"ლურჯი ოკეანე" - ბიზნესლიტერატურა ქართულ ენაზე
21-12-2015
"ლურჯი ოკეანე" - ბიზნესლიტერატურა ქართულ ენაზე
ბიზნესლიტერატურა განკუთვნილია როგორც პროფესიონალების, ისე დამწყებთათვის. მკითხველი ბიზნესრჩევებს ეკონომიკური ტერმინოლოგიით კი არ მიიღებს, ყველა წიგნი მისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო გახდება ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გასარკვევად. დეტალურად, პრაქტიკულად და გასაგებად დაწერილი, კონკრეტული მაგალითებით სავსე წიგნები, ბიზნესში მიღებულ თამაშის სხვადასხვა წესზე ლაკონიურ წარმოდგენას შეგიქმნით

კაციობრიობის მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ადამიანის ბუნება, ფაქ­ტობრივად, არ შეცვლილა - ის ყოველთვის ისწრაფვის წარმატებისკენ, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მისი მიღწევის ტექნოლოგიებს­ ნაკლებად ფლობს. წარმატების მთავარი საიდუმლო პირველ რიგში განუწყვეტელი შრომაა. თუმცა
შრომასაც სწორი მიმართულება სჭირდება, რომლის განსაზღვრაშიც­ ძირითადად, წარმატებული ადამიანების განვლილი ცხოვრება გვეხმარება. ბუნებრივია, ჩემი "პროლოგი" იმ ადამიანებს ეძღვნება, რომლებსაც საკუთარი საქმის, წარმატებული ბიზნესის ფლობისა და მართვის სურვილი ამოძრავებთ. ასეთები კი, საბედნიეროდ, საქართველოში მრავლად არიან...

ბიზნესუნარების განვითარებაში ბიზნესლიტერატურის გაცნობა მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. საერთოდ, ბიზნეს­-ლიტერატურა "სულიერი საკვები" არ
არის, როგორც ეს მხატვრულ ლიტერატურაზე­­ საუბრისას არის მიღებული, ეს წიგნები­ უფრო "გონებრივი საკვები" და განსაზღვ­რ­ული გადაწყვეტილების საფუძველი გახლავთ­ აწყმოსა და მომავალში. თუ გინდა საკუთარი ბიზნესუნარები შეიცნო, უნდა იკითხო - ფაქტია, რომ სხვაგვარად თანამედროვე ეკონომიკურ სტრესთან გამკლავება­ და თავის გადარჩენა უკვე წარმოუდგენლად რთული გახდა.

ბიზნესლიტერატურის შერჩევაში "პალ­იტრა ლ"-ი დაგეხმარებათ, რომელიც მკითხველებს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. "ლურჯი ოკეანე" - ეს გამომცემლობის ახალი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს ბიზნესლიტერატურა ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. პროექტი, რომლის დამსახურებითაც 7 წიგნი უკვე გამოიცა, "პალიტრა ლ"-მა 2015 წელს დაიწყო და მკითხველებში დიდი ინტერესიც გამოიწვია.

გამოცემულ წიგნებს შორის არის გაყიდვების გურუს - ბრაიან ტრეისის "შეჭამე­ ბაყაყი" და "გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი". ამასთან, დროის მეფის, დევიდ ალენის "საქმესთან გამკლავების ხელოვნება".­ "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში ასევე გამოიცემა სერია "მარტივად", რომელიც მიზნის მიღწევაში შეუცვლელ მეგზურობას გაგიწევთ. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიზნეს-ლიტერატურის გამომცემლის ჭილეყ-ს პროდუქტია და მას ინგლისურად FOR DUMMIES ჰქვია. აღნიშნული სერიის ფარგლებში­ უკვე გამოვიდა ქართულად ნათარგმნი ოთხი წიგნი ,,მარკეტინგი მარტივად", ,,გაყიდვები მარტივად", ,,მართვა მარტივად" და ,,სამუშაოს ძებნა მარტივად".
აღსანიშნავია, რომ გამომცემლობის მიერ შერჩეული ბიზნესლიტერატურა განკუთვნილია როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებთათვის. სერიის უპირატესობასაც სწორედ ეს განსაზღვრავს - მკითხველი ბიზნესრჩევებს ეკონომიკური ტერმინოლოგიით კი არ მიიღებს, ყველა წიგნი მისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო გახდება ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გასარკვევად. დეტალურად, პრაქტიკულად და გასაგებად დაწერილი, კონკრეტული მაგალითებით სავსე წიგნები, ბიზნესში მიღებულ თამაშის სხვადასხვა წესზე ლაკონიურ წარმოდგენას შეგიქმნით. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს წიგნები ბიზნესის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლაში. კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად კი "ლურჯი ოკეანის" ბიზნესლიტერატურა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

2016 წლის დასაწყისში,­ პროექტ "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში კიდევ ბევრი წიგნის გამოცემა იგეგმება. გარდა იმისა, რომ სერიისთვის მსოფლიოს არაერთი ბესტსელერის შერჩევა მიმდინარეობს, უკვე დაგეგმილია წიგნების - "პროექტის მართვა მარტივად" და "ბრენდინგი მარტივად" მკითხველისთვის მიწოდება. "ლურჯი ოკეანე" მალე ბრაიან ტრეისის "აკოცე ბაყაყსა" და ჯეკ ტრაუტის "მარკეტინგულ ომებსაც" შემოგთავაზებთ.

რუსუდან შელია

არტაგი
05 იანვარი 2016 14:16
საკითხავია რა მუშაობა მიმდინარეობს უახლესი ქართული ტერმინოლოგიის ჯერ შესაქმნელად შემდგომ დასამკვიდრებლად?...

რედაქტორის რჩევით