ავტოპარკის განახლება - ფინანსური წახალისებით თუ ფინანსური იძულებით?!
ავტოპარკის განახლება - ფინანსური წახალისებით თუ ფინანსური იძულებით?!
"ახალი მანქანისთვის აქციზის გადასახადი დაიკლებს, ძველისთვის კი მოიმატებს"

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა "უკონტაქტო" პატრულირებასთან, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვასა და არაერთ სხვა სიახლესთან ერთად, ითვალისწინებს მარცხენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გაიაფებასაც. "თუ იაფ იაპონურ მანქანებს შევზღუდავთ, სანაცვლოდ განბაჟების ფასი დაიკლებს", - აცხადებდა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, რომლის თქმით, მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანის აკრძალვა განბაჟების კლებით უნდა დაბალანსდეს.

მომავალი წლიდან მხოლოდ შედარებით ახალი მანქანების განბაჟება გაიაფდება, ხოლო ძველი მანქანებისა კი,
პირიქით - გამკაცრდება. აღსანიშნავია, რომ განბაჟებისას დღგ-ით აღარ დაიბეგრებიან მოტოციკლეტები და მოპედები, ავტომობილების მსგავსად, ისინიც აქციზის მიხედვით განბაჟდებიან.

განბაჟებისას აქციზის გადახდა ძრავის მოცულობის 1 კუბური სანტიმეტრის მიხედვით ხდება. დღეს 1 წლის ავტომობილის ძრავის ყოველი კუბური სანტიმეტრისთვის 1,5 ლარია გადასახდელი, გამოშვების წლების მატებასთან ერთად ეს თანხა
იკლებს და 0,5 ლარამდე მცირდება, როცა მანქანის ასაკი 7-დან 12 წლამდე დიაპაზონშია. შეიცვლება სწორედ ეს პრინციპი - ახალი მანქანისთვის აქციზის გადასახადი დაიკლებს, ძველისთვის კი მოიმატებს.

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი:
- განბაჟების ახალი პროცედურის მიხედვით, ძველი ავტომობილის აქციზი მოიმატებს. ეს კი, ზოგადად ავტომობილების ფასის, სავარაუდოდ, 30%-იან ზრდას მოასწავებს. ავტომობილის შეძენა საკმაოდ ძვირი იქნება და მისი ყიდვის საშუალება ყველას არ ექნება, როგორიც ადრე იყო.

- განბაჟების თემაზე უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ?
- 9 წლის ზემოთ ავტომობილის განბაჟება გაცილებით ძვირი ეღირება, ვიდრე ახლის. ვთქვათ, თუ 2,0 ლიტრი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილს შეიძენთ, მისი განბაჟება 4 ათასი ლარი დაგიჯდებათ, 7 წლის იმავე მოცულობის ძრავის მქონე მანქანის განბაჟება - 2 ათასი, შედარებით ახალი ავტომობილისა კი - კიდევ უფრო ნაკლები. ეს ავტოპარკის განახლების წასახალისებლად კეთდება. რატომ უნდა შეიძინოთ 10 წლის მანქანა, როცა ის თითქმის იმდენივე დაჯდება, რამდენიც 7 წლისა?

- ანუ ძველი და ახალი ავტომანქანების ფასები შედარებით გათანაბრდება?

- დიახ, ოღონდ არა ფასის შემცირების, არამედ მომატების ხარჯზე. შიდა ბაზარზე მოიმატებს უკვე განბაჟებული ავტომანქანების ფასიც, რომლებიც 3-4 წელია მფლობელს ჰყავს, თუმცა არა ისე, როგორც ახლისა.

ლალი პაპასკირი
მკითხველის კომენტარი (10)
ჰეე...
19 დეკემბერი 2015 18:18
რა ვერ გაიგეთ? დეკემბერია.
მომავალ წელს განბაჟება ძვირდებაო და ეხლა განაბაჟეთო სასწრაფოდ. წლის ბოლოა და ბიუჯეტია შესავსები.
ჰეე...
19 დეკემბერი 2015 18:17
რა ვერ გაიგეთ? დეკემბერია.
მომავალ წელს განბაჟება ძვირდებაო და ეხლა განაბაჟეთო სასწრაფოდ. წლის ბოლოა და ბიუჯეტია შესავსები.
გია
18 დეკემბერი 2015 12:21
იოცნებეთ კიდე ღირსებიხართ ყველაფრის
გია
18 დეკემბერი 2015 12:18
ერთ დღეს გაშრება ძროხა მარა რაღადროს
წინ ემიგრაციაში
17 დეკემბერი 2015 14:25
რა ფულის კეთება, წასართმევი ვის რა დარჩა, ახალგაზრდების უმრავლესობა მასიურად აპირებს საქართველოს დატოვებას, მალე აქ აღარავინ დარება, დაიტოვონ პენსიონერები და "ბირჟავიკები" და სიკეთეში მოიხმარონ.
VAZ 2107-ის ფანი
17 დეკემბერი 2015 14:17
ესეიგი რუსეთიდან ჯიგული უნდა შემოვიყვანო, რომელიც 40 კმ.საათით ავარიაში მოხვედრისას მთლიანად იზილება, მაშინ როდესაც ევროპული ავტომობილების უმრავლესობის კაფსულა 70 კმ საათით შეჯახებისას აბსოლიტურად არ ზიანდება.
1
17 დეკემბერი 2015 12:41
-1'
aka
15 დეკემბერი 2015 23:58
მიდის ფულის კეთება.უბრალო ხალხის ქართული ოცნება გადაიქცა ერთ დიდ ყულფად,რომელსაც ყოველდღე გვიჭერენ ყელზე.ევროპელობა გვინდა და ეგრე უცებ ახალი კანონი,თანაც ახალი წლის მერეო.ვერ არიან რა
გავაზელი
15 დეკემბერი 2015 10:15
ხოოოოოოო, მოვოცადოთ ორიოდე წელი და მერე ვნახავთ, როგორი ხარახურა ჯართი მანქანები იმოძრავებს საქართველოში.
მართალა
14 დეკემბერი 2015 22:22
თამაშდება “რუსული ვარიანტი“–იქ არის განბაჟების ასეთი პრინციპი!ერთია რუსეთი თავის ჩამოშლილ ავტოპრომს “იცავს“, ჩვენი მთავრობა და “ოცნება“ კი ხალხს ბაწარს უჭერს ყელში??
ნათელია, რომ ამით მთავრობა ხალხს ართმევს არჩავანის გაკეთების საშუალებას და იძულებით ახვევს თავს ძვირადღირებულ მანქანებს, რითაც ცდილობს თავისი თუ თავისიანების ავტოსალონების გადარჩენას კრიზისის პერიოდში.
ის რომ ბევრი რამაა შესაცვლელი ავტომობილების ექსპორტში–არავინ უარყოფს, მაგრამ ასე???
შემოვიღოთ რეალური შეზღკდვები:
–აიკრძალოს ევრო–3–ზე ანდა ევრო–4–ზე ნაკლები კლასიფიკაციის ავტომანქანების შემოტანა,
–გამკაცრდეს კატალიზატორების არქონის კონტროლი,
– შემოიღონ ტექდათვალიერების პირველი ეტაპი და ა. შ.

რატომ ლაპარაკრაკობკნ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დოფირამბებით???
ჩაატარონ მონიტორინგი, დადონ გამოკვლეული ფაქტები რომ მარჯვენასაჭიანი ავტო უფრო მეტჯერ ხდება ავარიის მიზეზი, ვიდრე მარხენა საჭიანი, თორემ კვლავ გამოდის რომ
....... გვაბოლებენ რამეთუ ამ მთავრობას მთნლი საქართველო დიდი ხანია “ ჩმორეთად“ მიაჩნიათ.


რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები