეთ, რომელსაც პირდაპირ გეტყვით, არც კი ველოდით. აუცილებლად გავაგრძელებთ "პალიტრამედიის" ამ პროექტში მონაწილეობას".

ცირა თევდორაშვილი, "სასწავლო ცენტრ "პროფესიონალი 2010"-ის ხელმძღვანელი:
"პალიტრამედიის" მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტში 2012 წელს ჩავერთე. ეს იყო ძალიან კარგი წამოწყება, რომელმაც საშუალება მისცა 200-მდე მცირე და საშუალო კომპანიას, ფართო აუდიტორიისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მათი პროდუქციისა თუ მომსახურების შესახებ. ჩვენი სასწავლო ცენტრის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა - უამრავი ადამიანი გვირეკავდა, მოდიოდნენ, ინტერესდებოდნენ ჩვენი ცენტრით. კომპანიის განვითარებამ შესაძლებლობა მოგვცა, თბილისის შემდეგ სასწავლო ცენტრის ფილიალი ბათუმშიც გაგვეხსნა.

ფაქტობრივად, ყველა კატეგორიის მოსწავლესთან ვმუშაობთ, თუმცა ძირითად აქცენტს მაინც საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაზე ვაკეთებთ. მოთხოვნიდან გამომდინარე, ბათუმის ფილიალში დავამატეთ გახანგრძლივებული, მოსამზადებელი ჯგუფი I-IV კლასებისთვის. როგორც კი გავიგეთ "პალიტრამედიის" მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის მეორე ეტაპის შესახებ, მაშინვე ჩავერთეთ. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ გაზეთის, ვებგვერდის მკითხველსა და რადიომსმენელს მიაწოდო ინფორმაცია ჩვენი სასწავლო ცენტრისა და მისი უპირატესობების შესახებ. მაგალითად, ის, რომ მოსწავლე სასწავლო ცენტრში ყველა საგანში ემზადება, რაც კომფორტულია დროის დაზოგვის თვალსაზრისით, რადგან მას არ უწევს ყველა რეპეტიტორთან ცალ-ცალკე სიარული. ჩვენ ვუტარებთ აბიტურიენტებს იმიტირებულ ეროვნულ გამოცდებს, ვეხმარებით განაცხადის სწორად შევსებაში და ა.შ. ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ კომფორტს ვუქმნით როგორც აბიტურიენტებს, ისე მათ მშობლებს. გარდა ამისა, ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ ყველა სიახლესა და ცვლილებაზე. როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება, ამიტომ ჩვენც ვემზადებით ამ ცვლილებისთვის, რათა იმიტირებული გამოცდები სწორედ ამ ფორმატში ჩავუტაროთ ჩვენს მსმენელებს. საახალწლოდ კი საინტერესო შეთავაზებები და ფასდაკლებები გვექნება, ამიტომ "პალიტრამედიის" ეს პროექტი ჩვენი პოტენციური მსმენელებისთვის სიახლეების გასაცნობად ნამდვილად დროული იყო. საკმაოდ კარგი გამოხმაურება გვქონდა გაზეთ "კვირის პალიტრაში" და ambebi.ge-ზე განთავსებული რეკლამიდან, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პროექტში მონაწილეობას, რადგან ეს არის საუკეთესო საშუალება პოტენციური მსმენელების ინფორმირებისთვის".

მიშა ჯიქია, იურიდიული კომპანია "ჯეი-ემ-ქეის" ერთ-ერთი დამფუძნებელი:
"პირველად ვმონაწილეობთ "პალიტრამედიის" ამ პროექტში. როგორც კი გავეცანით პროექტის პირობებს, მივხვდით, რომ ჩვენი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორედ ამ სახის სარეკლამო მომსახურება გვჭირდებოდა. მოგეხსენებათ, იურიდიული მომსახურება არ არის სტანდარტული ბიზნესი, რომელიც მეტწილად გაყიდვების ზრდაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, კომპანიის ცნობადობა გაიზარდოს სხვადასხვა სოციალურ სეგმენტში, ხოლო რეკლამა "კვირის პალიტრაში", ambebi.ge-ზე და რადიო "პალიტრაში" ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ამ პროექტში ვართ ჩართული და ვფიქრობთ­, რომ ჩვენს შემთხვევაში კიდევ უფრო ხელშესახები შედეგი მოგვიანებით დადგება, რადგან ჩვენ, ფაქტობრივად, ინტელექტუალურ სერვისს ვთავაზობთ მომხმარებელს. იურიდიული კონსულტაცია სპეციფიკური პროდუქტია, რომელზეც მოთხოვნის ფორმირება ბევრ სხვა გარემოებაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი იყო, უფრო ფართო აუდიტორიას სცოდნოდა ჩვენ შესახებ, შესაბამისად, ჩვენი მონაწილეობა ამ პროექტში კიდევ გაგრძელდება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის გამორჩეული და ექსკლუზიური შეთავაზება სარეკლამო ბაზარზე. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს იმდენი ბარიერი აქვს განვითარების გზაზე, რომ ვერ შეძლებს სრულყოფილი სარეკლამო კამპანიის წარმოებას. ეს კი ძალიან ხელსაყრელი შეთავაზებაა სხვადასხვა პოპულარულ მედიაპლატფორმაზე, რასაც ძალიან კარგი შედეგი მოაქვს. არიან ბიზნესჯგუფები, ვისთვისაც ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება ამ პერიოდში, რაც კი შეიძლება მედიამ მათ გაუწიოს. ასეთ ფასში ასეთ სარეკლამო კამპანიას სხვა ვერავინ შემოგთავაზებთ".

ლელა ბოლქვაძე, სამედიცინო ცენტრ "მედიჰელსის" დირექტორი:
"ჩვენ ადრეც ვიყავით ჩართული "პალიტრამედიის" ამ პროექტში, კარგი შედეგები გვქონდა მაშინაც და ახლაც კმაყოფილი ვართ. ყველაზე მეტი გამოხმაურება და სატელეფონო ზარი რადიო "პალიტრა - FM 103,9"-დან გვქონდა. ამ შედეგს კი რამდენიმე გარემოება განაპირობებს. ჯერ ერთი, "პალიტრამედიას" მაღალრეიტინგული და მაღალტირაჟიანი მედიასაშუალებები აქვს. გარდა ამისა, მკითხველი და მსმენელი ამ მედიასაშუალებების მიმართ მაღალი ნდობით არის განწყობილი და, ბუნებრივია, აქ განთავსებული რეკლამა მომხმარებლისთვის სანდოა.
"პალიტრამედიის" ეს პროექტი ნამდვილად დროული იყო იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ერთგვარი ეკონომიკური პრობლემებია და ჩვენი მასშტაბის ბიზნესს ასეთ დროს განსაკუთრებით სჭირდება თანადგომა. გარდა ამისა, ამ ფასში, ამდენ პლატფორმასა და ასეთ რეიტინგულ გამოცემებში რეკლამის განთავსება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ძალიან კარგი საქმეა და, ვფიქრობ, ეს პრიორიტეტი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში".

პროექტში მონაწილეობის მსურველებს­ ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ: ტელ.: 237 78 07, მის.: იოსებიძის 49, Email: smb@palitra.ge
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით