"საქართველოს ბანკი" და Visa International-ი მომხმარებელს 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს - კვირის პალიტრა

"საქართველოს ბანკი" და Visa International-ი მომხმარებელს 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს

"საქართველოს ბანკი" ერთგულ მომხმარებლებს კიდევ ერთ საჩუქარს სთავაზობს. ბანკი ახალი სადებეტო ბარათის Visa FIFA Card-ის 100 მფლობელს დაასაჩუქრებს. 100 გამარჯვებულიდან ერთი მიიღებს სუპერპრიზს - 2-კაციან საგზურს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე.

"საქართველოს ბანკმა", რომელიც საბანკო სფეროს ლიდერია, Visa International-თან ერთობლივი პროექტი 5 მარტს დაიწყო. პროექტის ფარგლებში სპეციალურად შემუშავდა ერთობლივი Visa Electron-ის ტიპის ბარათი - Visa FIFA Card-ი. ბარათის მიღება მომხმარებელს 5 მარტიდან 5 მაისამდე შეუძლია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს Visa FIFA -ს ბარათის ორი სხვადასხვა დიზაინიდან ერთ-ერთი. ის, ვინც ყველაზე ხშირად მოიხმარს Visa FIFA -ს ბარათს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში და განახორციელებს 20 ლარის და მეტი (ან მისი ეკვივალენტის) მოცულობის ტრანზაქციას, დაჯილდოვდება.

სუპერპრიზის მფლობელი გახდება ის, ვისაც ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტი ტრანზაქცია ექნება განხორციელებული. მას გადაეცემა საგზური სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომელიც მოიცავს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩზე დასასწრებ ბილეთებს 2 ადამიანისთვის, სამი ღამე სასტუმროში და ავიაბილეთებს. შემდეგი 99 გამარჯვებული დასაჩუქრდება FIFA -ს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური მაისურითა და ბურთით.

გიორგი ჭილაძე ("საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე): "მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და Visa Internationa-მა, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციის პარტნიორია, შემოგვთავზა, რომ გამოგვეშვა ეს ბარათი.

ჩვენც, ისეთ დიდ საფეხბურთო დღესასწაულს, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლიდით და გვინდა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს საფეხბურთო დღესასწაულზე დასწრების შანსი მივცეთ. ამასთან, გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი საშუალება მიგვეცა კლიენტებისთვის, მათ უნაღდო ანგარიშსწორებას მიანიჭონ უპირატესობა და არჩევანი "საქართველოს ბანკის" ბარათებზე შეაჩერონ. Visa FIFA Card-ი ფართო მოხმარების სადებეტო ბარათია. გამარჯვების მთავარი კრიტერიუმი ტრანზაქციების რაოდენობა იქნება. თუმცა, ერთი შეზღუდვა მაინც არის, ერთი ტრანზაქციის მოცულობა 20 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. მსოფლიო ჩემპიონატი ორ თვეში დასრულდება, მაგრამ მის მფლობელს შეუძლია ამ ბარათით შემდეგშიც ისარგებლოს. ბარათზე თანხა დარიცხოს და ნებისმიერი ფულადი ოპერაციებისთვის, მათ შორის გადარიცხვის ოპერაციებისთვის გამოიყენოს".

სადებეტო ბარათებს განსხვავებული დიზაინი აქვს. დიზაინი ძირითადად "საქართველოს ბანკის" მიერ შეიქმნა. ამ ორი ბარათის შეთავაზებით ბანკი ერთგულ კლიენტებს არჩევანის საშუალებას აძლევს - მათ შეუძლიათ სასურველი დიზაინის ბარათს მიანიჭონ უპირატესობა. ერთ ბარათზე საფეხბურთო მატჩის ეპიზოდია გამოსახული, მეორეზე მსოფლიო ჩემპიონატის თასია დატანილი.

როგორც სხვა ვიზა ბარათები, რომელსაც "საქართველოს ბანკი" მომხმარებლებს სთავაზობს, ბარათების ტარიფებიც ანალოგიურია. ბარათის ფასი 10 ლარია. ბარათი ერთწლიანია. ბარათის მეშვეობით განაღდება საკომისიო ბანკომატებში თანხის 0,2%-ს შეადგენს, სერვისცენტრში კი 0,6%, მინიმუმ 50 თეთრია, ხოლო სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში პოსტტერმინალებზე თანხის განაღდება უფასოა. "საქართველოს ბანკისა" და Visa Internationa-ის მიერ ორი თვის განმავლობაში 10 ათასი ბარათის გაყიდვაა დაგეგმილი.

ბენეფიტების მქონე სხვა სადებეტო ბარათი "საქართველოს ბანკს" უკვე აქვს გამოშვებული. ეს არის სტუდენტური ბარათი, რომელიც ბანკმა 16 მარტს სპეციალურად სტუდენტებისთვის შეიმუშავა. სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია ბარათის მუნიციპალურ ტრანსპორტში გამოყენება. მეტროთი ან ავტობუსით მგზავრობისას მგზავრობისას ბარათს სალარო-აპარატის საბარათე ადგილს შეახებს და შეღავათიან ბილეთს ამობეჭდავს. საბარათე ანგარიშის მომსახურების საკომისიო თვეში 1 ლარს შეადგენს. ხოლო სატრანსპორტო აპლიკაციით სარგებლობის შემთხვევაში, ბარათს მომსახურების საკომისიო არ ერიცხება. ამასთან სტუდენტურ ბარათს სხვა ბენეფიტებიც აქვს. ბანკი 3 თვეში ერთხელ 20 გამარჯვებულ სტუდენტს ასახელებს და მათ 100 ლარით აჯილდოებს.

"საქართველოს ბანკმა" ცოტა ხნის წინ რამდენიმე ახალი პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს, მათ შორის American Express-ის ორი ახალი საკრედიტო ბარათი. ბარათების მიერ შემოთავაზებული ინოვაციური და უნიკალური ბენეფიტები მომხმარებლების მოთხოვნებზეა მორგებული, აღნიშნული ბენეფიტები American Express-ის მსოფლიო მასშტაბით მოქმედ Membership Rewards-ის პროგრამაში ავტომატურ ჩართვასაც მოიცავს, რომელიც ბარათის მფლობელებს საშუალებას აძლევს მიიღონ ქულები და შემდეგ ისინი ტურისტული და საცალო ვაჭრობის სხვადასხვა ობიექტის მომსახურებასა და პროდუქტებში გადაცვალონ.

მაგალითად, იყიდონ ბილეთი ევროპის მიმართულებით, შეიძინონ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა. ბარათის მფლობელს აქვს დაზღვევა, მაგალითად, თვითმფრინავზე დაგვიანების შემთხვევაში მის მფლობელს შეუძლია დარჩეს საუკეთესო სასტუმროში, აუნაზღაურდება ზარალი ჩემოდნის დაკარგვის შემთხვევაში და ა.შ.

American Express Card-ი და American Express Gold Card-ის მეშვეობით ბანკის კლიენტები არაერთ სერვისს იღებენ, რადგან ისინი უბრალოდ პლასტიკური ბარათები არ არის. მისი მფლობელი სარგებლობს ფასდაკლებებით არა მარტო სავაჭრო ობიექტებში, არამედ - სასტუმროებში, რესტორნებში, თეატრებში, კლუბებში. ეს არის საკრედიტო ბარათები, რომლითაც მისი მფლობელი 55-დღიან უპროცენტო სესხით სარგებლობს.

"საქართველოს ბანკი" მომხმარებლებს მალე ახალ, სასარგებლო საბანკო პროდუქტებს შესთავაზებს.

R