"შირნჰოფერის" ცნობარი
08-03-2010
წლების განმავლობაში ურთიერთობის შედეგად, ჩვენი კომპანიის ცნობილი ავსტრიული ბრენდები საქართველოში ბევრი ოჯახის სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს ურთიერთობა დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის უბრალო "ყიდვა-გაყიდვა" შეიძლება იყოს. გმადლობთ გამოხატული ნდობისთვის.

ჩვენ ვთვლით, რომ მომხმარებელს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს თავის საყვარელ პროდუქციაზე, ვიდრე ეს მის ეტიკეტზე შეიძლება დაეტიოს. მით უმეტეს, რომ მოსაყოლი ძალიან ბევრი გვაქვს - ჩვენთვის, ავსტრიელებისთვის ძეხვეულისა და ხორცპროდუქტების წარმოება ისეთივე ეროვნულ განცდასა და ტრადიციებს
უკავშირდება, როგორიც ქართველებისთვის ვაზის მოვლა და ღვინის წარმოებაა. ამიტომაც ხარისხი ჩვენთვის ღირსების საგანია და უკომპრომისოა.

KvirisPalitra.Geამიერიდან,  "კვირის პალიტრის" მრავალრიცხოვან მკითხველს რუბრიკით "შირნჰოფერის ცნობარი" საშუალება ექნება, გაიგოს ყველაფერი ავსტრიული ხორცპროდუქტების შესახებ: პირუტყვის მოვლითა და დამუშავებით დაწყებული, ძეხვის გამოყვანის მეთოდოლოგიით დამთავრებული. შეიტყობთ ხორცის კონტროლის ავსტრიული კანონმდებლობისა და
წესების შესახებაც, რაც ვფიქრობთ, ასევე კარგ სამსახურს გაუწევს საქართველოს ოფიციალურ, დაინტერესებულ სტრუქტურებსაც საქართველოში სოფლის მეურნეობის რეფორმირებისა და ხორცპროდუქტების ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის.

პატივისცემით, თქვენი კარლ შირნჰოფერი

როგორც ბატონი შირნჰოფერიც აღნიშნავს, ავსტრიაში ძეხვეულის წარმოება მენტალურად იმავეს ნიშნავს, რასაც  საქართველოში ღვინის წარმოება. შესაბამისად, კონკურენცია აქაურ მეწარმეთა შორის საკმაოდ მკაცრია, რადგან როდესაც ძეხვეულის წარმოების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის, ძალიან ძნელია, მომხმარებლის გაოცება და მოხიბვლა შეძლო. "შირნჰოფერის ცნობარის" პირველ გამოშვებაში სწორედ ხარისხის კონტროლის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც მრავალმხრივია და როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო,  ხალხურ და თავად მეწარმეთა სეგმენტებს აერთიანებს.  ეს "შირნჰოფერის" წარმოებისთვის ნომერი პირველი საკითხია.

მომდევნო გამოშვებებში კი მოგიყვებით, როგორ იქმნება სხვადასხვაგვარი ძეხვის რეცეპტურა და მათი დიზაინი (მზარეულის გარდა, ძეხვს თავისი დიზაინერიც ჰყავს!) ავსტრიაში, როგორც ტრადიციულ ძეხვეულის მწარმოებელ ქვეყანაში, ეს სფერო კონტროლდება და გამუდმებით ვითარდება ორი მიმართულებით: პროდუქციის ხარისხი და მისი საგემოვნო თვისებები.

KvirisPalitra.Geავსტრიაში ძეხვეულის წარმოების ხარისხზე კონტროლი ოთხმაგია: უპირველესი თავად მწარმოებლის თავმოყვარეობაა. მაგალითისთვის, კომპანია "შირნჰოფერის" ამჟამინდელი მმართველობა შირნჰოფერების ხორცპროდუქტების მწარმოებელთა დინასტიის მეოთხე თაობას წარმოადგენს - კარლ შირნჰოფერი თავად არის ძეხვეულის მრავალი საავტორო რეცეპტის ავტორი. "ლოიდლის" მთავარი ტექნოლოგის, გიუნტერ დალჰოფისთვის ცნობილი ყველა წინაპარი კი სულაც, მეძეხვე, ან ყასაბი იყო. დამეთანხმებით, როდესაც ამხელა ტრადიციები გაქვს, ხორცპროდუქტების წარმოება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ბიზნესი და ხარისხი კომპრომისს არ ექვემდებარება.

ამის გამო თვით "შირნჰოფერს" ჰყავს პარტნიორი -  ეკოუსაფრთხოების ინსტიტუტი, რომელიც რეგულარულად აწარმოებს "შირნჰოფერის" ნაწარმის მონიტორინგს. რაკიღა, როგორც მოგახსენეთ, ხარისხი ევროპაში ღირსების საკითხია, აქაური კომპანიები ერთმანეთს თავს იმითაც აწონებენ, თუ ვის უფრო ტიტულიანი, პრესტიჟული და მაღალტექნოლოგიური პარტნიორი ინსტიტუტი ეყოლება. "შირნჰოფერის" შემთხვევაში, ასეთი ავსტრიული სამეცნიერო წრეების სიამაყე, "ჰიგიენიკუმია" - მიკრობიოლოგიური და ჰიგიენის საკონსულტაციო ინსტიტუტი, რომელსაც მეცნიერების ამ სფეროში ათწლეულების გამოცდილება აქვს. 

ხარისხის მონიტორინგი ძალზე დეტალურია - ქართველი მკითხველისთვის რომ იოლი გასაგები იყოს, შედარებას ღვინოსთან მოვიყვანთ: ისევე, როგორც ღვინის სხვადასხვა ჯიშს - ხვანჭკარას, მუკუზანს, მანავს, ძეხვეულის და ბეკონის სხვადასხვა სახეობასაც შექმნის თავისი მეთოდიკა აქვს. არა მხოლოდ უშუალოდ, ძეხვის გამოყვანის პროცესში - "ნივრიანის", "პიკანტურის", "ექსტრა" წარმოებისთვის პირუტყვი სხვადასხვაგვარად იზრდება - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა საკვებითა და მოვლის წესებით. ცხადია, სხვადასხვაგვარია პროდუქტის გამოყვანის ტექნოლოგიაც და თითოეული დასახელების ძეხვისთვის ევროკავშირისა და ავსტრიის კანონმდებლობით დაცული სერტიფიკატი არსებობს. მაგალითისთვის მოგიყვანთ "ჰიგიენიკუმის" მიერ გაცემულ დასკვნას, რომელიც პროდუქციის ვადიანობის მხოლოდ ერთ, კონკრეტულ რეცეპტს ეხება - როგორც გითხარით, საგემოვნო და ვადიანობის რეცეპტებიც მრავალნაირი არსებობს და ყველა მათგანს თავისი სერტიფიკატი აქვს.

ჰიგიენიკუმიმიკრობიოლოგიური და ჰიგიენის საკონსულტაციო ინსტიტუტი შპს "შირნჰოფერს"საქართველოში საექსპორტო მოხარშული ძეხვეულის ვადებთან დაკავშირებული შეფასება

KvirisPalitra.Geთქვენი დავალების შესაბამისად მოხდა ფირმა "შირნჰოფერის" მიერ საქართველოსათვის საექსპორტოდ წარმოებული პროდუქციის რეცეპტურებისა და ნედლეულის (სანელებლების) საფუძველზე შემოწმება. კონკრეტულად ეს ეხება ძეხვ "ექსტრას", "პიკანტურს", "სამოყვარულოს", "პაშტეტსა" და "ნივრიანს".

ძეხვების ვადიანობის პრინციპი მდგომარეობს მასში შემავალი კომპონენტების გაცხელების ხარისხში, საკონსერვო სანელებლებისა და მარილის დამატებასა და მიკრობებისათვის შეუღწევადი გარსაცმებით შეფუთვაში.

მოხარშვა - Hazard Analysis and Critical Control Points- HACCP (ჰიგიენური კონტროლის კონცეფციის) -სა და პროდუქტებზე არსებულ წარწერებში მოხსენიებული მინიმუმ 72 გრადუსი ცელსიუსი ხარშვის ტემპერატურა პროდუქტის შუაგულში სპობს იმ ვეგეტატიურ მიკრობებს, რომლებმაც შეიძლება პროდუქტის გაფუჭება დააჩქარონ.

გაცხელების შემდეგ წყლის ჭავლით კიდევ ერთხელ ხდება პროდუქტის შუაგულის ტემპერატურის მატება, რის შედეგადაც უკვე ფაქტობრივად ვეგეტატიური სტერილურობა შეიძლება ამოსავალ წერტილად ჩაითვალოს (რჩება მხოლოდ სიცხისადმი მდგრადი სპორების წარმომქმნელი ბაქტერიები, რომელთა გამრავლებაც უკვე პროდუქტის გაცივების შემდეგ ძლიერ ბრკოლდება).

კონსერვანტები - რეცეპტურების თანახმად გამოყენებული ძირითადი საკონსერვო საშუალება არის ნიტრიტ-მარილი, რომელიც ჩვეულებრივ დაშვებულია ევროპაში.

ეს ნიტრიტ-მარილი ყველაზე ეფექტურად მოქმედებს სპორების წარმომქმნელი ბაქტერიების გამრავლების საწინააღმდეგოდ, ისე, რომ გაცხელების შედეგად წარმოქმნილი შესაძლო რისკ-ფაქტორი ბაქტერიების გამრავლებისა აბსოლუტურად ბათილდება. შემდგომი სანელებელ-კომპონენტები საკონსერვო ფუნქციებით პროდუქტის მჟავიანობისათვის (როგორიცაა რძემჟავა, ლიმონმჟავა), ასკორბინის მჟავა ასევე დაშვებულია ევროპაში და მათ აქვთ უპირველეს ყოვლისა, ანტიოქსიდანტური მოქმედება, რაც მიმართულია პროდუქტის შემავალი ცხიმის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და ფართოდ გამოიყენება ხორცპროდუქტების წარმოებაში.

გარსაცმები -  სპეციალური დარმების გამოყენებით (რომლებიც სპეციფიცირებულია, როგორც ევროპაში გამოყენებადი) ხდება მიკრობების რეკონტამინაციური (დაბინძურების საწინააღმდეგო) და სინათლის ზეგავლენის (ცხიმის გაფუჭება) თავიდან აცილების უზრუნველყოფა.

შეჯამება:

ხარშვის სტადიებისა და კონსერვანტების ოპტიმალური კომბინირებით, რაც აბრკოლებს სპორების წარმომქმნელი ბაქტერიების წარმოშობას, ასევე ცხიმების გაფუჭების დამაბრკოლებელი ანტიოქსიდანტური საშუალებებით, ოპტიმალური გაცივებისა და სინათლის გავლენისადმი მედეგი სპეციალური ჰერმეტული გარსაცმების გამოყენებით შესაძლებელი და მიღწევადია ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან სრულ შესატყვისობაში მოხარშული ძეხვეულის ვადა იყოს მინიმუმ ნახევარი წელი.

ჩემთვის წარმოდგენილი ყველა საბუთის თანახმად, რეცეპტურებში გამოყენებული დამხმარე და დამატებითი საშუალებები შეესაბამება ევროპულ რეგულაციებს და ამით ყოველგვარი ეჭვის გარეშე მისაღებია.

დოქტორი მიხაელ შტელცლი, ინსტიტუტის ხელმძღვანელი
კონტროლის მესამე დონეს წარმოადგენს სახელმწიფო კონტროლი. ავსტრიის თითოეულ რეგიონს საკუთარი სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის განყოფილება აქვს, რომელიც მკაცრად ადევნებს თვალყურს ხორცპროდუქტების წარმოების ხარისხს და მათ თავსებადობას ევროკავშირისა და ავსტრიის კანონმდებლობასთან. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ავსტრიული კანონმდებლობა არ ცნობს დისკრიმინაციას ექსპორტსა და იმპორტს შორის - საკვები დანამატები და მეთოდოლოგია, რომლებიც აკრძალულია ქვეყნის შიგნით, აკრძალულია მის გარეთ გასატანადაც. თუ რა ევალება კონკრეტულად ავსტრიის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს და როგორ ამოწმებს ის ხორცპროდუქტების წარმოებას, მკითხველისთვის რომ უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო, ამის მოყოლა თავად შტირიის რეგიონის ვეტერინარულ სამსახურის ხელმძღვანელობას ვთხოვეთ. დოქტორი ჰერბეტ ჰაუპტი "კვირის პალიტრის" მკითხველს არ დაზარდა და ოფიციალური სერტიფიკატი-წერილით გვიპასუხა:

ჰარტბერგის რეგიონული მთავარი განყოფილებაშტირიის ფედერაციული მიწავეტერინარული რეფერატიდრ. ჰერბერტ ჰაუპტიშპს "შირნჰოფერს"

თემა: ხორცის ნაწარმი, ექსპორტი საქართველოში, დასტური

ჰარტბერგის რეგიონის ვეტერინარიის მთავარი განყოფილება ადგენს:

ჰარტბერგის რეგიონის მთავარი განყოფილების ვეტერინარის მიერ რეგულარულად ხდება ხელმოწერით დადასტურება იმ ხორცის ნაწარმისა, რომელიც საექსპორტოდ საქართველოსათვის არის განკუთვნილი. საწარმო "შირნჰოფერს" აქვს ევროპარლამენტის დადგენილების 854/2004 მოთხოვნების შესაბამისი ნებართვა ხორცის ნაწარმისა და გადამუშავებისა.

ამ ნებართვასთან არის დაკავშირებული შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრის ატ 619654 ეგ მინიჭება. "შირნჰოფერის" ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა გამოიხატება სწორედ ამ საიდენტიფიკაციო ნომრით. "შირნჰოფერი" და ამ საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია, ასევე   საექსპორტოდ განკუთვნილი ხორცპროდუქტები, სრული მოცულობით ექვემდებარება ავსტრიული ვეტერინარული უწყების კონტროლს. ოფიციალური კონტროლი მოიცავს სამშენებლო სტრუქტურის, მოწყობილობა-დანადგარების, პერსონალისა და წარმოების პროცესის ჰიგიენური ნორმების, ნედლეულის, დანამატების, მზა პროდუქტების და თავად საწარმოს მიერ დაწესებულ შიდა კონტროლის სისტემას. "შირნჰოფერის" ნედლეული, ასევე საბოლოო პროდუქტი მოწმდება რისკებზე დაფუძნებული ინტეგრირებული საკონტროლო გეგმის მიხედვით.

საცდელი შემოწმებები ხდება წინასწარი შეტყობინების გარეშე.

ოფიციალური შემოწმებები ხდება სურსათის უვნებლობასა და ასევე კანონმდებლობასთან შესატყვისობის კუთხით.

ხორცპროდუქტების რეცეპტურების შესაბამისობა სურსათის შესახებ კანონთან ასევე რეგულარულად კონტროლდება.

არც ერთი ოფიციალური შემოწმებისას არ მომხდარა აკრძალული დანამატების გამოყენების ფაქტის აღმოჩენა.

არც ერთი ოფიციალური შემოწმებისას არ დაფიქსირებულა სურსათის უვნებლობისათვის საშიში რაიმე პირობა.

უამრავი წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩატარებულ ოფიციალურ შემოწმებას ექვემდებარება ასევე საწყობის კვლევა (შემოწმებები პროდუქტების ვადიანობაზე, ზოგადად შენახვის ვადებზე). წინასწარი შეტყობინების გარეშე ასევე მრავალჯერ მოწმდება ექსპორტისათვის დამზადებული განსაკუთრებით გრძელვადიანი (6 თვის ვადით) პროდუქცია. ყველა ეს პროდუქტი ვადის ბოლომდე შეესაბამებოდა სურსათის უვნებლობის კრიტერიუმებს.  საექსპორტო ნაწარმის დამზადებისას ხდება შემოწმება იდენტურობაზე, შეფუთვაზე, ხდება უხეში შეფასებები, ასევე შერჩევითი კონტროლი დეგუსტაციის გზით, ჰიგიენური კუთხით მოწმდება საექსპორტო ტრანსპორტი, შემოწმებას ექვემდებარება მისი სისუფთავე და ასევე გამაცივებელი აღჭურვილობა.

რეგიონული განყოფილების უფროსი  ვეტერინარი
მეოთხე დონე - არასამთავრობო სექტორი ეკოწარმოების უმკაცრეს კონტროლს ახორციელებს. საკმარისია მცირედი გადაცდომა და მწვანეთა მოძრაობა საქვეყნო სკანდალს ატეხს, რაც ევროპული კონკურენციის პირობებში გაკოტრების ტოლფასი იქნება. აღსანიშნავია, რომ "შირნჰოფერმა" პირველმა განაცხადა საჯარო უარი გენმოდიფიცირებულ დანამატებზე როგორც ცხოველთა კვებაში, ისე წარმოებაში. დეტალური გამოკვლევების შემდეგ მწვანეთა მოძრაობის მსოფლიო ლიდერმა "გრინფისმა" "შირნჰოფერი" ოფიციალურ პარტნიორად გამოაცხადა.

"შირნჰოფერის ცნობარის" მომდევნო გამოშვებაში მოგითხრობთ ავსტრიული ხორცპროდუქტების წარმოებაში საგემოვნო თვისებების კონტროლისა და წახალისების სისტემებზე. ასევე ამ სისტემაში ჩვენი ბრენდების,  "შირნჰოფერის", "ლოიდლისა"  და "ლანდჰოფის" წარმატებებსა და მიღწევებზე. მანამდე კი, ესტუმრეთ უახლოეს მაღაზიას, იგემეთ "შირნჰოფერის", "ლოიდლისა" და "ვაისის" ნაწარმი და იგრძენით, რას ნიშნავს ევროპული ხარისხი. მათ კი, ვისაც ხელოვნების რანგში აყვანილი წარმოების ხილვა და დაგემოვნება სურს, შეუძლია "შირნჰოფერის" საფირმო მაღაზიას ესტუმროს წერეთლის 87-ში.

ჩვენ მზად ვართ, ხარისხსა და წარმოების სპეციფიკაზე თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხოთ, მოგვწერეთ: media.schirnhofer@gmail.com

მომავალ შეხვედრამდე!
R

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები